პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ექნება უპირატესობა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შემთხვევაში - ექსპერტები სამხედრო პოტენციალზე მსჯელობენ
ვის ექნება უპირატესობა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შემთხვევაში - ექსპერტები სამხედრო პოტენციალზე მსჯელობენ

NDI-ის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 41%-ს მი­აჩ­ნია, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ამე­რი­კა­ზე ბევ­რად ძლი­ე­რია; ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი წლე­ბია რჩე­ბა იმ აზ­რზე, რომ რუ­სე­თი ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ზრუ­ნავ­და სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და ზო­გა­დად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

ბოლო ხა­ნებ­ში რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის გამ­წვა­ვე­ბულ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ, ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი, რო­მელ სა­ხელ­მწი­ფოს რა სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და.

ამ თე­მის შე­სა­ხებ, რო­გორც რუსი, ისე ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი დიდი ხა­ნია მსჯე­ლო­ბენ და თა­ვი­ან­თი არ­გუ­მენ­ტე­ბის გამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლო­ბენ.

სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო სა­კი­თხებ­ში კე­ნა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­იკლ კოფ­მა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა რუ­სეთ-ბე­ლო­რუ­სი­ის სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა Запад-2017-ზე სცა­და, რო­მელ­მაც მა­შინ (და ახ­ლაც) ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი რე­ა­ლურ საფრ­თხე­ებ­ზე ალა­ა­პა­რა­კა.

კოფ­მა­ნის თქმით, ბალ­ტის­პი­რე­თის სა­ზღვარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, რუ­სეთ­მა მხო­ლოდ თავ­დაც­ვი­თი სი­სი­ტე­მე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

"თუმ­ცა, ბოლო დრო­ინ­დე­ლი, თუნ­დაც ურ­კა­ი­ნი­სა და სი­რი­ის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ევო­ლუ­ცია და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მო­დერ­ნი­ზა­ცია სა­ჭი­როა და გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც და­ი­წყო...".

თუმ­ცა, რე­ფორ­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რუ­სუ­ლი მე­დია მუ­დი­ვად წერს, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან მათ შო­რის, სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ი­დან რუსი ოფიც­რე­ბი გარ­ბი­ან. მათი დიდი ნა­წი­ლი ჩი­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ან სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში ცდი­ლობს მოხ­ვედ­რას...

ერთი სი­ტყვით, კოფ­მა­ნის შე­ფა­სე­ბით, ამე­რი­კას­თან სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის მთა­ვარ ძა­ლად, ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღდმდე­გო სის­ტე­მე­ბი რჩე­ბა, თუმ­ცა არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ წე­სე­ბის დაღ­ვე­ვით თა­მაშს შეჩ­ვე­ულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღიც გა­მო­ი­ყე­ნოს. სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლის თქმით, ამ შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბალ­ტის­პი­რე­თი და­ზა­რალ­დე­ბა.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­საც რენ­დის კორ­პო­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, სკოტ ბოს­ტო­ნის ცი­ა­ტა­ნა მოჰ­ყავს, გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის, რუ­სეთს სურს სწრა­ფად იმოქ­მე­დოს და სწრა­ფად­ვე და­ას­რუ­ლოს შე­ტე­ვა. "

ეს ტაქ­ტი­კა მან ყი­რიმ­ში გა­მო­ი­ყე­ნა, ასე­ვე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წლებ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში შეჭ­რი­სას და უფრო ადრე, 1968 წელს, პრა­ღა­ში შეჭ­რი­სას" - წერს "ამე­რი­კის ხმა".

The National Interest-სთან სა­უ­ბარ­ში სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­დამ­დგა­რი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტან­ტი ევ­გე­ნი ბუ­ჟინ­სკი აცხა­დებს, რომ თუ ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა მარ­თლა მოხ­და, ის დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დას­რულ­დე­ბა.

"მე არ მჯე­რა, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რე­ზე ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა-არ­გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­ტრო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ეს ილუ­ზია შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ამე­რი­კას ჰქონ­დეს.." - აცხა­დებს ის და დას­ძებს, რომ თუ ვინ გა­ი­მარ­ჯვებს ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, ეს მხო­ლოდ კონ­ფლიქ­ტის მას­შტა­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ასე­ვე იმა­ზე, თუ ვის უფრო ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა აქვს.

"ბევ­რი რა­მეს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სტრა­ტე­გი­ას, კონ­ცეფ­ცი­ას, გა­მოც­დი­ლე­ბას... ასე­ვე, იმას, რო­მელ სა­ხელ­მწო­ფოს ვინ ეყო­ლე­ბა მო­კავ­ში­რე. ისე, კი, არც ერთ მხრეს არ უნდა სურ­დეს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყოს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს მხო­ლოდ რუ­სეთ-ამა­რე­კის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა..."- წერს ბუ­ჟინ­სკი.

ავტორი:

ვის ექნება უპირატესობა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შემთხვევაში - ექსპერტები სამხედრო პოტენციალზე მსჯელობენ

ვის ექნება უპირატესობა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შემთხვევაში - ექსპერტები სამხედრო პოტენციალზე მსჯელობენ

NDI-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, ამერიკაზე ბევრად ძლიერია; ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი წლებია რჩება იმ აზრზე, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან მოყოლებული ზრუნავდა სამხედრო შეიარაღებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე.

ბოლო ხანებში რუსეთსა და დასავლეთს შორის გამწვავებულმა დაპირისპირებამ, ყოველთვის აქტუალური საკითხი, რომელ სახელმწიფოს რა სამხედრო პოტენციალი აქვს, უფრო საინტერესო გახადა.

ამ თემის შესახებ, როგორც რუსი, ისე ამერიკელი ექსპერტები დიდი ხანია მსჯელობენ და თავიანთი არგუმენტების გამტკიცებას ცდილობენ.

სამხედრო-საზღვაო საკითხებში კენანის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება რუსეთ-ბელორუსიის სამხედრო სწავლება Запад-2017-ზე სცადა, რომელმაც მაშინ (და ახლაც) ბალტიისპირეთის ქვეყნები რეალურ საფრთხეებზე ალააპარაკა.

კოფმანის თქმით, ბალტისპირეთის საზღვარზე წარმოდგენილი შეიარაღებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთმა მხოლოდ თავდაცვითი სისიტემები წარმოადგინა.

"თუმცა, ბოლო დროინდელი, თუნდაც ურკაინისა და სირიის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რუსეთმა დაინახა, რომ ევოლუცია და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაცია საჭიროა და გვიან, მაგრამ მაინც დაიწყო...".

თუმცა, რეფორმების კვალდაკვალ, რუსული მედია მუდივად წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან მათ შორის, სამხედრო ავიაციიდან რუსი ოფიცრები გარბიან. მათი დიდი ნაწილი ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში ან სამოქალაქო ავიაციაში ცდილობს მოხვედრას...

ერთი სიტყვით, კოფმანის შეფასებით, ამერიკასთან სამხედრო შეტაკების შემთხვევაში, რუსეთის მთავარ ძალად, ჰაერსაწინააღდმდეგო სისტემები რჩება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ წესების დაღვევით თამაშს შეჩვეულმა სახელმწიფომ ბირთვული იარაღიც გამოიყენოს. სამხედრო მიმომხილველის თქმით, ამ შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში, ბალტისპირეთი დაზარალდება.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, რომელსაც რენდის კორპორაციის წარმომადგენლის, სკოტ ბოსტონის ციატანა მოჰყავს, გრძელვადიანი კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის, რუსეთს სურს სწრაფად იმოქმედოს და სწრაფადვე დაასრულოს შეტევა. "

ეს ტაქტიკა მან ყირიმში გამოიყენა, ასევე საბჭოთა კავშირის წლებში, ავღანეთში შეჭრისას და უფრო ადრე, 1968 წელს, პრაღაში შეჭრისას" - წერს "ამერიკის ხმა".

The National Interest-სთან საუბარში სამხედრო ექსპერტი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადამდგარი გენერალ-ლეიტანტი ევგენი ბუჟინსკი აცხადებს, რომ თუ ამერიკასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მართლა მოხდა, ის დიდხანს არ გაგრძელდება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბირთვული იარაღის გამოყენებით დასრულდება.

"მე არ მჯერა, რომ რომელიმე მხარეზე ბირთვული იარაღის გამოყენება-არგამოყენების კონტროლი შესაძლებელი იქნება. ეს ილუზია შეიძლება მხოლოდ ამერიკას ჰქონდეს.." - აცხადებს ის და დასძებს, რომ თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში, ეს მხოლოდ კონფლიქტის მასშტაბებზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე, თუ ვის უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს.

"ბევრი რამეს აქვს მნიშვნელობა, სტრატეგიას, კონცეფციას, გამოცდილებას... ასევე, იმას, რომელ სახელმწოფოს ვინ ეყოლება მოკავშირე. ისე, კი, არც ერთ მხრეს არ უნდა სურდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რუსეთ-ამარეკის პრობლემა არ იქნება..."- წერს ბუჟინსკი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე