პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ოჯახებში აღარაფერი ხდება, სახლში დაბადების დღესაც აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა" - ნიკო ლეკიშვილი ძველი და ახალი თბილისის თავისებურებებზე
"დღეს ოჯახებში აღარაფერი ხდება, სახლში დაბადების დღესაც აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა" - ნიკო ლეკიშვილი ძველი და ახალი თბილისის თავისებურებებზე

იც­ვლე­ბა დრო და მას­თან ერ­თად, ცხა­დია, ბევ­რი რამ. ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, თა­ნა­მედ­რო­ე­ვე­ო­ბას ფეხი აუ­წყოს, თუმ­ცა ასეთ დროს უმე­ტე­სად წინა თა­ო­ბას უჭირს იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ ძვე­ლი, თუნ­დაც, ქა­ლა­ქუ­რი ჩვე­უ­ლე­ბე­ბი იკარ­გე­ბა და მის ად­გილს სხვა იკა­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ თბი­ლის­ზე, რო­მელ­შიც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ხში­რად უსა­უბ­რია, კი­დევ ერთხელ ჩვე­ნი თხოვ­ნით ისა­უბ­რა. Ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა თბი­ლი­სის ყო­ფილ მერი - ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი:

- ჩვე­ნი ქალ­ქი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, სულ რამ­დე­ნი­მე რა­ი­ო­ნი გახ­ლდათ - მტკვრის გაღ­მა-გა­მოღ­მა უბ­ნე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­ზარ­და, და­ი­წყო ახა­ლი მა­სი­ვე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა... რაც მთა­ვა­რია, ჩემი ყმაწ­ვი­ლო­ბის თბი­ლი­სი იყო მე­გობ­რუ­ლი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი, თბი­ლი, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში მდგო­მი, პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი, უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბის დამ­ფა­სე­ბე­ლი, მომ­ღე­რა­ლი, მო­ქე­ი­ფე და მშრო­მე­ლიც. მას დღე­ვან­დელ თბი­ლისს ვერც შე­ვა­და­რებ.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რას იხ­სე­ნებთ იმ თბი­ლი­სი­დან?

- მახ­სენ­დე­ბა გზა - სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე, რო­მელ­საც ყო­ველდრე გავ­დი­ო­დი, მახ­სენ­დე­ბა ფან­ჯრის რა­ფებ­ზე შე­მო­წყო­ბი­ლი ქოთ­ნის ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბი, რო­მელ­საც დი­ლა­ო­ბით რწყავ­დნენ... მივ­დი­ო­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­სალ­მე­ბო­დით, სულ გა­მარ­ჯო­ბა გა­გი­მარ­ჯოს, შენ გე­ნაც­ვა­ლე, შენი ჭი­რი­მე, ის­მო­და. ახლა ის ფან­ჯრე­ბი და­კე­ტი­ლია და იქი­დან არა­ვინ იყუ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნებს სი­ლა­ღე აკ­ლი­ათ...

- დღეს ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მას ირ­ჩე­ვენ. თქვენ დროს რო­გორ იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს და სად იყო პა­ემ­ნე­ბის ად­გი­ლე­ბი თბი­ლის­ში?

- სა­ერ­თოდ, ბევ­რმა რა­მემ ფასი და­კარ­გა. ახლა "ესე­მე­სე­ბით" და "ფე­სი­ბუ­ქით" გაც­ნო­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ამ ფორ­მით მი­დის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნაც. მა­შინ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი იყო... რაც შე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ, გაც­ნო­ბას, ეს სხვადსხვა ად­გი­ლას ხდე­ბო­და - სა­წავ­ლებ­ლებ­ში, მე­გო­ბარ­თან, სად­მე ოჯახ­ში, დას­ვე­ნე­ბის დროს... პა­ე­მა­ნი კი უკვე კი­ნო­ში, ან თბი­ლი­სის რო­მე­ლი­მე ბაღ­ში ("გო­ფი­ლექ­ტის ბაღი", "ვე­რის ბაღი"), ბევ­რი ბაღი იყო, შე­საძ­ლოა კა­ფე­შიც წა­სუ­ლიყ­ვნენ (თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ასე­თი კა­ფეც იყო). ფაქ­ტობ­რი­ვად, ის ად­გი­ლე­ბი ად­ვი­ლად მი­საგ­ნე­ბი იყო.

- თქვენ სად და­დი­ო­დით პა­ე­მან­ზე?

- ხან - სად, ხან - სად. გა­აჩ­ნია, სი­ტუ­ა­ცი­ას, ამა­ში გან­სხვა­ვე­ბას ვერ ვხე­დავ­დი. ისე, ხომ ვამ­ბობ, უფრო ოჯა­ხებ­ში ხდე­ბო­და ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, დღეს ოჯა­ხებ­ში ხომ აღა­რა­ფე­რი ხდე­ბა?! სახ­ლში და­ბა­დე­ბის დღე­საც კი აღარ იხ­დი­ან. ეს კა­ტას­ტრო­ფაა. ახ­ლან­დე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ერ­თმა­ნე­თის მშობ­ლებს მო­შო­რე­ბუ­ლია, რაც, ჩემი აზ­რით, ცუ­დია, ადა­მი­ა­ნებს ამით ბევ­რი რამ აკ­ლდე­ბათ. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის სახ­ლებ­ში ხში­რად მივ­დი­ო­დით, ერ­თმა­ნე­თის მშობ­ლებს ვიც­ნობ­დით. პურ­მა­რი­ლი და სუფ­რის გაშ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო. იყო სიმ­ღე­რა, გარ­თო­ბა, სი­ცილ-ხარ­ხა­რი.

- რას წა­მო­ი­ღებ­დით თქვე­ნი ყმაწ­ვი­ლო­ბის­დრო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სი­დან XXI სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში?

- იმ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რაც იყო, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას. თუნ­დაც ეს იყოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ზობ­ლუ­რი, ნა­თე­სა­უ­რი, მე­გობ­რუ­ლი. ხომ ვთქვი, ოჯა­ხე­ბით ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს ცხოვ­რე­ბის­თვის მეტი სტი­მუ­ლი იყო, ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი სახ­ლში ხდე­ბო­და. ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი მო­ი­შა­ლა. რო­გორც ვთქვი, სულ რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ან და­ბა­დე­ბის დღეს, ქორ­წილს რეს­ტო­რან­ში იხ­დი­ან. ჩემი ქორ­წი­ლის სუფ­რა სახ­ლში იყო. ახლა 500-1000 კაცი თუ არ არის ქორ­წილ­სა და ქელეხ­ში, ისე არა­ფე­რი გა­მო­დის. ეს დეგ­რა­დი­რე­ბაა! მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ზარ­მა­ცის ბრა­ლია. ად­ვი­ლია და­უკ­ვე­თო და ყვე­ლაფ­რი და­გიმ­ზა­დონ. კაც­მაც და ქალ­მაც ბევ­რი რამ აი­ცი­ლა თა­ვი­დან. სტუმ­რე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, მათი გა­მას­პინ­ძლე­ბის პრო­ცეს­ში მთლი­ა­ნად ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ეს დღეს ეზა­რე­ბათ და ის კი არა, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებს ბავ­შვთა ცენ­ტრებ­ში იხ­დი­ან. ამას უკვე აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. რა­ღაც თა­ო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ ასე ჯო­ბია, რა­ზეც მარ­თლა ვწუხ­ვარ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
1

მამა იტყოდა ოჯახის ბედნიერი დღე ჭერმა უნდა გაიგოსო ოჯახის და არა რესტორნისო. სტუმარი რომ მოვიდოდა სახლის შემდეგ გაკეთებული პურმარილი 3 კილომეტრში მიგვქონდა გესის ხიდზე უნდა გავშალო სუფრაო. ნეტა იმ დროს. ლეგენდად დადის პიანინო ზურგით ჩამოიტანა მდინარის პირზეო ნეტა იმ დროს. სამწუხაროდ აღარ დაბრუნდება

 

ადოლფი
6

...სად გაქრა თქვენი ნაქები სტუმართმოყვარეობაო! - იკითხა ერთმა რუსმა! სად გაქრა და გაჰყვა საბჭოთა კავშირს... ესეც თქვენი ევროამერიკულ ლიბერასტული თავისუფალი საქართველო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დღეს ოჯახებში აღარაფერი ხდება, სახლში დაბადების დღესაც აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა" - ნიკო ლეკიშვილი ძველი და ახალი თბილისის თავისებურებებზე

"დღეს ოჯახებში აღარაფერი ხდება, სახლში დაბადების დღესაც აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა" - ნიკო ლეკიშვილი ძველი და ახალი თბილისის თავისებურებებზე

იცვლება დრო და მასთან ერთად, ცხადია, ბევრი რამ. ადამიანი ცდილობს, თანამედროევეობას ფეხი აუწყოს, თუმცა ასეთ დროს უმეტესად წინა თაობას უჭირს იმასთან შეგუება, რომ ძველი, თუნდაც, ქალაქური ჩვეულებები იკარგება და მის ადგილს სხვა იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ იმ თბილისზე, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა, ხშირად უსაუბრია, კიდევ ერთხელ ჩვენი თხოვნით ისაუბრა. Ambebi.ge-ს ესაუბრება თბილისის ყოფილ მერი - ნიკო ლეკიშვილი:

- ჩვენი ქალქი ძალიან პატარა იყო, სულ რამდენიმე რაიონი გახლდათ - მტკვრის გაღმა-გამოღმა უბნები. მოგვიანებით გაიზარდა, დაიწყო ახალი მასივების მშენებლობა... რაც მთავარია, ჩემი ყმაწვილობის თბილისი იყო მეგობრული, ტოლერანტული, თბილი, ერთმანეთის გვერდში მდგომი, პატივისმცემელი, უფროს-უმცროსობის დამფასებელი, მომღერალი, მოქეიფე და მშრომელიც. მას დღევანდელ თბილისს ვერც შევადარებ.

- ყველაზე ხშირად რას იხსენებთ იმ თბილისიდან?

- მახსენდება გზა - სახლიდან სკოლამდე, რომელსაც ყოველდრე გავდიოდი, მახსენდება ფანჯრის რაფებზე შემოწყობილი ქოთნის ლამაზი ყვავილები, რომელსაც დილაობით რწყავდნენ... მივდიოდით, ერთმანეთს ვესალმებოდით, სულ გამარჯობა გაგიმარჯოს, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ისმოდა. ახლა ის ფანჯრები დაკეტილია და იქიდან არავინ იყურება, ადამიანებს სილაღე აკლიათ...

- დღეს ახალგაზრდები ერთმანეთის გაცნობის სხვადასხვა ფორმას ირჩევენ. თქვენ დროს როგორ იცნობდნენ ერთმანეთს და სად იყო პაემნების ადგილები თბილისში?

- საერთოდ, ბევრმა რამემ ფასი დაკარგა. ახლა "ესემესებით" და "ფესიბუქით" გაცნობაზე გადავიდნენ. ამ ფორმით მიდის სიყვარულის ახსნაც. მაშინ საინტერესო ამბები იყო... რაც შეხება უშუალოდ, გაცნობას, ეს სხვადსხვა ადგილას ხდებოდა - საწავლებლებში, მეგობართან, სადმე ოჯახში, დასვენების დროს... პაემანი კი უკვე კინოში, ან თბილისის რომელიმე ბაღში ("გოფილექტის ბაღი", "ვერის ბაღი"), ბევრი ბაღი იყო, შესაძლოა კაფეშიც წასულიყვნენ (თბილისში რამდენიმე ასეთი კაფეც იყო). ფაქტობრივად, ის ადგილები ადვილად მისაგნები იყო.

- თქვენ სად დადიოდით პაემანზე?

- ხან - სად, ხან - სად. გააჩნია, სიტუაციას, ამაში განსხვავებას ვერ ვხედავდი. ისე, ხომ ვამბობ, უფრო ოჯახებში ხდებოდა ეს ურთიერთობები, დღეს ოჯახებში ხომ აღარაფერი ხდება?! სახლში დაბადების დღესაც კი აღარ იხდიან. ეს კატასტროფაა. ახლანდელი ახალგაზრდობა ერთმანეთის მშობლებს მოშორებულია, რაც, ჩემი აზრით, ცუდია, ადამიანებს ამით ბევრი რამ აკლდებათ. ჩვენ ერთმანეთის სახლებში ხშირად მივდიოდით, ერთმანეთის მშობლებს ვიცნობდით. პურმარილი და სუფრის გაშლა აუცილებელი არ იყო. იყო სიმღერა, გართობა, სიცილ-ხარხარი.

- რას წამოიღებდით თქვენი ყმაწვილობისდროინდელი თბილისიდან XXI საუკუნის თბილისში?

- იმ ურთიერთობებს, რაც იყო, ურთიერთპატივისცემას. თუნდაც ეს იყოს ურთიერთობა მეზობლური, ნათესაური, მეგობრული. ხომ ვთქვი, ოჯახებით ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ცხოვრებისთვის მეტი სტიმული იყო, ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა, ყველაფერი სახლში ხდებოდა. ეს ტრადიციები მოიშალა. როგორც ვთქვი, სულ რამდენიმეკაციან დაბადების დღეს, ქორწილს რესტორანში იხდიან. ჩემი ქორწილის სუფრა სახლში იყო. ახლა 500-1000 კაცი თუ არ არის ქორწილსა და ქელეხში, ისე არაფერი გამოდის. ეს დეგრადირებაა! მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზარმაცის ბრალია. ადვილია დაუკვეთო და ყველაფრი დაგიმზადონ. კაცმაც და ქალმაც ბევრი რამ აიცილა თავიდან. სტუმრები რომ მოდიოდნენ, მათი გამასპინძლების პროცესში მთლიანად ჩართულები ვიყავით. ეს დღეს ეზარებათ და ის კი არა, პატარა ბავშვების დაბადების დღეებს ბავშვთა ცენტრებში იხდიან. ამას უკვე აღარაფერი ეშველება. რაღაც თაობამ გადაწყვიტა, რომ ასე ჯობია, რაზეც მართლა ვწუხვარ.