პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება
საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი სი­რი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სამ­ხედ­რო დარ­ტყმას ეხ­მა­უ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტი მაკ­რო­ნი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, 2018 წლის 7 აპ­რილს, ქა­ლაქ დუ­მა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სი­რი­ის რე­ჟიმს ეკის­რე­ბა.

„წი­თე­ლი ხაზი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­მა 2017 წლის მა­ის­ში გა­ავ­ლო, გა­დაკ­ვე­თი­ლია“, - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ მან საფ­რან­გე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს უბ­რძა­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ა­ში სი­რი­ის რე­ჟი­მის ქი­მი­უ­რი არ­სე­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

„ჩვენ ვერ და­ვუ­ჭერთ მხარს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მოხ­მა­რე­ბის ტრი­ვი­ა­ლი­ზა­ცი­ას, რაც უშუ­ა­ლო საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სი­რი­ე­ლი ხალ­ხი­სა და ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. ეს არის საფ­რან­გე­თის მიერ გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე მუდ­მი­ვად წინ წა­მო­წე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის არსი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, საფ­რან­გე­თის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სი­რი­ა­ში არის „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ზე ჰქონ­დეთ წვდო­მა, კონ­ფლიქ­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი გზით რე­გუ­ლი­რე­ბის მიღ­წე­ვა, რათა სი­რი­ა­ში დამ­კვიდ­რდეს მშვი­დო­ბა და რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

„უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი­სა და კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მტკი­ცედ მივ­ყვე­ბი ამ პრი­ო­რი­ტე­ტებს“, - გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს გამ­თე­ნი­ი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ამ, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც აშშ, საფ­რან­გე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი შე­დის, სი­რი­ა­ში გარ­კვე­ულ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმა მი­ი­ტა­ნეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება

საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი მაკრონი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, 2018 წლის 7 აპრილს, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს ეკისრება.

„წითელი ხაზი, რომელიც საფრანგეთმა 2017 წლის მაისში გაავლო, გადაკვეთილია“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ოპერაციაში სირიის რეჟიმის ქიმიური არსენალის წინააღმდეგ.

„ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ქიმიური იარაღის მოხმარების ტრივიალიზაციას, რაც უშუალო საფრთხეს წარმოადგენს სირიელი ხალხისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ეს არის საფრანგეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მუდმივად წინ წამოწეული ინიციატივების არსი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის პრიორიტეტები სირიაში არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დასრულება, მოსახლეობისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჰქონდეთ წვდომა, კონფლიქტის პოლიტიკური გზით რეგულირების მიღწევა, რათა სირიაში დამკვიდრდეს მშვიდობა და რეგიონში სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი.

„უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში მტკიცედ მივყვები ამ პრიორიტეტებს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე