მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰარიმ ქორწილში ობამები, ტრამპები და ტერეზა მეი არ დაპატიჟა
ჰარიმ ქორწილში ობამები, ტრამპები და ტერეზა მეი არ დაპატიჟა

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ქორ­წი­ლებ­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მო­ნარ­ქე­ბი, რო­გორც წესი, თავს ერ­თად იყ­რი­ან ხოლ­მე, თუმ­ცა ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ქორ­წი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"სი­ე­ნე­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლემ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ წყვი­ლი ქორ­წილ­ში პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს არ და­პა­ტი­ჟებს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ჯვრის­წე­რას არ და­ეს­წრე­ბი­ან არც დო­ნალდ ტრამ­პი და არც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი წი­ნა­მორ­ბე­დი - ბა­რაკ ობა­მა. ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბის სი­ა­ში არც ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რი ტე­რე­ზა მეია.

თეთრმა სახ­ლმა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ დო­ნალდ და მე­ლა­ნია ტრამ­პებს ქორ­წი­ლის მო­საწ­ვე­ვი ბა­რა­თე­ბი არ მი­უ­ღი­ათ.

CNN-ის წყა­რო, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯახ­თან არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, ამ­ბობს, რომ ჰა­რი­სა და მე­განს ობა­მე­ბის ნახ­ვა სურთ, თუმ­ცა მას არ შე­უძ­ლია და­ზუს­ტე­ბით თქმა, იქ­ნე­ბი­ან თუ არა ბა­რა­კი და მი­შე­ლი ქორ­წილ­ში.

უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის ქორ­წი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ჯვრის­წე­რა არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო მოვ­ლე­ნა, ამი­ტომ წყვილს შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით და­პა­ტი­ჟოს სტუმ­რე­ბი.

CNN წერს, რომ სტუმ­რე­ბის სი­ა­ში რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი, შე­საძ­ლოა, მა­ინც იყოს - არა მათი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჰა­რის და მე­განს ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი მე­გო­ბა­რი ჰყავთ.

ცე­რე­მო­ნია ბევ­რად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის ქორ­წი­ლი - 2011 წელს სა­მე­ფო ჯვრის­წე­რას 1900-მდე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ქორ­წილ­ში კი 800 ადა­მი­ა­ნია მიწ­ვე­უ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჰარიმ ქორწილში ობამები, ტრამპები და ტერეზა მეი არ დაპატიჟა

ჰარიმ ქორწილში ობამები, ტრამპები და ტერეზა მეი არ დაპატიჟა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქორწილებში პოლიტიკოსები და მონარქები, როგორც წესი, თავს ერთად იყრიან ხოლმე, თუმცა ჰარისა და მეგანის ქორწილი განსხვავებული იქნება.

"სიენენის" ინფორმაციით, კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ წყვილი ქორწილში პოლიტიკურ ლიდერებს არ დაპატიჟებს. შესაბამისად, მათ ჯვრისწერას არ დაესწრებიან არც დონალდ ტრამპი და არც, სავარაუდოდ, მისი წინამორბედი - ბარაკ ობამა. ქორწილის სტუმრების სიაში არც ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეია.

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დონალდ და მელანია ტრამპებს ქორწილის მოსაწვევი ბარათები არ მიუღიათ.

CNN-ის წყარო, რომელიც სამეფო ოჯახთან არის დაახლოებული, ამბობს, რომ ჰარისა და მეგანს ობამების ნახვა სურთ, თუმცა მას არ შეუძლია დაზუსტებით თქმა, იქნებიან თუ არა ბარაკი და მიშელი ქორწილში.

უილიამისა და ქეითის ქორწილისგან განსხვავებით, ჰარისა და მეგანის ჯვრისწერა არ არის ოფიციალური სახელმწიფო მოვლენა, ამიტომ წყვილს შეუძლია, საკუთარი სურვილის მიხედვით დაპატიჟოს სტუმრები.

CNN წერს, რომ სტუმრების სიაში რამდენიმე პოლიტიკოსი, შესაძლოა, მაინც იყოს - არა მათი თანამდებობიდან გამომდინარე. ჰარის და მეგანს ბევრი პოლიტიკოსი მეგობარი ჰყავთ.

ცერემონია ბევრად მოკრძალებული იქნება, ვიდრე უილიამისა და ქეითის ქორწილი - 2011 წელს სამეფო ჯვრისწერას 1900-მდე ადამიანი ესწრებოდა, ჰარისა და მეგანის ქორწილში კი 800 ადამიანია მიწვეული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე