საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაერთვება თუ არა გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში - მერკელის განცხადება
ჩაერთვება თუ არა გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში - მერკელის განცხადება

გერ­მა­ნია სი­რი­ა­ში შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა და­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ლარს ლი­ო­კე რას­მუ­სენ­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„გერ­მა­ნია სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. ამ მო­მენ­ტის­თვის აშშ-ს არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დარ­ტყმე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­სავ­ლე­თი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით უნდა მოქ­მე­დებ­დეს აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­თა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქი­მი­ურ შე­ტე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­კი­თხში.

7 აპ­რილს ქა­ლაქ დუ­მა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ­ლის შე­დე­გად 70-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. აშშ-მ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულ­ზე ასა­დის რე­ჟიმს და­ა­კის­რა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­მას­კო უარ­ყოფს ამ­გვარ ბრალ­დე­ბებს. 9 აპ­რილს დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­რი­ა­ში ქა­ლაქ დუ­მა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე ასა­დის რე­ჟიმს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზულ პა­სუხს გას­ცემს. თა­ვის მხრივ, ლი­ბან­ში რუ­სე­თის ელჩმა ალექ­სან­დრე ზა­სი­პ­კინ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ვე­ბულ ამე­რი­კულ რა­კე­ტებს ჩა­მო­აგ­დებს და და­არ­ტყამს იმ წერ­ტი­ლებს, სა­ი­და­ნაც ეს რა­კე­ტე­ბი იქ­ნე­ბა გა­მოშ­ვე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა რუ­სე­თი გა­აფრ­თხი­ლა, რომ სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტებს გა­უშ­ვებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩაერთვება თუ არა გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში - მერკელის განცხადება

ჩაერთვება თუ არა გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში - მერკელის განცხადება

გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს ლიოკე რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მომენტისთვის აშშ-ს არ მიუღია გადაწყვეტილება დარტყმების შესახებ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, დასავლეთი ერთობლივი ძალებით უნდა მოქმედებდეს აღმოსავლეთ ღუთაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე რეაგირების საკითხში.

7 აპრილს ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ პასუხისმგებლობა აღნიშნულზე ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო უარყოფს ამგვარ ბრალდებებს. 9 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა კი განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.

აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე