პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი ბანკმა ქართული ენის მხარდაჭერის ახალი პროექტი - „ქართულად“ წარადგინა
თიბისი ბანკმა ქართული ენის მხარდაჭერის ახალი პროექტი - „ქართულად“ წარადგინა

თი­ბი­სი მა­იკ­რო­სოფტ­თან, ჯე­ო­ლაბ­თან და სა­ბას­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი ენის ხელ­შე­წყო­ბის პრო­ექტს - „ქარ­თუ­ლად“ იწყებს.

პრო­ექ­ტის - „ქარ­თუ­ლად“ - მი­ზა­ნია, სა­თარ­ჯიმ­ნო რე­სურ­სის შექ­მნა, ამ რე­სურ­სის მა­იკ­რო­სოფ­ტის პროგ­რა­მებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია და ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­სურ­სებ­თან და ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მშობ­ლი­ურ ენა­ზე წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა. სის­ტე­მა­ში ქარ­თუ­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, პროგ­რა­მამ უნდა ის­წავ­ლოს ენა, რის­თვი­საც პირ­ველ ეტაპ­ზე მი­ნი­მუმ 100 000 ქარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის ინ­გლი­სუ­რად გა­და­თარ­გმნაა სა­ჭი­რო. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მა­იკ­რო­სოფ­ტის სის­ტე­მის­თვის ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა მსურ­ველს მი­ე­ცე­მა.

„დღეს თი­ბი­სიმ მა­იკ­რო­სოფტ­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ენის პა­ლა­ტი­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­თედ­რის ჩარ­თუ­ლო­ბით, და­ი­წყო პრო­ექ­ტი „ქარ­თუ­ლად“. ეს არის გაგ­რძე­ლე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის „წერე ქარ­თუ­ლად“, რო­მე­ლიც და­ვი­წყეთ სამი წლის წინ და მის ფარ­გლებ­ში 200-ზე მეტი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. 7 000 000 000 წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ „სა­ბას“ სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვი­პო­ვეთ და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­კრი­ბეთ, მა­იკ­რო­სოფტ­თან ერ­თად ითარ­გმნე­ბა ინ­გლი­სუ­რად. ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ქარ­თულ ენას გა­ვი­ტანთ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ად­მი­ა­ნებს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლე­ბათ ინ­გლი­სუ­რი ტექ­სტე­ბის ქარ­თუ­ლად კი­თხვაც, ხოლო უცხო­ე­ლებს ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბის და წიგ­ნე­ბის ინ­გლი­სუ­რად, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში წა­კი­თხვა. ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­მე­თუ ჩვენ ვართ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი, გვაქვს უნი­კა­ლუ­რი ან­ბა­ნი და ენა, ეს არის ჩვე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ამ­ჟა­მად გვაქვს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა, რა­საც ქვია დი­ჯი­ტა­ლი­ზა­ცია, შევ­დი­ვართ ამ სივ­რცე­ში და წარვდგე­ბით მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.“ - გან­მარ­ტა თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ვებგ­ვერ­დზე - kartulad.ge - თი­თო­ე­ულ და­რე­გის­ტრი­რე­ბულს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თოს და მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე თარ­გმნოს. წი­ნა­და­დე­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლია სა­ბას ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ბა­ზი­დან.

მას შემ­დეგ, რაც ორე­ნო­ვა­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა შეგ­როვ­დე­ბა, პრო­ექ­ტი გა­და­ვა შემ­დეგ ეტაპ­ზე, როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ნა­თარ­გმნის რე­დაქ­ტი­რე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ.

100 000 წი­ნა­და­დე­ბის თარ­გმნა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია Windows-ის ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მა­ში ქარ­თუ­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის.

„ჯე­ო­ლა­ბი ტექ­ნი­კუ­რი კუ­თხით ჩა­ერ­თო ამ პრო­ექ­ტში, ჩვენ ავა­წყვეთ ვებგ­ვერ­დი - kartulad.ge, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცია სამი ტი­პი­საა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და სხვა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. ეს დი­ფე­რენ­ცია სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ და­წე­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პრი­ზე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რია და­სა­ჩუქრდეს. ჩვენ ვაგ­რო­ვებთ ქარ­თულ-ინ­გლი­სურ წი­ნა­და­დე­ბებს, მას ვდებთ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც ის­წავ­ლის ქარ­თულ ენას. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პრო­ექ­ტში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.“ - აღ­ნიშ­ნა ჯე­ო­ლა­ბის დი­რექ­ტორ­მა სან­დრო ასა­თი­ან­მა.

