მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე
"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე

სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ზე­გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე მარ­თლაც ექ­ნე­ბა, იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა ეს ზე­გავ­ლე­ნა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ნი­კო­ლოზ ვა­შა­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ნი­კო­ლოზ ვა­შა­კი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ აშშ-სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან სი­რი­ა­ზე დარ­ტყმა არის დას­ჯა იმის­თვის, რომ ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მი სის­ტე­მა­ტუ­რად იყე­ნებს ქი­მი­ურ ია­რაღს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ.

„ამა­ვე დროს, ეს არის არა მხო­ლოდ დას­ჯა, არა­მედ იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა, სა­დაც მზად­დე­ბა ეს ია­რა­ღი. თუმ­ცა ხაზს უს­ვა­მენ იმას, რომ ოპე­რა­ცია ისეა და­გეგ­მი­ლი, რომ არ მოხ­დეს მსხვერ­პლი არც მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და არ შე­ე­ხონ რუ­სე­თი­სა და ირა­ნის შე­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, რო­მე­ლიც სი­რი­ა­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

ამ დარ­ტყმის გამო რუ­სეთს უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა, რად­გან ბა­შარ ასა­დი მისი მო­კავ­ში­რეა და სწო­რედ მისი რე­ჟი­მის და­სა­ცა­ვად შე­ვი­და რუ­სე­თი სი­რი­ა­ში თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბით. ტრამპმა პირ­და­პირ მი­მარ­თა რუ­სეთს, რომ არ ეკად­რე­ბა არც ერთ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნას ისე­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის მხარ­და­ჭე­რა, რო­გო­რიც არის სი­რი­ის რე­ჟი­მი“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ვა­შა­კი­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ
09:24 / 14-04-2018

ავიაიერიში სირიაში - აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სამიზნეები დაბომბეს

09:57 / 14-04-2018

"მაშინ, როდესაც სირიას მიეცა მშვიდობიანი მომავლის შანსი,დამასკო დაბომბეს" - რუსეთი ავიადარტყმებს ეხმაურება

11:25 / 14-04-2018

"სიმტკიცის დილა" - ბაშარ ასადი სამსახურში მისვლის კადრებს ავრცელებს

12:34 / 14-04-2018

პუტინი სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებს გმობს და "თავდასხმას" უწოდებს

14:01 / 14-04-2018

ანგელა მერკელი ავიადარტყმებს მხარს უჭერს, მეი კი გადაწყვეტილებას სწორს და კანონიერს უწოდებს

10:56 / 15-04-2018

"რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან? ყველაფერს..." - რუსი ექსპერტების პროგნოზები ამერიკის სავარაუდო ნაბიჯებსა და რუსეთის საპასუხო ქმედებებზე

სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კვლე­ვის ფონ­დის ექ­სპერ­ტი კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ თუ სი­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და და მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა და­სავ­ლე­თი­სა და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის, ამან შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთს გა­უხ­სნას ხელი და და­სავ­ლე­თის ყვე­ლა პარტნი­ო­რის, პირ­ველ რიგ­ში, კი სუს­ტი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმოქ­მე­დოს.

კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლის თქმით, თუ რუ­სეთს მო­უნ­დე­ბა სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ, შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდეს.

„თუ სი­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და და მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა და­სავ­ლე­თი­სა და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის, რო­მე­ლიც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ მე­სა­მე მსოფ­ლიო ომში გა­და­ი­ზარ­დოს და შე­იძ­ლე­ბა ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე სი­რი­ა­ში იყოს და­პი­რის­პი­რე­ბა, ამან შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთს გა­უხ­სნას ხელი, რომ მან და­სავ­ლე­თის ყვე­ლა პარტნი­ო­რის წი­ნა­აღ­მდეგ იმოქ­მე­დოს. რა თქმა უნდა, და­არ­ტყამს იქ, სა­დაც სუს­ტი ად­გი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით ნამ­დვი­ლად სუს­ტია და ამი­ტომ, თუ რუ­სეთს მო­უნ­დე­ბა სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ, შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდეს“, - გა­ნა­ცხა­და კახა გო­გო­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძე აცხა­დებს, ჯერ ის მას­შტა­ბე­ბი არ არის, რომ სი­რი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა რა­ი­მე ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ზო­გა­დად კავ­კა­სი­ა­ზე.

„რაც შე­ე­ხე­ბა სქარ­თვე­ლოს და ზო­გა­დად კავ­კა­სი­ას, ჯერ ეს მას­შტა­ბე­ბი არ არის, რომ რა­ი­მე ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს კავ­კა­სი­ა­ზე. ამ ეტაპ­ზე რუ­სეთს არა­ნა­ი­რი სა­ბა­ბი არ აქვს, რომ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოქ­მე­დოს. თუმ­ცა სხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ეს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო თუ უკ­რა­ი­ნა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მაგ­რამ ისი­ნი ამას, ასე სწრა­ფად და პირ­და­პირ, რა თქმა უნდა, არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, რად­გან ეს არ იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­ქმუ­ლი და­სავ­ლე­თის მხრი­დან. რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას წინ ყო­ველ­თვის უძღვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი და სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბის ასე ვთქვათ, და­სა­ბუ­თე­ბა, რო­გორც ეს იყო 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის წინ. მა­შინ ყვე­ლა არხზე, მთე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სიც­რუ­ის ტალ­ღა იყო წა­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, არის თუ არა სა­ჭი­რო, სა­ქარ­თვე­ლომ რა­ი­მე ტი­პის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტოს კო­ა­ლი­ცი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აშშ, საფ­რან­გე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი შე­დი­ან, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დგას.

„ზედ­მე­ტი ემო­ცი­ე­ბი სა­ჭი­რო არ არის, სა­ქარ­თვე­ლო ისე­დაც მხარს უჭერს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს პო­ზი­ცია ისე­დაც გა­სა­გე­ბია და სა­ქარ­თვე­ლოც, რა თქმა უნდა, უერ­თდე­ბა იმ მიდ­გო­მებს, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას და არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ.

ანა­ლი­ტი­კო­სი გა­მო­რი­ცხავს, რომ სი­რი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა უფრო ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნოს.

„ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­სა­მე მსოფ­ლიო ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს. არა­თუ მე­სა­მე მსოფ­ლიო ომს, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ომის მას­შტა­ბამ­დეც კი არ გა­და­ვა. ჩემი აზ­რით, სი­რი­ის ფარ­გლებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც აქამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თვი­თონ ეს ფაზა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ანუ ძი­რი­თად მო­თა­მა­შე­თა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი სი­რი­ა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთს უპი­რის­პირ­დე­ბა და­სავ­ლე­თი. გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ, რო­გორც ასა­დის რეჟ­მის მხარ­დამ­ჭერ ძა­ლას. ამ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან გვაქვს ჩვენ ად­გი­ლი” - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს გამ­თე­ნი­ი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ამ, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც აშშ, საფ­რან­გე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი შე­დის, სი­რი­ა­ში გარ­კვე­ულ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმა მი­ი­ტა­ნეს.

აშშ-სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი 103 ფრთი­ა­ნი რა­კე­ტი­დან სი­რი­ამ 71 რა­კე­ტა წარ­მა­ტე­ბით ჩა­მო­აგ­დო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნიკ­მა სერ­გეი რუდსკო­იმ გა­ნუ­ცხა­და.

„არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ 103 ფრთი­ა­ნი რა­კე­ტა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სი­რი­ის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა 71 ფრთი­ა­ნი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სამ­ხედ­რო­ებს შო­რის მსხვერ­პლი არაა“, - გა­ნა­ცხა­და რუდსკო­იმ.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ქმე­დე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში სი­რი­ის წარ­მა­ტე­ბებ­ზე რე­აქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე

"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე

სირიაში მიმდინარე პროცესებს ზეგავლენა საქართველოს მომავალზე მართლაც ექნება, იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი იქნება ეს ზეგავლენა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე დარტყმა არის დასჯა იმისთვის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სისტემატურად იყენებს ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„ამავე დროს, ეს არის არა მხოლოდ დასჯა, არამედ იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, სადაც მზადდება ეს იარაღი. თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ ოპერაცია ისეა დაგეგმილი, რომ არ მოხდეს მსხვერპლი არც მშვიდობიან მოსახლეობაში და არ შეეხონ რუსეთისა და ირანის შეარაღებულ ძალებს, რომელიც სირიაშია განლაგებული.

ამ დარტყმის გამო რუსეთს უარყოფითი პოზიცია ექნება, რადგან ბაშარ ასადი მისი მოკავშირეა და სწორედ მისი რეჟიმის დასაცავად შევიდა რუსეთი სირიაში თავისი სამხედრო ძალებით. ტრამპმა პირდაპირ მიმართა რუსეთს, რომ არ ეკადრება არც ერთ ნორმალურ ქვეყანას ისეთი დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა, როგორიც არის სირიის რეჟიმი“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი და დასავლეთის ყველა პარტნიორის, პირველ რიგში, კი სუსტი თავდაცვისუნარიანობის მქონე ქვეყნების წინააღმდეგ იმოქმედოს.

კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს.

„თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და შეიძლება ლოკალურ დონეზე სირიაში იყოს დაპირისპირება, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი, რომ მან დასავლეთის ყველა პარტნიორის წინააღმდეგ იმოქმედოს. რა თქმა უნდა, დაარტყამს იქ, სადაც სუსტი ადგილია. საქართველო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ნამდვილად სუსტია და ამიტომ, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, ჯერ ის მასშტაბები არ არის, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა რაიმე ზეგავლენა იქონიოს საქართველოსა და ზოგადად კავკასიაზე.

„რაც შეეხება სქართველოს და ზოგადად კავკასიას, ჯერ ეს მასშტაბები არ არის, რომ რაიმე ზეგავლენა იქონიოს კავკასიაზე. ამ ეტაპზე რუსეთს არანაირი საბაბი არ აქვს, რომ სხვა მიმართულებით იმოქმედოს. თუმცა სხვა რეგიონებში გააქტიურება ეს იქნება საქართველო თუ უკრაინა, გამორიცხული არ არის, მაგრამ ისინი ამას, ასე სწრაფად და პირდაპირ, რა თქმა უნდა, არ განახორციელებენ, რადგან ეს არ იქნება ადეკვატურად აღქმული დასავლეთის მხრიდან. რუსეთის ნებისმიერ აქტივობას წინ ყოველთვის უძღვის საინფორმაციო ომი და საკუთარი ქმედებების ასე ვთქვათ, დასაბუთება, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის წინ. მაშინ ყველა არხზე, მთელი საინფორმაციო სიცრუის ტალღა იყო წამოსული რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა საჭირო, საქართველომ რაიმე ტიპის მხარდაჭერა გამოხატოს კოალიციური ქვეყნების მიმართ, რომლის შემადგენლობაში აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედიან, სამხედრო ექსპერტის მოსაზრებით, კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის აუცილებლობა არ დგას.

„ზედმეტი ემოციები საჭირო არ არის, საქართველო ისედაც მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმთან ბრძოლაში. რაც შეეხება ქიმიური იარაღის გამოქვეყნებას, ცივილიზებული მსოფლიოს პოზიცია ისედაც გასაგებია და საქართველოც, რა თქმა უნდა, უერთდება იმ მიდგომებს, რომ ქიმიური იარაღი განადგურებული უნდა იქნას და არ შეიძლება მისი გამოყენება“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს.

„ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით წერს. არათუ მესამე მსოფლიო ომს, რეგიონალური ომის მასშტაბამდეც კი არ გადავა. ჩემი აზრით, სირიის ფარგლებში გაგრძელდება, დაახლოებით ისე, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. თვითონ ეს ფაზა მოსალოდნელი იყო, ანუ ძირითად მოთამაშეთა დაპირისპირებები სირიაში. ფაქტობრივად, რუსეთს უპირისპირდება დასავლეთი. განსაკუთრებით აშშ, როგორც ასადის რეჟმის მხარდამჭერ ძალას. ამ დაპირისპირებასთან გვაქვს ჩვენ ადგილი” - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განუცხადა.

„არსებული ინფორმაციით, სულ 103 ფრთიანი რაკეტა იყო გამოყენებული. სირიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 71 ფრთიანი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა“, - განაცხადა რუდსკოიმ.

მისივე თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის წარმატებებზე რეაქციას წარმოადგენს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები