მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავის N6 ციხის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს
რუსთავის N6 ციხის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2012 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, მისი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ა­კა­ვა,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ პი­რებს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რედ­გი­ნათ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს მათ მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით.

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად 2012 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ს.ხ., დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლ.ბ. და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რ.ჯ. და­ა­კა­ვა.

2015 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ, საქ­მე­ზე - „გე­გე­ნა­ვა და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ და­ად­გი­ნა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 მუხ­ლის (წა­მე­ბის აკ­რძალ­ვა) პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვა პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ხელ­მწი­ფომ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა: რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და მისი მო­ად­გი­ლე და­ა­კა­ვეს

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2012 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ჰქონ­და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი. კერ­ძოდ, 2006 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბრის თვე­ში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა, მის­მა მო­ად­გი­ლემ და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, სა­პყრო­ბი­ლის რე­ჟი­მის დე­ბუ­ლე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით, შე­ი­მუ­შა­ვეს მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან მო­პყრო­ბის სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი მათი დას­ჯის, და­ში­ნე­ბის და უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბის მიზ­ნით. და­სა­ხე­ლე­ბულ პირ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ეპყრო­ბოდ­ნენ და­მამ­ცი­რებ­ლად და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად, აყე­ნებ­დნენ ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ბრალ­დე­ბულ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბით პა­ტიმ­რებს არ­თმევ­დნენ კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნივ­თებს, სა­წო­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ თეთ­რე­ულს, იძუ­ლე­ბით აშიშ­ვლებ­დნენ და მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­წყვდევ­დნენ კარ­ცერ­ში, სა­დაც და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ყო­ფებ­დნენ მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხის არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ქ.რუს­თა­ვის №6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰქონ­და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი და გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და გა­ნურ­ჩევ­ლად, პა­ტიმ­რე­ბის დას­ჯი­სა და და­ში­ნე­ბის მიზ­ნით.

2017 წლის 20 ნო­ემ­ბერს, ამა­ვე საქ­მე­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის სამი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ და­კა­ვე­ბულ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბელ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას. სა­მი­ვე პირ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ამ ეტა­პის­თვის მათი ბრალ­დე­ბის საქ­მე არ­სე­ბი­თად იხი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულ პი­რებს, მათ უკვე წა­რედ­გი­ნათ ბრალ­დე­ბა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს მათ მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1443-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად, და­კა­ვე­ბუ­ლი ან სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პი­რის მი­მართ დამ­ცი­რე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა, რაც ძლი­ერ ფი­ზი­კურ, ფსი­ქი­კურ ტკი­ვილს და მო­რა­ლურ ტან­ჯვას აყე­ნებს მათ.), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ოთხი­დან ექვს წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იძი­ებს 27 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია 2012 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2017-2018 წლებ­ში სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 13 პი­რის მი­მართ 5 სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა საქ­მე­ზე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდის ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსთავის N6 ციხის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

რუსთავის N6 ციხის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, მისი ყოფილი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა,- ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დაკავებულ პირებს ბრალდება უკვე წარედგინათ და საგამოძიებო უწყებამ მიმართა სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

“ინტერპრესნიუსი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ს.ხ., დირექტორის ყოფილი მოადგილე ლ.ბ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი რ.ჯ. დააკავა.

2015 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

იხილეთ ვიდეო: დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება: რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლამდე პერიოდში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი. კერძოდ, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, დაწესებულების დირექტორმა, მისმა მოადგილემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა, საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შეიმუშავეს მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები მათი დასჯის, დაშინების და უსიტყვო მორჩილების მიზნით. დასახელებულ პირთა ორგანიზებით სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები მსჯავრდებულებს ეპყრობოდნენ დამამცირებლად და არაადამიანურად, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ბრალდებულთა ორგანიზებით პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის არაადამიანურ მოპყრობას ქ.რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით.

2017 წლის 20 ნოემბერს, ამავე საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც სწორედ დაკავებულთა ორგანიზებით ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. სამივე პირმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამ ეტაპისთვის მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

რაც შეეხება დაკავებულ პირებს, მათ უკვე წარედგინათ ბრალდება და საგამოძიებო უწყებამ მიმართა სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.), რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იძიებს 27 სისხლის სამართლის საქმეს. ყველა აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 2012 წლამდე პერიოდში. ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. გარდა ამისა, ყველა საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა დასრულების შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს