როგორ უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს - ფოტოგაკვეთილი AUTOBILD-ისგან

როგორ უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს - ფოტოგაკვეთილი AUTOBILD-ისგან

ვიზუალური შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეორადი ავტომობილების შემთხვევაში კი ყველაზე მთავარი რამაა - განცხადებაში მეტყველი ფოტოების განთავსება ინტერესს გააორმაგებს.

გაგიკვირდებათ და, ამინდსაც კი აქვს მნიშვნელობა! AUTOBILD.GE არ გირჩევთ ფოტოების გადაღებას როგორც წვიმიან ამინდში, ასევე მზის ბრწყინვალე შუქზეც, რადგან საღებავი და შუშა მზეში მძლავრად ირეკლება.

ფოტოსესიისთვის ყველაზე ოპტიმალური ოდნავ მოღრუბლული ამინდია. ნეიტრალური ადგილი შეარჩიეთ, რათა ფოტოზე მხოლოდ ავტომობილმა მიიქციოს ყურადღება. აუცილებლად უნდა გადაიღოთ ყველა ის დეტალი, რაც გასაყიდი ავტომობილის პლუსად შეიძლება ჩაითვალოს.

გარედან

უკანა პლანზე მშვიდი და არაგამომწვევი გარემო უნდა იყოს, ახალგარეცხილი მანქანა კი კადრში მთლიანად უნდა ჩასვათ! გადაუღეთ ოდნავ გვერდიდან და წინა საბურავები აუცილებლად იმ მხარის საპირისპირო მიმართულებით უნდა იყოს მიტრიალებული, რომელი მხრიდანაც ფოტოს იღებთ. არ გადაიღოთ შორიდან და არ გამოჩნდეს კადრში სხვა ავტომობილი.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს