სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუგული მახარაძე  -  84 წლის გიდი აჭარაში
გუგული მახარაძე  -  84 წლის გიდი აჭარაში

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა აჭა­რა­ში ღვაწლ­მო­სი­ლი გიდი გუ­გუ­ლი მა­ხა­რა­ძე მო­ი­ნა­ხუ­ლა და მას რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მად­ლო­ბის სერ­თი­ფი­კა­ტი გა­დას­ცა. გუ­გუ­ლი მა­ხა­რა­ძე 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის სტუმ­რებს რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს აც­ნობ­და. ის იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გიდი რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც 84 წლის ასაკ­შიც დე­ტა­ლუ­რად ახ­სოვს აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი თუ ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის ის­ტო­რია და მნიშ­ვნე­ლო­ბა. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლოგ­მა გი­დად მუ­შა­ო­ბა 25 წლის ასაკ­ში და­ი­წყო.

„ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა მე ვნა­ხე მა­შინ, როცა გი­დად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ეს არის ძა­ლი­ან დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა, რად­გან ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნებ­თან გაქვს საქ­მე, არ იც­ნობ მათ და უნდა შე­აყ­ვა­რო შენი ქვე­ყა­ნა. კარ­გად მახ­სოვს პირ­ვე­ლი ექ­სკურ­სია. ეს იყო 1963 წლის 1 მა­ი­სი. ბა­თუმ­ში შე­მო­ვი­და გემი პენ­სილ­ვა­ნია, რო­მელ­მაც ტუ­რის­ტთა ჯგუ­ფი შე­მო­იყ­ვა­ნა ქა­ლაქ­ში. მა­შინ გი­დებს ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი­ცე­მით გვე­პყრო­ბოდ­ნენ, ჩვენ ვი­ყა­ვით ქვეყ­ნის სახე და მთა­ვა­რი რგო­ლი ტუ­რის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში,“ იხ­სე­ნებს გუ­გუ­ლი მა­ხა­რა­ძე.

სულ­ხან ღლონ­ტი სტუმ­რად აჭა­რის გა­მოც­დილ გიდ­თან პირ­ველ მო­ად­გი­ლე თა­მარ კა­ი­კა­ციშ­ვილ­თან და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლისტ ოლი­კო ჟღენ­ტთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მან მას­პინ­ძელს აჭა­რა­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის და გი­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­აც­ნო, ასე­ვე სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­ბეჭ­დი­ლი გი­დე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „გი­დის პრო­ფე­სია“.

„ქალ­ბა­ტო­ნი გუ­გუ­ლი არის სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი. მას 84 წლის ასაკ­შიც ზე­პი­რად ახ­სოვს ყვე­ლა ის ნი­უ­ან­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გი­დის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ მცი­რე­დი ყუ­რა­დღე­ბით გა­მოვ­ხა­ტეთ პა­ტი­ვის­ცე­მა ქალ­ბა­ტო­ნი გუ­გუ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სად­მი და მისი თა­ო­ბი­სად­მი, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბით გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ვი­სურ­ვებ­დით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას და რე­გი­ონს მის­ნა­ი­რი ბევ­რი გიდი ჰყავ­დეს,“ აღ­ნიშ­ნა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გუგული მახარაძე  -  84 წლის გიდი აჭარაში

გუგული მახარაძე  -  84 წლის გიდი აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარაში ღვაწლმოსილი გიდი გუგული მახარაძე მოინახულა და მას რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერთიფიკატი გადასცა. გუგული მახარაძე 30 წლის განმავლობაში აჭარის სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული გიდი რეგიონში, რომელსაც 84 წლის ასაკშიც დეტალურად ახსოვს აჭარის კულტურული თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ისტორია და მნიშვნელობა. პროფესიით ფილოლოგმა გიდად მუშაობა 25 წლის ასაკში დაიწყო.

„ნამდვილი ცხოვრება მე ვნახე მაშინ, როცა გიდად დავიწყე მუშაობა. ეს არის ძალიან დიდი თანამდებობა, რადგან ცოცხალ ადამიანებთან გაქვს საქმე, არ იცნობ მათ და უნდა შეაყვარო შენი ქვეყანა. კარგად მახსოვს პირველი ექსკურსია. ეს იყო 1963 წლის 1 მაისი. ბათუმში შემოვიდა გემი პენსილვანია, რომელმაც ტურისტთა ჯგუფი შემოიყვანა ქალაქში. მაშინ გიდებს ძალიან დიდი პატივიცემით გვეპყრობოდნენ, ჩვენ ვიყავით ქვეყნის სახე და მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობაში,“ იხსენებს გუგული მახარაძე.

სულხან ღლონტი სტუმრად აჭარის გამოცდილ გიდთან პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილთან და ხელოვნებათმცოდნე, კინოდოკუმენტალისტ ოლიკო ჟღენტთან ერთად იმყოფებოდა. მან მასპინძელს აჭარაში ტურისტების მოზიდვის და გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე საჩუქრად გადასცა დეპარტამენტის მიერ დაბეჭდილი გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“.

„ქალბატონი გუგული არის სამაგალითო ადამიანი. მას 84 წლის ასაკშიც ზეპირად ახსოვს ყველა ის ნიუანსი და მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პროფესიონალი გიდისთვისაა აუცილებელი. ჩვენ მცირედი ყურადღებით გამოვხატეთ პატივისცემა ქალბატონი გუგულის პროფესიონალიზმისადმი და მისი თაობისადმი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით გარკვეული წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანას და რეგიონს მისნაირი ბევრი გიდი ჰყავდეს,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი