პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას" - ტრამპის განცხადება
"პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას" - ტრამპის განცხადება

ამე­რი­კის, ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის ერ­თობ­ლი­ვი პა­სუ­ხი ამ მხე­ცო­ბა­ზე გუ­ლის­ხმობს ყვე­ლა ძა­ლის­მი­ე­რი ინ­სტრუ­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბას: სამ­ხედ­როს, ეკო­ნო­მი­კურ­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ურს, - გა­ნა­ცხა­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა.

„ცოტა ხნის წინ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ბრძა­ნე­ბა მი­ვე­ცი და­ე­წყოთ ზუს­ტი დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­მიზ­ნე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სი­რი­ის დიქ­ტა­ტო­რის, ბა­შარ ასა­დის ქი­მი­ურ ია­რაღ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცია საფ­რან­გე­თი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად. ორი­ვე ქვე­ყა­ნას მად­ლო­ბას ვუხ­დით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლი­სას ტრამპმა.

„გზავ­ნი­ლი მაქვს იმ ორი მთავ­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ასა­დის რე­ჟიმს მხარს უჭრს. კი­თხვა მაქვს ირან­თან და რუ­სეთ­თან: ეს რა ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც სურს უდა­ნა­შა­უ­ლო მა­მა­კა­ცე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბას­თან კავ­ში­რი ჰქონ­დეს?“ - და­ა­მა­ტა ტრამპმა.

თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქა­ლაქ დუ­მა­ში ქლო­რი და ზა­რი­ნი გა­მო­ი­ყე­ნა.

„აშშ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 2018 წლის 7 აპ­რილს სი­რი­ულ­მა რე­ჟიმ­მა ქა­ლაქ დუ­მა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა, რა­საც ათო­ბით მა­მა­კა­ცი, ქალი და ბავ­შვი ემსხვერ­პლა და ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და“, - ნათ­ქვა­მია თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდი მო­ცუ­ლო­ბა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ქა­ლაქ დუ­მას და­ბომბვი­სას რე­ჟიმ­მა ქლო­რი გა­მო­ი­ყე­ნა, ხოლო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბი ნერ­ვულ-პა­რა­ლი­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ზა­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზეც მი­უ­თი­თებს“, - გა­ნა­ცხა­დეს თეთრ სახ­ლში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს გამ­თე­ნი­ი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ამ, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც აშშ, საფ­რან­გე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი შე­დის, სი­რი­ა­ში გარ­კვე­ულ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმა მი­ი­ტა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას" - ტრამპის განცხადება

"პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას" - ტრამპის განცხადება

ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ბრძანება მივეცი დაეწყოთ ზუსტი დარტყმების განხორციელება სამიზნეებზე, რომლებიც სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან არის დაკავშირებული. ახლა მიმდინარეობს ერთობლივი ოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ორივე ქვეყანას მადლობას ვუხდით“, - განაცხადა სატელევიზიო გამოსვლისას ტრამპმა.

„გზავნილი მაქვს იმ ორი მთავრობისთვის, რომელიც ასადის რეჟიმს მხარს უჭრს. კითხვა მაქვს ირანთან და რუსეთთან: ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სურს უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან კავშირი ჰქონდეს?“ - დაამატა ტრამპმა.

თეთრი სახლის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა.

„აშშ დარწმუნებულია, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიულმა რეჟიმმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა და ასეულობით ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაციის დიდი მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ დუმას დაბომბვისას რეჟიმმა ქლორი გამოიყენა, ხოლო ინფორმაციის დამატებითი წყაროები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ზარინის გამოყენებაზეც მიუთითებს“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე