საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ავიადარტყმა დამასკოზე განახორციელეს ქვეყნებმა, რომლებიც საკუთარი "განსაკუთრებულობის" დამტკიცებას ცდილობს.
„თავდაპირველად სირიელ ხალხზე გამოსცადეს „არაბული გაზაფხული“, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“, ახლა ამერიკული ჭკვიანი რაკეტები. სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც, უამრავი წელია, ტერორიზმის აგრესიის პირობებში გადარჩენას ცდილობს, დარტყმა განახორციელეს.
ამ ყველაფრის უკან დგანან ძალები, ვისაც პრეტენზია აქვთ მორალურ ლიდერობაზე, ხაზს უსვამენ საკუთარ განსაკუთრებულობას,“ - წერს ზახაროვა „ფეისბუქზე“.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სირიას ჰქონდა რეალური შანსი მშვიდობიანი მომავლის, ქვეყნის დედაქალაქი დაბომბეს.
ნახეთ, ასევე : ავიაიერიში სირიაში - აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სამიზნეები დაბომბეს