სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი - გიორგი ონიანი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს აღიარებს
პროკურორი - გიორგი ონიანი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს აღიარებს

გი­ორ­გი ონი­ა­ნი სრუ­ლად აღი­ა­რებს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის ყვე­ლა ეპი­ზოდს, – ამის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი სას­ჯე­ლის ოდე­ნო­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა შე­იც­ვლე­ბა მისი მოხ­დის წესი და ნაც­ვლად მის­ჯი­ლი 4 წლი­სა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თი­სა, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი 2 წელს მო­იხ­დის, ხოლო 2 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრე­ბა პი­რო­ბით მსჯავ­რად.

"ბრალ­დე­ბულ­მა უდა­ვო გა­ხა­და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც ბრა­ლად ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი და და­ე­თან­ხმა იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რაც გა­ნა­ჩენ­შია. კონ­კრე­ტუ­ლად მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ მან 2011 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში მო­ახ­დი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი­სა და ლე­ვან მდი­ნა­რა­ძის ძებ­ნა, გა­მო­ი­ყე­ნა მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა, რო­გორც გლ­და­ნი–ნა­ძა­ლა­დე­ვის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნა", – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს მსჯავ­რდე­ბუ­ლის და­კი­თხვა არ მომ­ხდა­რა და ეს სა­ვა­რა­უ­დოდ მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე იგეგ­მე­ბა. მომ­დევ­ნო სხდო­მა სამ­შა­ბათს, 17 აპ­რილს 13:30 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

ყო­ფილ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­სა და ად­ვო­კატს, გი­ორ­გი ონი­ანს ბრა­ლი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ში ედე­ბა. სა­ქა­ლა­ქო სა­ას­მარ­თლომ მას 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პროკურორი - გიორგი ონიანი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს აღიარებს

პროკურორი - გიორგი ონიანი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს აღიარებს

გიორგი ონიანი სრულად აღიარებს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ოდენობა არ შეიცვლება, თუმცა შეიცვლება მისი მოხდის წესი და ნაცვლად მისჯილი 4 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა, საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებული 2 წელს მოიხდის, ხოლო 2 წელი და 6 თვე განესაზღვრება პირობით მსჯავრად.

"ბრალდებულმა უდავო გახადა ყველა მტკიცებულება, რაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი და დაეთანხმა იმ მოცემულობას, რაც განაჩენშია. კონკრეტულად მან დაადასტურა, რომ მან 2011 წლის ოქტომბრის თვეში მოახდინა პოლიტიკური ნიშნით დავით შათირიშვილისა და ლევან მდინარაძის ძებნა, გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლება, როგორც გლდანი–ნაძალადევის უფროსის მოადგილემ, უკანონოდ დააკავა და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა", – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს მსჯავრდებულის დაკითხვა არ მომხდარა და ეს სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე იგეგმება. მომდევნო სხდომა სამშაბათს, 17 აპრილს 13:30 საათზე ჩაინიშნა.

ყოფილ სამართალდამცველსა და ადვოკატს, გიორგი ონიანს ბრალი უკანონო დაკავებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ედება. საქალაქო საასმართლომ მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს