სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გართულებები იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტის დროს და როგორ ავიცილოთ ისინი - ენდოკრინოლოგის რჩევები
რა გართულებები იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტის დროს და როგორ ავიცილოთ ისინი - ენდოკრინოლოგის რჩევები

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ექი­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი ნინო ესა­კია.

- შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ძალ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა - ის აქვს მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ს და რაც დრო გა­დის, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ორ ძი­რი­თად ტიპს: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი-1 და ტიპი-2. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ორ­სულ­თა დი­ა­ბე­ტი და დი­ა­ბე­ტის სხვა ტი­პე­ბიც, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია. გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს რო­გორც პირ­ვე­ლი, ასე­ვე მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის დროს.

მწვა­ვე გარ­თუ­ლე­ბაა კომა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და აქ­ტი­ურ ჩა­რე­ვას და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მო­ი­თხოვს. არ­სე­ბობს გვი­ა­ნი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ქრო­ნი­კულ­თა რი­ცხვს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ. რა თქმა უნდა, ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი აგ­რე­სი­უ­ლად და სწრა­ფად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა თუ არ ჩა­ტარ­და, შე­საძ­ლოა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი მოჰ­ყვეს. ძი­რი­თა­დად ხუთი ტი­პის გარ­თუ­ლე­ბას­თან გვაქვს საქ­მე (ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი ორი­ვე ტი­პის დი­ა­ბე­ტის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტუ­ლი

სიხ­ში­რით). ესე­ნი გახ­ლავთ: მაკ­რო­ან­გი­ო­პა­თია, რო­მე­ლიც სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნეფ­რო­პა­თია - თირკმლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვით მიმ­დი­ნა­რე გარ­თუ­ლე­ბა, რე­ტი­ნო­პა­თია, რო­მე­ლიც თვა­ლის ბა­დუ­რას სის­ხლძარ­ღვე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნე­ი­რო­პა­თია - ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე გარ­თუ­ლე­ბა და დი­ა­ბე­ტუ­რი ტერ­ფის სინ­დრო­მი. ყვე­ლა­ზე ხში­რია მაკ­რო­ან­გი­ო­პა­თია, რო­მე­ლიც უფრო თვალ­ში სა­ცე­მია და მის გამო უფრო ხში­რა­დაც მი­მარ­თა­ვენ ექიმს. ამ დროს ზი­ან­დე­ბა გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა, ვი­თარ­დე­ბა ინ­ფარ­ქტი, თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლა, შე­დე­გად ინ­სულ­ტი და სხვა. ასე­თი გარ­თუ­ლე­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბი უფრო ხში­რად ხვდე­ბი­ან ექიმ­თან, ვიდ­რე რე­ტი­ნო­პა­თი­ით ან ნეფ­რო­პა­თი­ით. ქრო­ნი­კუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას წლე­ბი სჭირ­დე­ბა. ტკი­ვი­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტებს იშ­ვი­ა­თად აწუ­ხებთ, შე­საძ­ლოა, მხედ­ვე­ლო­ბა და­უქ­ვე­ით­დეთ ოდ­ნავ, მაგ­რამ, რო­გორც წესი, ამ დროს ექიმ­თან ვი­ზიტს გა­ურ­კვე­ვე­ლი ხნით გა­და­დე­ბენ ხოლ­მე და ბო­ლოს შორსწა­სუ­ლი ფორ­მე­ბით მო­დი­ან.

რო­დე­საც რე­ტი­ნო­პა­თია ცალ­მხრი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მხედ­ვე­ლო­ბა ცალ თვალ­ში ქვე­ით­დე­ბა, მე­ო­რე­ში კი 50-60% ან უფრო მე­ტია. პა­ცი­ენ­ტი უმე­ტე­სად არც ამ დროს მი­დის ექიმ­თან. თუმ­ცა მე­დი­ცი­ნა­ში ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც არის აღ­წე­რი­ლი, რო­დე­საც ადა­მი­ან­მა არ იცის, რომ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აქვს. არა­ფერს უჩი­ვის, არა­სო­დეს უმ­კურ­ნა­ლია, არც გლუ­კო­ზის ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თე­ბია და პირ­და­პირ ოფ­თალ­მო­ლოგს მი­მარ­თავს მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის გამო. მი­მარ­თავს სათ­ვა­ლის და­სა­ნიშ­ნად, რად­გან ჰგო­ნია, რომ ეს ასა­კობ­რი­ვი პრობ­ლე­მაა. გა­მოც­დი­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი თვა­ლის სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სუ­რა­თის ნახ­ვის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენტს სის­ხლში გლუ­კო­ზის ანა­ლი­ზის ჩა­სა­ბა­რებ­ლად გზავ­ნის. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბე­ბი ერ­თდრო­უ­ლად არ ყა­ლიბ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ასაკ­ზე, სქეს­ზე, დი­ა­ბე­ტის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე, თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად, დის­ლი­პი­დე­მი­ა­ზე - სის­ხლში ცხი­მო­ვა­ნი ცვლის დარ­ღვე­ვა­ზე, ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბა­ზე, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბა­ზე. ზოგს უფრო მე­ტად თირკმლის დარ­ღვე­ვე­ბი უვი­თარ­დე­ბა, ზოგს - მხედ­ვე­ლო­ბი­სა და ასე შემ­დეგ. თუ ადა­მი­ანს აქვს დი­ა­ბე­ტუ­რი ტერ­ფი, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვე­ბიც ჰქონ­დეს.

მაკ­რო­ან­გი­ო­პა­თია

ამ დროს კლი­ნი­კუ­რად გა­მოვ­ლინ­დე­ბა გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თა­ვის ტვი­ნის, ქვე­და კი­დუ­რე­ბის, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ხლძარ­ღვე­ბის ათე­როსკლე­რო­ზი და სხვა. გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა რო­გორც ჩვენ­ში, ასე­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში აღ­წე­რი­ლია, რომ დი­ა­ბე­ტი­ან პა­ცი­ენ­ტებს 6-ჯერ უფრო ხში­რად უვი­თარ­დე­ბათ გუ­ლისმხრი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა არის სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა ზრდის ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას, მათ შო­რის - თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, გე­ნე­ტი­კუ­რი ფონი, დის­ლი­პი­დე­მია, სის­ხლის კო­ა­გუ­ლა­ცი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი. ტიპი-1 დი­ა­ბე­ტი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ში გუ­ლი­სა და თა­ვის ტვი­ნისმხრი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ასი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ხუთ შემ­თხვე­ვა­ში ვი­თარ­დე­ბა, მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის დროს კი 75-ში. ეს ადა­მი­ა­ნის ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტით ავად­დე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა - ბავ­შვე­ბი, მო­ზარ­დე­ბი გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში და 30 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი. 30 წლის შემ­დე­გაც ვი­თარ­დე­ბა ტიპი-1 დი­ა­ბე­ტი, მაგ­რამ ასე­თი რამ შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია. ტიპი-2 დი­ა­ბე­ტი კი უფრო მოზ­რდი­ლი თა­ო­ბის და­ა­ვა­დე­ბაა და უმე­ტე­სად 40 წლი­სა და მეტი ასა­კის ადა­მი­ა­ნებს ემარ­თე­ბათ. მაკ­რო­ან­გი­ო­პა­თი­ის დროს პა­ცი­ენ­ტი შე­საძ­ლოა ინ­ფარ­ქტით, გუ­ლის მწვა­ვე იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით, თა­ვის ტვი­ნის ინ­სულ­ტით მოხ­ვდეს ამა თუ იმ ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც მას პირ­ვე­ლად გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ, მერე კი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან გაგ­ზავ­ნი­ან...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა გართულებები იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტის დროს და როგორ ავიცილოთ ისინი - ენდოკრინოლოგის რჩევები

რა გართულებები იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტის დროს და როგორ ავიცილოთ ისინი - ენდოკრინოლოგის რჩევები

შაქრიანი დიაბეტის გართულებების შესახებ გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო ესაკია.

- შაქრიანი დიაბეტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა - ის აქვს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ს და რაც დრო გადის, დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ტიპს: შაქრიანი დიაბეტი ტიპი-1 და ტიპი-2. გარდა ამისა, არსებობს ორსულთა დიაბეტი და დიაბეტის სხვა ტიპებიც, რომლებიც შედარებით იშვიათია. გართულებები შეიძლება განვითარდეს როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დროს.

მწვავე გართულებაა კომა, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია და აქტიურ ჩარევას და რეანიმაციულ ღონისძიებებს მოითხოვს. არსებობს გვიანი გართულებები, რომლებსაც ქრონიკულთა რიცხვს მიაკუთვნებენ. რა თქმა უნდა, ეს გართულებები აგრესიულად და სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ სათანადო მკურნალობა თუ არ ჩატარდა, შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. ძირითადად ხუთი ტიპის გართულებასთან გვაქვს საქმე (ეს გართულებები ორივე ტიპის დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ სხვადასხვა პროცენტული

სიხშირით). ესენი გახლავთ: მაკროანგიოპათია, რომელიც სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარეობს, ნეფროპათია - თირკმლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე გართულება, რეტინოპათია, რომელიც თვალის ბადურას სისხლძარღვების ცვლილებებით მიმდინარეობს, ნეიროპათია - ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე გართულება და დიაბეტური ტერფის სინდრომი. ყველაზე ხშირია მაკროანგიოპათია, რომელიც უფრო თვალში საცემია და მის გამო უფრო ხშირადაც მიმართავენ ექიმს. ამ დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, შედეგად ინსულტი და სხვა. ასეთი გართულებით პაციენტები უფრო ხშირად ხვდებიან ექიმთან, ვიდრე რეტინოპათიით ან ნეფროპათიით. ქრონიკული გართულების ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. ტკივილები პაციენტებს იშვიათად აწუხებთ, შესაძლოა, მხედველობა დაუქვეითდეთ ოდნავ, მაგრამ, როგორც წესი, ამ დროს ექიმთან ვიზიტს გაურკვეველი ხნით გადადებენ ხოლმე და ბოლოს შორსწასული ფორმებით მოდიან.

როდესაც რეტინოპათია ცალმხრივად მიმდინარეობს, მხედველობა ცალ თვალში ქვეითდება, მეორეში კი 50-60% ან უფრო მეტია. პაციენტი უმეტესად არც ამ დროს მიდის ექიმთან. თუმცა მედიცინაში ისეთი შემთხვევებიც არის აღწერილი, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს. არაფერს უჩივის, არასოდეს უმკურნალია, არც გლუკოზის ანალიზი გაუკეთებია და პირდაპირ ოფთალმოლოგს მიმართავს მხედველობის დაქვეითების გამო. მიმართავს სათვალის დასანიშნად, რადგან ჰგონია, რომ ეს ასაკობრივი პრობლემაა. გამოცდილი ოფთალმოლოგი თვალის სისხლძარღვოვანი სურათის ნახვისთანავე პაციენტს სისხლში გლუკოზის ანალიზის ჩასაბარებლად გზავნის. შაქრიანი დიაბეტის გართულებები ერთდროულად არ ყალიბდება. თითოეული გართულების ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, დიაბეტის ხანგრძლივობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, მაგალითად, დისლიპიდემიაზე - სისხლში ცხიმოვანი ცვლის დარღვევაზე, ქოლესტერინის მომატებაზე, არტერიული წნევის მომატებაზე. ზოგს უფრო მეტად თირკმლის დარღვევები უვითარდება, ზოგს - მხედველობისა და ასე შემდეგ. თუ ადამიანს აქვს დიაბეტური ტერფი, არ არის აუცილებელი, მხედველობის დარღვევებიც ჰქონდეს.

მაკროანგიოპათია

ამ დროს კლინიკურად გამოვლინდება გულის იშემიური დაავადებები, თავის ტვინის, ქვედა კიდურების, შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და სხვა. გულის დაავადებებით სიკვდილიანობა როგორც ჩვენში, ასევე მთელ მსოფლიოში საკმაოდ მაღალია. ლიტერატურაში აღწერილია, რომ დიაბეტიან პაციენტებს 6-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ გულისმხრივი გართულებები. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომელთა არსებობა ზრდის ამ დაავადების განვითარების ალბათობას, მათ შორის - თამბაქოს მოხმარება, გენეტიკური ფონი, დისლიპიდემია, სისხლის კოაგულაციური პარამეტრების ცვლილებები. ტიპი-1 დიაბეტიან პაციენტებში გულისა და თავის ტვინისმხრივი გართულებები ასიდან დაახლოებით ოცდახუთ შემთხვევაში ვითარდება, მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი 75-ში. ეს ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული.

პირველი ტიპის დიაბეტით ავადდება ახალგაზრდა თაობა - ბავშვები, მოზარდები გარდატეხის პერიოდში და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. 30 წლის შემდეგაც ვითარდება ტიპი-1 დიაბეტი, მაგრამ ასეთი რამ შედარებით იშვიათია. ტიპი-2 დიაბეტი კი უფრო მოზრდილი თაობის დაავადებაა და უმეტესად 40 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებს ემართებათ. მაკროანგიოპათიის დროს პაციენტი შესაძლოა ინფარქტით, გულის მწვავე იშემიური დაავადებით, თავის ტვინის ინსულტით მოხვდეს ამა თუ იმ ტიპის დაწესებულებაში, სადაც მას პირველად გადაუდებელ დახმარებას გაუწევენ, მერე კი ენდოკრინოლოგთან გაგზავნიან...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი