დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ The Telegraph წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 12 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიურ შეტევაზე ლონდონის ოფიციალურ პასუხზე სამსჯელოდ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
„სავარაუდოდ, მთავრობა მხარს დაუჭერს მეის გადაწყვეტილებას და დიდი ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ს მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს. თუმცა, ჩვენი წყაროები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აშშ-სა და საფრანგეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებაა საჭირო“, - წერს გამოცემა.