აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯიმ მატისის განცხადებით, პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად, სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, მაგრამ, მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას, - ამის შესახებ „ფრანსპრესი“ იუწყება.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ დაზვერვას, საკუთარ თავს და ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე“, - აღნიშნა მატისმა ჟურნალისტების კითხვაზე - ნახა თუ არა საკმარისი მტკიცებულებები პრეზიდენტ ასადის დასადანაშაულებლად დუმაში სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.