სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
"ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო. ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს მადლობას ვუხდი ამ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. იმისათვის, რომ შორეულ პერსპექტივაში წარმატებას მივაღწიოთ, სირიასთან და მთლიან რეგიონთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტრატეგია გვჭირდება", - წერს მაკკეინი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.