„ქარ­თუ­ლად“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ PH international და ლექ­სი­კოგ­რა­ფი­უ­ლი ცენ­ტრი თინა მარ­გა­ლი­ტა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

„პრო­ექ­ტის „ქარ­თუ­ლად“ წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბას გან­სა­ზღვრავს ის, რომ მას­ში ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, ლინგვის­ტე­ბი, ლექ­სი­კოგ­რა­ფე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს ის, რომ პრო­ექ­ტი და­გეგ­მი­ლია, სა­ერ­თო სა­ხალ­ხო სა­ხით, სა­დაც თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა თუნ­დაც ერთი ქარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა თარ­გმნოს ინ­გლი­სუ­რად, შექ­მნას ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის წყვი­ლი და ამით თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქარ­თუ­ლი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ში.“ გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძემ.

პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვე­ბი­ან, მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბი­ან თა­ვი­ან­თი შე­დე­გე­ბით, მი­ი­ღე­ბენ პრი­ზებს თარ­გმნი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

„ქარ­თუ­ლად“ ღიაა ქარ­თუ­ლი ენის მხარ­დამ­ჭე­რის ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის!

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თიბისი ბანკმა ქართული ენის მხარდაჭერის ახალი პროექტი - „ქართულად“ წარადგინა

თიბისი ბანკმა ქართული ენის მხარდაჭერის ახალი პროექტი - „ქართულად“ წარადგინა

თიბისი მაიკროსოფტთან, ჯეოლაბთან და საბასთან ერთად ქართული ენის ხელშეწყობის პროექტს - „ქართულად“ იწყებს.

პროექტის - „ქართულად“ - მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლისთვის საერთაშორისო რესურსებთან და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა. სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის, პროგრამამ უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე მინიმუმ 100 000 ქართული წინადადების ინგლისურად გადათარგმნაა საჭირო. პროექტის ფარგლებში მაიკროსოფტის სისტემისთვის ქართულის სწავლების შესაძლებლობა ყველა მსურველს მიეცემა.

„დღეს თიბისიმ მაიკროსოფტთან ერთად, განათლების სამინისტროს, ენის პალატისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ჩართულობით, დაიწყო პროექტი „ქართულად“. ეს არის გაგრძელება ჩვენი პროექტის „წერე ქართულად“, რომელიც დავიწყეთ სამი წლის წინ და მის ფარგლებში 200-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. 7 000 000 000 წინადადება, რომელიც ჩვენ „საბას“ საშუალებით მოვიპოვეთ და წლების განმავლობაში შევკრიბეთ, მაიკროსოფტთან ერთად ითარგმნება ინგლისურად. ამ პროექტის საშუალებით, ქართულ ენას გავიტანთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართულენოვან ადმიანებს თავისუფლად შეეძლებათ ინგლისური ტექსტების ქართულად კითხვაც, ხოლო უცხოელებს ქართული ტექსტების და წიგნების ინგლისურად, ავტომატურ რეჟიმში წაკითხვა. ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, რამეთუ ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, გვაქვს უნიკალური ანბანი და ენა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. ამჟამად გვაქვს ახალი გამოწვევა, რასაც ქვია დიჯიტალიზაცია, შევდივართ ამ სივრცეში და წარვდგებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“ - განმარტა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან.

მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.

100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის.

„ჯეოლაბი ტექნიკური კუთხით ჩაერთო ამ პროექტში, ჩვენ ავაწყვეთ ვებგვერდი - kartulad.ge, სადაც მოსახლეობას საშუალება ეძლევა დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია სამი ტიპისაა, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა მომხმარებლებისთვის. ეს დიფერენცია საჭიროა იმისთვის, რომ დაწესებული სხვადასხვა პრიზებით, შესაბამისი კატეგორია დასაჩუქრდეს. ჩვენ ვაგროვებთ ქართულ-ინგლისურ წინადადებებს, მას ვდებთ ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში, რომელიც ისწავლის ქართულ ენას. ბევრი ადამიანის ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია.“ - აღნიშნა ჯეოლაბის დირექტორმა სანდრო ასათიანმა.

„ქართულად“ საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ PH international და ლექსიკოგრაფიული ცენტრი თინა მარგალიტაძის ხელმძღვანელობით.

„პროექტის „ქართულად“ წარმატებულობას განსაზღვრავს ის, რომ მასში ქართველი მეცნიერები, ლინგვისტები, ლექსიკოგრაფები არიან ჩართულები. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ პროექტი დაგეგმილია, საერთო სახალხო სახით, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება თუნდაც ერთი ქართული წინადადება თარგმნოს ინგლისურად, შექმნას ინგლისურ-ქართული წინადადების წყვილი და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ენის შენარჩუნებასა და გადარჩენაში.“ განაცხადა პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ.

პროექტში ჩაერთვებიან, მოსწავლეები, მასწავლებლები და სტუდენტები მთელი საქართველოდან. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით.

„ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდამჭერის ყველა მსურველისთვის!

თეკლე ჯანელიძე

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის