კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ბაღაშვილის ლექციამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ფურორი მოახდინა - ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება
გია ბაღაშვილის ლექციამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ფურორი მოახდინა - ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

11 აპ­რილს, ა.შ.შ-ში, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ცენ­ტრა­ლურ აუ­დი­ტო­რი­ა­ში ჩა­ტარ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გის, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რის, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ბა­ტო­ნი გია ბა­ღაშ­ვი­ლის სა­ჯა­რო ლექ­ცია თე­მა­ზე „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნი­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აკ­ვა­ნი“.

ლექ­ცი­ას უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად. ლექ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხან­გრძლი­ვი ოვა­ცია გა­უ­მარ­თა ქარ­თველ პრო­ფე­სორს.

ბა­ტო­ნი გიას ლექ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, აგ­რეთ­ვე აკა­დე­მი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ქ. კემ­ბრი­ჯი­დან და ქ. ბოს­ტო­ნი­დან.

კრის მარ­ტი­ნი - ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრის პრო­ექ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რი:

„პრო­ფე­სორ გია ბა­ღაშ­ვი­ლის ლექ­ცია თე­მა­ზე „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნი­სა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აკ­ვა­ნი“, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრში, უდა­ვოდ, წლის სა­უ­კე­თე­სო პრე­ზენ­ტა­ცია იყო!“

მილი კრე­იგ­ტო­ნი - ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი:

„პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვი­ლის ლექ­ცია უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი იყო. ახ­ლი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლო და მისი კულ­ტუ­რის ზო­გადსა­კა­ცობ­რიო მნიშ­ვნე­ლო­ბა.“

ნა­თია ფე­რა­ძე - ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის პოსტ-დოქ­ტო­რან­ტი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი:

„ძა­ლი­ან ამა­ყი ვი­ყა­ვი ლექ­ცი­ა­ზე და მთე­ლი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის გამო, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და ჩემი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე­თე­ბი არი­ან და ძა­ლი­ან დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა ეს ემო­ცია. აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლას მო­ვუყ­ვე­ბი, რო­გო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლექ­ცია იყო დღეს და რო­გო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ვართ“.

ელენ ჰე­სი­გე­რი: ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ო­პე­რო ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტრან­ტი:

„სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი პრე­ზენ­ტა­ცია იყო. მად­ლო­ბა პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვილს სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის. ლექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას წარ­მოდ­გე­ნილ მუ­სი­კა­ლურ მა­გა­ლი­თებს სრუ­ლი­ად უცხო, ზღაპ­რულ ინ­ტო­ნა­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში გა­დავ­ყავ­დი. არა­სო­დეს ამო­იშ­ლე­ბა ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნი­ის ღვთა­ებ­რი­ვი ჰარ­მო­ნია.“

- ბა­ტო­ნო გია, გი­ლო­ცავთ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბას. ა.შ.შ.-ში სტენ­ფორ­დი­სა და ბერკლის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თქვე­ნი ლექ­ცი­ე­ბის სე­რი­ას, ახლა უკვე ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და­ე­მა­ტა.

- დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. რა თქმა უნდა ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა­ფერ­მა ამ­დე­ნად კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ძალ­ზე სა­ა­მა­ყოა ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნა­პო­ვა­რის, 8000 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის წარ­დგე­ნა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. მით უფრო, რო­დე­საც მას ამ­დე­ნად მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მოყ­ვა ჰარ­ვარ­დში.

ცხა­დია, ეს, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და მისი შემ­ქმნე­ლი, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი, უმ­დიდ­რე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქარ­თვე­ლი ერის კი­დევ ერთი ხმა­მა­ღა­ლი აღი­ა­რე­ბა. ამი­ტო­მაც, ორ­მა­გად მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მე მხვდა პა­ტი­ვი ჩვე­ნი უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რის წარ­დგე­ნი­სა ესო­დენ მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან.

რო­დე­საც შენი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას ფეხ­ზე ამ­დგა­რი ტა­შით ეგე­ბე­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც თა­ვად აქვს უმ­დიდ­რე­სი ის­ტო­რია, ა.შ.შ-ის 8 პრე­ზი­დენ­ტი და 157 ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ჰყავს აღ­ზრდი­ლი, რა თქმა უნდა უდი­დე­სი ემო­ცი­ი­თა და სი­ა­მა­ყით ივ­სე­ბი.

- რო­გორც ვი­ცით, თქვე­ნი ლექ­ცი­ის შემ­დგომ, 11 აპ­რილს ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის კონ­ცერ­ტიც გა­ი­მარ­თა, ხოლო შემ­დეგ პრე­ზენ­ტა­ცია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ით. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ და­ი­გეგ­მა ეს კონ­ცერ­ტი, რო­გორ ჩა­ი­ა­რა და რა შე­ფა­სე­ბა მის­ცეს სტუმ­რებ­მა ქარ­თულ ღვი­ნოს?

- მას შემ­დეგ, რაც ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ვი­სის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ალექ­სან­დრა ვაკ­რუ და კრის მარ­ტი­ნი გა­ეც­ნენ ჩემს სა­ლექ­ციო თე­მას, რო­მე­ლიც თე­ო­რი­უ­ლი, ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბის მი­მო­ხილ­ვას­თან ერ­თად, მო­ი­ცავ­და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლკ­ლო­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბის იშ­ვი­ა­თი, სა­არ­ქი­ვო, აუ­დიო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა­საც, მათ გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი, რომ ლექ­ცი­ის შემ­დგომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის კონ­ცერ­ტი.

რად­გან ჩემი ლექ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ჰარ­ვარ­დის აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­დგე­ნილ იქნა ქარ­თუ­ლი ავ­თენ­ტუ­რი ფოლკ­ლო­რის ნი­მუ­შე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი მა­მა­კაც­თა რე­პერ­ტუ­ა­რი­დან: „ხა­სან­ბე­გუ­რა“, „ჩვენ მშვი­დო­ბა“, „ჩაკ­რუ­ლო“ და სხვა, ამი­ტომ დე­ვი­სის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა გახ­ლდათ, პროგ­რა­მის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მიზ­ნით, სა­კონ­ცერ­ტო ნა­წი­ლი და­ეთ­მოთ ქალ­თა სტუ­დენ­ტუ­რი ან­სამ­ბლის­თვის, იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, თუ რამ­დე­ნად აი­სა­ხე­ბა დღეს ხალ­ხუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი სტუ­დენ­ტურ თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. ამ მიზ­ნით, მათ თა­ვად შე­არ­ჩი­ეს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან­სამ­ბლ „თსუ გორ­დე­ლას“ კვარ­ტე­ტი, რო­მელ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი სა­კონ­ცერ­ტო ნა­წილს და მათი გა­მოს­ვლაც, ჰარ­ვარ­დში, მა­ყუ­რებ­ლის დიდი ოვა­ცი­ის თან­ხლე­ბით ჩა­ტარ­და. ასე რომ, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო წარ­მა­ტე­ბა „თსუ გორ­დე­ლას“ და მის ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ თა­მაზ მა­მა­ლა­ძეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ღვი­ნოს, ოთხი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო გახ­ლდათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ოთხი­ვემ ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

აქვე, ნება მო­მე­ცით ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებს. პირ­ველ რიგ­ში, თი­ბი­სი ბანკს, რო­მე­ლიც ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პარტნი­ო­რი გახ­ლდათ ამ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას. მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ღვი­ნის სა­ა­გენ­ტოს; მად­ლო­ბა ბა­ტო­ნებს გოჩა ენუ­ქი­ძეს და ვა­სი­კო ბო­ლაშ­ვილს, რომ­ლე­ბიც ხში­რად უჭე­რენ მხარს ქარ­თულ საქ­მეს და არც ეს წა­მო­წყე­ბა გახ­ლდათ გა­მო­ნაკ­ლი­სი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც მუ­დამ გვერ­დში მიდ­გას და ამ­ჯე­რა­დაც, ჰარ­ვარ­დის პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

- ასე­თი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ხომ არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი თქვე­ნი შე­საძ­ლო სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრობ­ლო­ბის შე­სა­ხებ ჰარ­ვარ­დის უნი­ვე­რის­ტეტ­თან?

-დიახ, უკვე იკ­ვე­თე­ბა შემ­დგო­მი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის გეგ­მე­ბი ჰარ­ვარ­დის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრთან ერ­თად. თუმ­ცა, ეს ჰარ­ვარ­დია და დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, პრო­ცე­სე­ბი ნელა და თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად ვი­თარ­დე­ბა. საკ­მა­რი­სია აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩემი ახ­ლა­ხანს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლექ­ცი­ის მო­სამ­ზა­დე­ბელ­მა პე­რი­ოდ­მა თით­ქმის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გას­ტა­ნა.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ბა­ტო­ნო გია.

- დიდი მად­ლო­ბა!

GIOGIO
0

ბაღაშვილმა ინგლისური იცის?!....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გია ბაღაშვილის ლექციამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ფურორი მოახდინა - ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

გია ბაღაშვილის ლექციამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ფურორი მოახდინა - ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

11 აპრილს, ა.შ.შ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ცენტრალურ აუდიტორიაში ჩატარდა ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონი გია ბაღაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო - ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“.

ლექციას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ლექციის დასრულების შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი ოვაცია გაუმართა ქართველ პროფესორს.

ბატონი გიას ლექციას ესწრებოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, აგრეთვე აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები ქ. კემბრიჯიდან და ქ. ბოსტონიდან.

კრის მარტინი - ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის პროექტების დირექტორი:

„პროფესორ გია ბაღაშვილის ლექცია თემაზე „საქართველო - ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, უდავოდ, წლის საუკეთესო პრეზენტაცია იყო!“

მილი კრეიგტონი - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი:

„პროფესორ ბაღაშვილის ლექცია უაღრესად საინტერესო და ინფორმატიული იყო. ახლიდან აღმოვაჩინე საქართველო და მისი კულტურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.“

ნათია ფერაძე - ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის პოსტ-დოქტორანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:

„ძალიან ამაყი ვიყავი ლექციაზე და მთელი ამ ღონისძიების განმავლობაში იმის გამო, რომ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები ასეთები არიან და ძალიან დიდხანს გამყვება ეს ემოცია. აუცილებლად ყველას მოვუყვები, როგორი განსაკუთრებული ლექცია იყო დღეს და როგორი განსაკუთრებული ხალხი ვართ“.

ელენ ჰესიგერი: ოპერის მომღერალი, ბოსტონის უნივერსიტეტის საოპერო ფაკულტეტის მაგისტრანტი:

„საოცრად შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო. მადლობა პროფესორ ბაღაშვილს სრულიად ახლებური კულტურული გამოცდილებისთვის. ლექციის მსვლელობისას წარმოდგენილ მუსიკალურ მაგალითებს სრულიად უცხო, ზღაპრულ ინტონაციურ სამყაროში გადავყავდი. არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან ქართული პოლიფონიის ღვთაებრივი ჰარმონია.“

- ბატონო გია, გილოცავთ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით დაგვირგვინებას. ა.შ.შ.-ში სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებში ქართულ მრავალხმიანობაზე ჩატარებული თქვენი ლექციების სერიას, ახლა უკვე ჰარვარდის უნივერსიტეტიც დაემატა.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, რომ ყველაფერმა ამდენად კარგად ჩაიარა. ძალზე საამაყოა ჩემთვის ქართული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარის, 8000 წლიანი ისტორიის ქართული ღვინისა და უნიკალური ქართული მრავალხმიანობის წარდგენა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების წინაშე. მით უფრო, როდესაც მას ამდენად მაღალი შეფასება მოყვა ჰარვარდში.

ცხადია, ეს, პირველ რიგში, ქართული კულტურის დამსახურებაა და მისი შემქმნელი, მრავალსაუკუნოვანი, უმდიდრესი ტრადიციების მქონე ქართველი ერის კიდევ ერთი ხმამაღალი აღიარება. ამიტომაც, ორმაგად მეამაყება, რომ მე მხვდა პატივი ჩვენი უდიდესი საგანძურის წარდგენისა ესოდენ მაღალი ტრიბუნიდან.

როდესაც შენი ქვეყნის კულტურას ფეხზე ამდგარი ტაშით ეგებება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტი, რომელსაც თავად აქვს უმდიდრესი ისტორია, ა.შ.შ-ის 8 პრეზიდენტი და 157 ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს აღზრდილი, რა თქმა უნდა უდიდესი ემოციითა და სიამაყით ივსები.

- როგორც ვიცით, თქვენი ლექციის შემდგომ, 11 აპრილს ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართული ანსამბლის კონცერტიც გაიმართა, ხოლო შემდეგ პრეზენტაცია ქართული ღვინის დეგუსტაციით. მოგვიყევით, როგორ დაიგეგმა ეს კონცერტი, როგორ ჩაიარა და რა შეფასება მისცეს სტუმრებმა ქართულ ღვინოს?

- მას შემდეგ, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელები, ქალბატონები ალექსანდრა ვაკრუ და კრის მარტინი გაეცნენ ჩემს სალექციო თემას, რომელიც თეორიული, ეთნომუსიკოლოგიური ასპექტების მიმოხილვასთან ერთად, მოიცავდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშების იშვიათი, საარქივო, აუდიო და ვიდეო მასალების დემონსტრირებასაც, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ლექციის შემდგომ ჩატარებულიყო ქართული ანსამბლის კონცერტი.

რადგან ჩემი ლექციის ფარგლებში, ჰარვარდის აუდიტორიის წინაშე წარდგენილ იქნა ქართული ავთენტური ფოლკლორის ნიმუშების ჩანაწერები მამაკაცთა რეპერტუარიდან: „ხასანბეგურა“, „ჩვენ მშვიდობა“, „ჩაკრულო“ და სხვა, ამიტომ დევისის ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივა გახლდათ, პროგრამის გამრავალფეროვნების მიზნით, საკონცერტო ნაწილი დაეთმოთ ქალთა სტუდენტური ანსამბლისთვის, იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად აისახება დღეს ხალხური მუსიკალური ტრადიციები სტუდენტურ თვითშემოქმედებაში. ამ მიზნით, მათ თავად შეარჩიეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ „თსუ გორდელას“ კვარტეტი, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი საკონცერტო ნაწილს და მათი გამოსვლაც, ჰარვარდში, მაყურებლის დიდი ოვაციის თანხლებით ჩატარდა. ასე რომ, მინდა მივულოცო წარმატება „თსუ გორდელას“ და მის ხელმძღვანელს, ბატონ თამაზ მამალაძეს.

რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ოთხი სხვადასხვა სახეობის ღვინო გახლდათ წარმოდგენილი და ოთხივემ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

აქვე, ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა პროექტის მხარდამჭერებს. პირველ რიგში, თიბისი ბანკს, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პარტნიორი გახლდათ ამ პროექტის ორგანიზებისას. მადლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის სააგენტოს; მადლობა ბატონებს გოჩა ენუქიძეს და ვასიკო ბოლაშვილს, რომლებიც ხშირად უჭერენ მხარს ქართულ საქმეს და არც ეს წამოწყება გახლდათ გამონაკლისი.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და ამჯერადაც, ჰარვარდის პროექტის წარმატებით განხორციელებაში, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

- ასეთი წარმატების შემდეგ, ხომ არ ყოფილა საუბარი თქვენი შესაძლო სამომავლო თანამშრობლობის შესახებ ჰარვარდის უნივერისტეტთან?

-დიახ, უკვე იკვეთება შემდგომი ერთობლივი პროექტის გეგმები ჰარვარდის სამეცნიერო ცენტრთან ერთად. თუმცა, ეს ჰარვარდია და დიდი დაინტერესების შემთხვევაშიც, პროცესები ნელა და თანამიმდევრულად ვითარდება. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჩემი ახლახანს ჩატარებული ლექციის მოსამზადებელმა პერიოდმა თითქმის წელიწადნახევარი გასტანა.

- წარმატებებს გისურვებთ ბატონო გია.

- დიდი მადლობა!

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"