ჩინეთში ბავშვი სუროგატმა დედამ ბიოლოგიური მშობლების გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ გააჩინა.
"ბიბისის" ინფორმაციით, წყვილმა, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე ემბრიონის გაყინვა მოასწრო და ინ ვიტრო განაყოფიერების საშუალებით შვილის გაჩენას გეგმავდა.
ავტოავარიის შემდეგ მათმა მშობლებმა სასამართლოს მიმართეს, მიენიჭებინათ მათთვის უფლება, სუროგატი დედის დახმარებით მათი შვილიშვილი გაჩენილიყო.
ბიჭი დეკემბერში დაიბადა, ამბის შესახებ კი ცნობილი ახლა გახდა.