მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ჰუსეინის ცოლის სასახლეში ცხოვრობდა - "ვხუმრობდით, ეს იმ ცოლს აუშენა, ყველაზე მეტად რომ უყვარდაო"
რას ჰყვება ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ჰუსეინის ცოლის სასახლეში ცხოვრობდა - "ვხუმრობდით, ეს იმ ცოლს აუშენა, ყველაზე მეტად რომ უყვარდაო"

ოთხი სამ­შვი­დო­ბო მი­სია მო­ი­ა­რა - ორი ერაყ­ში და ორიც - ავ­ღა­ნეთ­ში; სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტში უამ­რა­ვი ჯილ­დო და თასი აქვს, ზოგი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გიც - უცხო­ეთ­ში, გას­ვლით ტურ­ნი­რებ­ზე. უამ­რა­ვი მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტრავ­მა მი­უ­ღია, მაგ­რამ საბ­რძო­ლო და სპორ­ტუ­ლი არე­ნი­დან თით­ქმის ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ასე­თია ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს, ამი­რან ნი­გუ­რი­ა­ნის სა­ინ­ტე­რე­სო და ხი­ფა­თით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ყვე­ლა­ნა­ი­რი რის­კი აზარ­ტად აქ­ცია და ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წინ აქვს...

- და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი თხი­ლა­მურ­ზე. სვა­ნეთ­ში გა­მარ­თულ შიდა ტურ­ნი­რებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შემ­დეგ, თან­და­თან წარ­მა­ტე­ბე­ბიც მო­ვი­და და გუ­და­უ­რის სპორ­ტსკო­ლა­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. ეს იყო 1990-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს. გას­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი გვქონ­და, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დავ­დი­ო­დით, გერ­მა­ნია, თურ­ქე­თი და ავ­სტრია შე­მო­ვი­ა­რე... ჩვენს ნაკ­რებს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მწვრთნე­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის მო­ძი­ე­ბას ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და... უამ­რავ ტრავ­მას ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბით ჩა­მოვ­დი­ო­დით. თა­ვი­დან ტრავ­მებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ფეხი და ლა­ვი­წის ძვა­ლი მო­ვი­ტე­ხე და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სამ­თო ალ­პი­ნის­ტურ ჯგუფ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. გას­ვლი­თი ტურ­ნი­რე­ბი შევ­წყვი­ტე. შემ­დეგ იყო სტუ­დენ­ტო­ბის ბედ­ნი­ე­რი ხანა... 2004 წელს, ცხინ­ვა­ლის მოვ­ლე­ნებ­ში, ერთ-ერთი ჩემი მე­გობ­რის ძმა, გვა­რად ლო­მა­ძე და­ი­ღუ­პა. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე სამ­ხედ­რო ფორ­მის ჩაც­მა... 2005 წელს უკვე მე­ო­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურს მო­ვა­წე­რე ხელი...

- შემ­დეგ ერაყ­ში წახ­ვე­დით?

- დიახ, 6-თვი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო მი­სია იყო, შავ­ნა­ბა­დას 113-ე ბა­ტა­ლი­ონ­თან ერ­თად, ბაღ­დად­ში ვი­ყა­ვი. პატ­რუ­ლი­რე­ბა გვი­წევ­და. ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფი ჰუ­სე­ი­ნის ერთ-ერთი ცო­ლის სა­სახ­ლე­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი... მა­ნამ­დე ერთი თვე ქუ­ვე­ით­ში გა­ვა­ტა­რე, ამე­რი­კე­ლებ­თან ერ­თად მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის კურსს გავ­დი­ო­დით. ეს თეთრ ქვი­შა­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია, გამ­წვა­ნე­ბე­ბით, პალ­მე­ბი­თა და ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბით... ჰუ­სე­ი­ნის ცო­ლის სა­სახ­ლე აზი­უ­რი სტი­ლის იყო, დიდი და ნა­თე­ლი მო­ხა­ტულ-მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბით. მარ­თა­ლია, სამ­ხედ­რო ბა­ზად იყო გა­და­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ლა­მა­ზი იყო. ბი­ჭე­ბი ვხუმ­რობ­დით, ეს ალ­ბათ იმ ცოლს აუ­შე­ნა, ყვე­ლა­ზე მე­ტად რომ უყ­ვარ­დაო... ერთი-ორ­ჯერ მოგ­ვი­წია ერა­ყე­ლებ­თან "შე­ხე­ბამ", ბა­ზას თავს და­ესხნენ და მო­ვი­გე­რი­ეთ... შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. 2008-ის და­სა­წყის­ში, ისევ ერაყ­ში, ვა­ჰი­დას პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქლე­ა­რის ბა­ზა­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნეს. ქლე­ა­რი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო, რო­მელ­საც ავ­ღა­ნე­ლე­ბი სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. ერაყ­ში ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი და­მე­ღუ­პა, ბორ­ჯო­მე­ლი ბიჭი, გვა­რად მარ­გი­ე­ვი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ომი ვნა­ხე, მაგ­რამ ის დღე მძი­მედ მახ­სოვს...

- 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს ჩა­მოვფრინ­დით და მხო­ლოდ ნი­ქო­ზამ­დე მოგ­ვი­წია ჩას­ვლამ... არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლიც ჩვენ­თან ერ­თად იყო ერაყ­ში, პირ­ვე­ლი ბრი­გა­დის ჯა­რის­კა­ცი იყო. სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი გვყავ­და და ბი­ჭე­ბის­გან ვიცი, რომ ძლი­ე­რი მე­ო­მა­რი იყო, რის­კი­ა­ნი, მაგ­რამ წინ­და­ხე­დუ­ლი და ჭკვი­ა­ნი. ყო­ველ­თვის ზრუ­ნავ­და მე­გობ­რებ­ზე, რაც ომში აუ­ცი­ლე­ბე­ლია... შემ­დეგ ავ­ღა­ნეთ­ში წა­ვე­დი და იქ 15 თვე გა­ვა­ტა­რე. სხვა­დას­ხვა ბა­ზა­ზე - ლე­ზერ­ნიკ­ზე, ქე­მერ­ზე, შუკ­ვან­ზე, ენ­გუ­რის, შირ­გა­ზის ბა­ზა­ზეც ვი­ყა­ვით, მათ­გან ყვე­ლა ჰილ­მენ­დის პრო­ვინ­ცი­ა­შია თავ­მოყ­რი­ლი... პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას ცე­ცხლიც გა­უხ­სნი­ათ. ამ დროს, ვჩერ­დე­ბო­დით და უსაფრ­თხო­ე­ბას ვი­ცავ­დით. 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რა­მის ნახ­ვა მო­ვას­წა­რი. პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას აქ­ლე­მე­ბით მო­სე­ირ­ნე ბე­დუ­ი­ნე­ბიც კი ვნა­ხე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა პა­კის­ტა­ნის სა­ზღვრის­კენ, პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას მეგ­რელ მო­ლას გა­და­ვა­წყდით. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი - ავ­ღა­ნე­თის ომის დროს, 80-იან წლებ­ში იყო წა­სუ­ლი, საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და... "დამ­ტვრე­უ­ლი" ქარ­თუ­ლით გვე­სა­უბ­რა... სო­ფელ­თან ახ­ლოს ჩეკ-პო­ინ­ტი გვქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით გა­და­ვად­გილ­დე­ბით და დრო­შა იცნო... ისე­დაც უნდა შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, რად­გან იქ უნდა გა­მო­ევ­ლო. ქარ­თუ­ლად გა­მოგ­ვე­ლა­პა­რა­კა, - წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან ვარო, გვი­თხრა. ღე­ლავ­და... დიდი ხა­ნია, ქვეყ­ნი­დან წა­მო­სუ­ლი ვარ, 80-იანი წლე­ბის შემ­დეგ აქ ვცხოვ­რობ და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ხართ, ვი­საც შევ­ხვდიო... არ ვიცი, რო­გორ მოხ­ვდა მე­ო­რე მხა­რეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტყვედ აიყ­ვა­ნეს. კი­დე­ვაც რომ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­ვი­დო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ხი იყო... ავ­ღა­ნეთ­ში შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დე არის მა­შინ, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყა­ყა­ჩოს მო­სა­ვალს იღე­ბენ. იმ დროს გას­რო­ლის ხმა­საც ვერ გა­ი­გებ. რო­გორც კი და­ა­ბი­ნა­ვე­ბენ, მერე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწყე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დაჩი
1

ყველაზე დიდი მინუსი ,,ტლიკინი'' - ჯარში ყველაზე მინიმუმ კარანტინშიც კი ბევრ საუბარს კრძალავენ და ამან ხო მოაღო პირი :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ჰყვება ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ჰუსეინის ცოლის სასახლეში ცხოვრობდა - "ვხუმრობდით, ეს იმ ცოლს აუშენა, ყველაზე მეტად რომ უყვარდაო"

რას ჰყვება ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ჰუსეინის ცოლის სასახლეში ცხოვრობდა - "ვხუმრობდით, ეს იმ ცოლს აუშენა, ყველაზე მეტად რომ უყვარდაო"

ოთხი სამშვიდობო მისია მოიარა - ორი ერაყში და ორიც - ავღანეთში; სამთო-სათხილამურო სპორტში უამრავი ჯილდო და თასი აქვს, ზოგი საქართველოში, ზოგიც - უცხოეთში, გასვლით ტურნირებზე. უამრავი მოტეხილობა და ტრავმა მიუღია, მაგრამ საბრძოლო და სპორტული არენიდან თითქმის ყოველთვის გამარჯვებული დაბრუნებულა. ასეთია ქართველი სამხედროს, ამირან ნიგურიანის საინტერესო და ხიფათით აღსავსე ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, ყველანაირი რისკი აზარტად აქცია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს...

- დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავდექი თხილამურზე. სვანეთში გამართულ შიდა ტურნირებში ვმონაწილეობდი. შემდეგ, თანდათან წარმატებებიც მოვიდა და გუდაურის სპორტსკოლაში გავაგრძელე სწავლა. ეს იყო 1990-იანი წლების მიწურულს. გასვლითი პროგრამები გვქონდა, სხვადასხვა ქვეყანაში დავდიოდით, გერმანია, თურქეთი და ავსტრია შემოვიარე... ჩვენს ნაკრებს ძალიან აქტიური მწვრთნელი ჰყავდა, რომელიც საჭირო ხარჯების მოძიებას ყოველთვის ახერხებდა... უამრავ ტრავმას ვიღებდი, მაგრამ ყოველთვის ძალიან კარგი შედეგებით ჩამოვდიოდით. თავიდან ტრავმებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ბოლოს ფეხი და ლავიწის ძვალი მოვიტეხე და იძულებული გავხდი, სამთო ალპინისტურ ჯგუფში გადავსულიყავი. გასვლითი ტურნირები შევწყვიტე. შემდეგ იყო სტუდენტობის ბედნიერი ხანა... 2004 წელს, ცხინვალის მოვლენებში, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ძმა, გვარად ლომაძე დაიღუპა. მაშინ გადავწყვიტე სამხედრო ფორმის ჩაცმა... 2005 წელს უკვე მეორე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ იმავდროულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს მოვაწერე ხელი...

- შემდეგ ერაყში წახვედით?

- დიახ, 6-თვიანი სამშვიდობო მისია იყო, შავნაბადას 113-ე ბატალიონთან ერთად, ბაღდადში ვიყავი. პატრულირება გვიწევდა. ჩვენი დანაყოფი ჰუსეინის ერთ-ერთი ცოლის სასახლეში იყო განლაგებული... მანამდე ერთი თვე ქუვეითში გავატარე, ამერიკელებთან ერთად მომზადება-გადამზადების კურსს გავდიოდით. ეს თეთრ ქვიშაზე აღმოცენებული ქალაქია, გამწვანებებით, პალმებითა და ეგზოტიკური მცენარეებით... ჰუსეინის ცოლის სასახლე აზიური სტილის იყო, დიდი და ნათელი მოხატულ-მოჩუქურთმებული ოთახებით. მართალია, სამხედრო ბაზად იყო გადაკეთებული, მაგრამ მაინც ლამაზი იყო. ბიჭები ვხუმრობდით, ეს ალბათ იმ ცოლს აუშენა, ყველაზე მეტად რომ უყვარდაო... ერთი-ორჯერ მოგვიწია ერაყელებთან "შეხებამ", ბაზას თავს დაესხნენ და მოვიგერიეთ... შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი. 2008-ის დასაწყისში, ისევ ერაყში, ვაჰიდას პროვინციაში, ქლეარის ბაზაზე წაგვიყვანეს. ქლეარი ამერიკელი სამხედრო პირი იყო, რომელსაც ავღანელები სასტიკად გაუსწორდნენ. ერაყში ძალიან ახლო მეგობარი დამეღუპა, ბორჯომელი ბიჭი, გვარად მარგიევი. ამ წლების განმავლობაში ბევრი ომი ვნახე, მაგრამ ის დღე მძიმედ მახსოვს...

- 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში არ მონაწილეობდით?

- საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოს ჩამოვფრინდით და მხოლოდ ნიქოზამდე მოგვიწია ჩასვლამ... არჩილ ტატუნაშვილიც ჩვენთან ერთად იყო ერაყში, პირველი ბრიგადის ჯარისკაცი იყო. საერთო მეგობრები გვყავდა და ბიჭებისგან ვიცი, რომ ძლიერი მეომარი იყო, რისკიანი, მაგრამ წინდახედული და ჭკვიანი. ყოველთვის ზრუნავდა მეგობრებზე, რაც ომში აუცილებელია... შემდეგ ავღანეთში წავედი და იქ 15 თვე გავატარე. სხვადასხვა ბაზაზე - ლეზერნიკზე, ქემერზე, შუკვანზე, ენგურის, შირგაზის ბაზაზეც ვიყავით, მათგან ყველა ჰილმენდის პროვინციაშია თავმოყრილი... პატრულირებისას ცეცხლიც გაუხსნიათ. ამ დროს, ვჩერდებოდით და უსაფრთხოებას ვიცავდით. 15 თვის განმავლობაში ბევრი რამის ნახვა მოვასწარი. პატრულირებისას აქლემებით მოსეირნე ბედუინებიც კი ვნახე, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა პაკისტანის საზღვრისკენ, პატრულირებისას მეგრელ მოლას გადავაწყდით. საბჭოთა კავშირი - ავღანეთის ომის დროს, 80-იან წლებში იყო წასული, საბჭოთა ჯარების ნაწილში მსახურობდა... "დამტვრეული" ქართულით გვესაუბრა... სოფელთან ახლოს ჩეკ-პოინტი გვქონდა გაკეთებული. ყოველთვის საქართველოს დროშით გადავადგილდებით და დროშა იცნო... ისედაც უნდა შეგვემოწმებინა, რადგან იქ უნდა გამოევლო. ქართულად გამოგველაპარაკა, - წარმოშობით სამეგრელოდან ვარო, გვითხრა. ღელავდა... დიდი ხანია, ქვეყნიდან წამოსული ვარ, 80-იანი წლების შემდეგ აქ ვცხოვრობ და პირველი ქართველები ხართ, ვისაც შევხვდიო... არ ვიცი, როგორ მოხვდა მეორე მხარეს, სავარაუდოდ, ტყვედ აიყვანეს. კიდევაც რომ გაეთავისუფლებინათ, საბჭოთა კავშირის წლებში საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა. სავარაუდოდ, შეიხი იყო... ავღანეთში შედარებით სიმშვიდე არის მაშინ, როდესაც ადგილობრივები ყაყაჩოს მოსავალს იღებენ. იმ დროს გასროლის ხმასაც ვერ გაიგებ. როგორც კი დააბინავებენ, მერე ყველაფერი თავიდან იწყება...განაგრძეთ კითხვა