სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა
ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა

თბი­ლის­ში, 25 წლის გო­გო­ნას შვი­ლე­ბის თვალ­წინ ყელი გა­მოჭ­რეს. სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა ბარ­ნო­ვის N77-ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და დას­თან, რო­მე­ლიც ბარ­ნოვ­ზე ქი­რით ცხოვ­რობს. მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გო­ნას მა­მი­ნაც­ვალ­მა ჩა­ი­დი­ნა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, გო­გო­ნას მა­მი­ნაც­ვლის სა­ხელ­ზე ბოლო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გუ­შინ გა­ი­ცა, რო­მე­ლიც მას გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას­თან რა­ი­მე ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას უკ­რძა­ლავ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვ. ბ. მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ აგ­რე­სი­უ­ლი იყო რო­გორც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ისე მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მი­მართ და მათ და­შო­რე­ბას სწო­რედ შვილს აბ­რა­ლებ­და. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის 6 წლის შვი­ლი სწო­რედ მის სა­ხელს ყვი­რო­და.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი 25 წლის გო­გო­ნა თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლია, მას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. ის მუ­ხი­ან­ში ცხოვ­რობ­და და რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნეთ, შემ­თხვე­ვის დროს დას­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­ი­ცა. რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-დან აც­ნო­ბეს, 25 წლის ქალი და მისი დედა შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ვიდ­ნენ და დე­დის მე­უღ­ლის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა ითხო­ვეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მიმ­დი­ნა­რე წლის 13 აპ­რილს ვა­კე­ში მომ­ხდარ, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ინ­ტენ­სი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს. უკვე დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის ვი­ნა­ო­ბა და მის და­სა­კა­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, თ.გ. და დე­და­მი­სი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­ცხად­დნენ და ამ უკა­ნას­კნე­ლის მე­უღ­ლის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა ითხო­ვეს, რა­საც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან მოჰ­ყვა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. თ.გ.-მ პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის გამო, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა მარ­ტომ, დე­და­ზე ადრე და­ტო­ვა. პო­ლი­ცი­ა­ში მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ორ­დე­რის გა­მო­წე­რი­დან მა­ლე­ვე შე­ვი­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს თ.გ. უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი: შსს-ს გან­ცხა­დე­ბა 25 წლის ქა­ლის ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა

ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა

თბილისში, 25 წლის გოგონას შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა ბარნოვის N77-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის სტუმრად იმყოფებოდა დასთან, რომელიც ბარნოვზე ქირით ცხოვრობს. მკვლელობა, სავარაუდოდ, გოგონას მამინაცვალმა ჩაიდინა, რომელიც გარდაცვლილის დედას გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

როგორც Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, გოგონას მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი გუშინ გაიცა, რომელიც მას გარდაცვლილის დედასთან რაიმე ტიპის კომუნიკაციას უკრძალავდა. მისივე ინფორმაციით, ვ. ბ. მეუღლესთან დაშორების შემდეგ აგრესიული იყო როგორც ყოფილი მეუღლის, ისე მისი ქალიშვილის მიმართ და მათ დაშორებას სწორედ შვილს აბრალებდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის 6 წლის შვილი სწორედ მის სახელს ყვიროდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული 25 წლის გოგონა თამარ გამრეკელაშვილია, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის მუხიანში ცხოვრობდა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, შემთხვევის დროს დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა. როგორც Ambebi.ge-ს შსს-დან აცნობეს, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: რამდენიმე საათით ადრე გაცემული შემაკავებელი ორდერი: შსს-ს განცხადება 25 წლის ქალის ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს