სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ფინანსთა მინისტრის კრიტიკას
რას პასუხობს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ფინანსთა მინისტრის კრიტიკას

საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში და ეს რე­ა­ლო­ბაა. მაგ­რამ ჩვენ თუ შე­ვა­და­რებთ ბევრ გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი შე­სა­და­რი­სია ამ ქვეყ­ნებ­თან, - ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა კახა კიკ­ნა­ვე­ლი­ძემ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სის­ტე­მა­შია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იძ­ლე­ვა ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის შანსს.

კახა კიკ­ნა­ვე­ლი­ძის თქმით, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლის პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სტრა­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ბან­კე­ბის მხრივ სტარ­ტაპ პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მარ­თლაც სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა ასე.

„საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში და ეს რე­ა­ლო­ბაა. მაგ­რამ ჩვენ თუ შე­ვა­და­რებთ ბევრ გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი შე­სა­და­რი­სია ამ ქვეყ­ნებ­თან. რე­ა­ლუ­რად მე ვე­თან­ხმე­ბი ფი­ნანსთა მი­ნისტრს. რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სა­სეს­ხო კრე­დი­ტე­ბით რთუ­ლია. ეს და­სავ­ლე­თის ბევრ ქვე­ყა­ნა­შიც ასეა. ძა­ლი­ან ძნე­ლია და დიდი რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა ასე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ ცდი­ლობს არა­მარ­ტო სტარ­ტა­პე­ბის, არა­მედ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. ჩვენ ბიზ­ნე­სის და­ფი­ნან­სე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი და ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ხელ­მწი­ფოს­თან და მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვებ­თან. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლის და­ფი­ნან­სე­ბას შე­ე­ხე­ბა, ხელს შე­უ­წყოს სტარ­ტა­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ჩვენ გვინ­და აქ­ტი­უ­რად მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კიკ­ნა­ვე­ლი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად „სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის რე­ფორ­მას" იწყებს. რო­გორც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რე­ფორ­მა გუ­ლის­ხმობს ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლო­ვა­ნი გა­ნაკ­ვე­თის სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლის მი­წო­დე­ბას. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მაკ­რო­ე­კო­ნი­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვის გა­და­სა­ხე­დი­დან, ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ე­ბი და სტარ­ტა­პე­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა არი­ან. რო­გორც მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი, რაც ჩვენს სის­ტე­მა­შია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იძ­ლე­ვა შანსს ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ბან­კო სის­ტე­მა არ უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მუხ­რუ­ჭი, არა­მედ, მისი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა უნდა იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას პასუხობს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ფინანსთა მინისტრის კრიტიკას

რას პასუხობს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ფინანსთა მინისტრის კრიტიკას

საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს რეალობაა. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ ბევრ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყანას, საპროცენტო განაკვეთები შესადარისია ამ ქვეყნებთან, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის გუშინდელი განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საქართველოს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა ბიზნესის დაწყების შანსს.

კახა კიკნაველიძის თქმით, მინისტრმა აღნიშნული განცხადება სასტარტო კაპიტალის პროგრამასთან დაკავშირებით და სტრატაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ბანკების მხრივ სტარტაპ პროექტების დაფინანსება მართლაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება ასე.

„საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს რეალობაა. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ ბევრ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყანას, საპროცენტო განაკვეთები შესადარისია ამ ქვეყნებთან. რეალურად მე ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს. რეალობა ის არის, რომ სტარტაპების დაფინანსება სასესხო კრედიტებით რთულია. ეს დასავლეთის ბევრ ქვეყანაშიც ასეა. ძალიან ძნელია და დიდი რისკებიდან გამომდინარე ხდება ასე. მიუხედავად ამისა, „საქართველოს ბანკი“ ცდილობს არამარტო სტარტაპების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ინიციატივები გამოვიჩინოთ. ჩვენ ბიზნესის დაფინანსებაში აქტიურად ვართ ჩართულები და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და მთავრობის ინიციატივებთან. ეს ინიციატივა, რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყოს სტარტაპების განვითარებას და ჩვენ გვინდა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების.

მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები