პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CNBC - აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა
CNBC - აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა

აშშ-მ შე­საძ­ლოა, სი­რი­ა­ში მდე­ბა­რე რვა სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტზე მი­ი­ტა­ნოს დარ­ტყმა, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­არ­ხი CNBC ინ­ფორ­მი­რე­ბულ სამ­თავ­რო­ბო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ტენ­ცი­ურ სა­მიზ­ნე­ებს შო­რის ორი სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი, კვლე­ვი­თი ცენ­ტრია, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბა ხდე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ თუ სად მდე­ბა­რე­ობს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ეს ობი­ექ­ტე­ბი, არ ვრცელ­დე­ბა.

CNBC-ის წყა­რომ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ „სი­რი­ის არ­მი­ამ სა­ჰა­ე­რო რე­სურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად აე­როდ­რო­მებ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა“.

7 აპ­რილს, ქა­ლაქ დუ­მა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ­ლის შე­დე­გად 70-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. აშშ-მ აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასა­დის რე­ჟიმს და­ა­კის­რა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­მას­კო უარ­ყოფს ამ­გვარ ბრალ­დე­ბებს. დო­ნალდ ტრამპმა 9 აპ­რილს გა­ნა­ცხა­და, რომ სი­რი­ა­ში ქა­ლაქ დუ­მა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე ასა­დის რე­ჟიმს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ პა­სუხს გას­ცემს. თა­ვის მხრივ, ლი­ბან­ში რუ­სე­თის ელჩმა ალექ­სან­დრე ზა­სი­პ­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ვე­ბულ ამე­რი­კულ რა­კე­ტებს ჩა­მო­აგ­დებს და და­არ­ტყამს იმ წერ­ტი­ლებს, სა­ი­და­ნაც ეს რა­კე­ტე­ბი იქ­ნე­ბა გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა რუ­სე­თი გა­აფრ­თხი­ლა, რომ სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტებს გა­უშ­ვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

CNBC - აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა

CNBC - აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა

აშშ-მ შესაძლოა, სირიაში მდებარე რვა სამხედრო ობიექტზე მიიტანოს დარტყმა, - ამის შესახებ ტელეარხი CNBC ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, პოტენციურ სამიზნეებს შორის ორი სამხედრო აეროდრომი, კვლევითი ცენტრია, სადაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის დამზადება ხდება. ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად მდებარეობს გეოგრაფიულად ეს ობიექტები, არ ვრცელდება.

CNBC-ის წყარომ ასევე აღნიშნა, რომ „სირიის არმიამ საჰაერო რესურსის მნიშვნელოვანი რაოდენობა რუსეთის მიერ კონტროლირებად აეროდრომებზე გადაიყვანა“.

7 აპრილს, ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო უარყოფს ამგვარ ბრალდებებს. დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული. აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე