რა პასუხი გასცა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ მწვავე კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის გასაიდუმლოებული ოქმი | Ambebi.GE
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პასუხი გასცა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ მწვავე კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის გასაიდუმლოებული ოქმი
რა პასუხი გასცა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ მწვავე კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის გასაიდუმლოებული ოქმი

"ეს სა­უ­ბა­რი ვიქ­ტორ დო­მუ­ხოვ­სკი­სა და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს შო­რის 1991 წლის ნო­ემ­ბერ­ში, მოს­კოვ­ში, შე­ვარ­დნა­ძის კა­ბი­ნეტ­ში შედ­გა. ვიქ­ტორ­მა სა­უ­ბა­რი დიქ­ტო­ფონ­ზე ჩა­ი­წე­რა, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში ჰქონ­და, ზოგ­მა კი­თხვამ შე­ვარ­დნა­ძე იმ­დე­ნად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, რომ გა­ცხა­რე­ბუ­ლი წა­მომხტა­რა თა­ვის სკა­მი­დან. და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სას­ტუმ­რო­ში წა­მო­სულ ვიქ­ტორს დიქ­ტო­ფო­ნი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ლი­შის ქვეშ ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლის­ში გა­მოფ­რინ­და და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის საქ­მე­ზე შე­ვარ­დნა­ძის და­კი­თხვის ჩა­ნა­წე­რი ჩა­მო­ი­ტა­ნა", - იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტის ვიქ­ტორ დო­მუ­ხოვ­სკის მე­უღ­ლე, რუ­სუ­დან კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი.

1983 წლის 18-19 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი დიდი ტრა­გე­დი­აა. ახალ­გაზ­რდე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის მი­ზა­ნი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­დან და­სავ­ლეთ­ში გაქ­ცე­ვა იყო. ისი­ნი ბა­თუმ­ში დაშ­ვე­ბამ­დე თვითმფრი­ნა­ვის თურ­ქეთ­ში გა­ტა­ცე­ბას გეგ­მავ­დნენ. გამ­ტა­ცე­ბელ­თა გეგ­მე­ბი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი არა თურ­ქე­თის, არა­მედ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა. მომ­დევ­ნო დღეს სპეც­რაზ­მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შტურ­მის შე­დე­გად, თვითმფრი­ნა­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქნა... თვითმფრი­ნავ­ში 64 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, სულ 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

გამ­ტა­ცებ­ლებს სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ფორ­მა - დახ­ვრე­ტა მი­ე­სა­ჯათ. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან თვე­ნა­ხე­ვარ­ში 1984 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, ოთხშა­ბათს, 17:05 სა­ათ­ზე კახა ივე­რი­ე­ლი, პა­ა­ტა ივე­რი­ე­ლი, გეგა კო­ბა­ხი­ძე და მამა თე­ო­დო­რე (რო­მე­ლიც თვითმფრი­ნავ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და მხო­ლოდ ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის იდე­უ­რი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის აიყ­ვა­ნეს) დახ­ვრი­ტეს. მათი შე­წყა­ლე­ბა არ მო­ხერ­ხდა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ის­ტო­რი­ას სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლი აქვს და კი­დევ უფრო სევ­დი­ა­ნად ჩანს "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" საქ­მე 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, მა­შინ, რო­დე­საც ნორ­ვე­გი­ელ ტე­რო­რისტ ან­დერს ბრე­ი­ვიკს, რომ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად და­იჭ­რა 151, ხოლო გარ­და­იც­ვა­ლა 77 ადა­მი­ა­ნი (მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე), 21 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა...

თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბი­დან 14 წლის შემ­დეგ, 1997 წლის 11 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­უქ­მდა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, არც ერთი სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი არ შე­უ­წყა­ლე­ბი­ათ. რო­გორც ვიქ­ტორ დო­მუ­ხოვ­სკი თა­ვის სტა­ტი­ა­ში წერს, შე­ვარ­დნა­ძეს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის მლიქ­ვნე­ლუ­რი ჩვე­ვის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ კავ­შირ­ში შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტი ჰქონ­და.

"ყვე­ლა იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ცოდ­ვე­ბი, ვინც მსჯავ­რდე­ბუ­ლებს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯა თქვენს სინ­დის­ზეა. რო­გორ გძი­ნავთ ღამე?" - ეს კი­თხვა ვიქ­ტორ დო­მუ­ხოვ­სკიმ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს, 1991 წელს პი­რა­დად და­უს­ვა. 1990 წელს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტში შე­იქ­მნა თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის ცდის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი კო­მი­სია, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე ვიქ­ტორ დო­მუ­ხოვ­სკი გახ­ლდათ. საქ­მის მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ვიქ­ტორ დო­მუ­ხოვ­სკიმ რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა სსრკ-ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ეპა­სუ­ხა თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

რა პასუხი გასცა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ მწვავე კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის გასაიდუმლოებული ოქმი

რა პასუხი გასცა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ მწვავე კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის გასაიდუმლოებული ოქმი

"ეს საუბარი ვიქტორ დომუხოვსკისა და ედუარდ შევარდნაძეს შორის 1991 წლის ნოემბერში, მოსკოვში, შევარდნაძის კაბინეტში შედგა. ვიქტორმა საუბარი დიქტოფონზე ჩაიწერა, რომელიც ჯიბეში ჰქონდა, ზოგმა კითხვამ შევარდნაძე იმდენად გააღიზიანა, რომ გაცხარებული წამომხტარა თავის სკამიდან. დაკითხვის დასრულების შემდეგ, სასტუმროში წამოსულ ვიქტორს დიქტოფონი მთელი ღამის განმავლობაში ბალიშის ქვეშ ჰქონდა შენახული, მეორე დღეს კი თბილისში გამოფრინდა და თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე შევარდნაძის დაკითხვის ჩანაწერი ჩამოიტანა", - იხსენებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის ვიქტორ დომუხოვსკის მეუღლე, რუსუდან კიკალეიშვილი.

1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიაა. ახალგაზრდების დაჯგუფების მიზანი საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცრაზმის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად, თვითმფრინავი გათავისუფლებული იქნა... თვითმფრინავში 64 ადამიანი იმყოფებოდა, სულ 7 ადამიანი დაიღუპა.

გამტაცებლებს სასჯელის უმაღლესი ფორმა - დახვრეტა მიესაჯათ. განაჩენის გამოტანიდან თვენახევარში 1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გეგა კობახიძე და მამა თეოდორე (რომელიც თვითმფრინავში არ იმყოფებოდა და მხოლოდ ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის აიყვანეს) დახვრიტეს. მათი შეწყალება არ მოხერხდა.

სამწუხაროდ, ამ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს და კიდევ უფრო სევდიანად ჩანს "თვითმფრინავის ბიჭების" საქმე 21-ე საუკუნეში, მაშინ, როდესაც ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს, რომლის მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი (მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე), 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა...

თვითმფრინავის გატაცებიდან 14 წლის შემდეგ, 1997 წლის 11 ნოემბერს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, თუმცა მანამდე ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, არც ერთი სიკვდილმისჯილი არ შეუწყალებიათ. როგორც ვიქტორ დომუხოვსკი თავის სტატიაში წერს, შევარდნაძეს თავის გამოჩენის მლიქვნელური ჩვევის გამო, საქართველოს სსრ კავშირში შეწყალების საქმეების ყველაზე დაბალი პროცენტი ჰქონდა.

"ყველა იმ მოსამართლეების ცოდვები, ვინც მსჯავრდებულებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა თქვენს სინდისზეა. როგორ გძინავთ ღამე?" - ეს კითხვა ვიქტორ დომუხოვსკიმ ედუარდ შევარდნაძეს, 1991 წელს პირადად დაუსვა. 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა თვითმფრინავის გატაცების ცდის შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარე ვიქტორ დომუხოვსკი გახლდათ. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ვიქტორ დომუხოვსკიმ რამდენჯერმე მიმართა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს - ედუარდ შევარდნაძეს ეპასუხა თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე...განაგრძეთ კითხვა

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე