Ил-76, რომელმაც ალჟირში ავიაკატასტროფა განიცადა, ყველაზე საშიში თვითმფრინავების სიაშია

Ил-76, რომელმაც ალჟირში ავიაკატასტროფა განიცადა, ყველაზე საშიში თვითმფრინავების სიაშია

ალჟირში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 257-ს მიაღწია. მათი უმეტესობა სამხედრო პირი იყო. სამხედრო თვითმფრინავი Ил-76 აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

არსებული ცნობით, მგზავრებიდან 26 დასავლეთ საჰარადან იყვნენ... თვითმფრინავი ქვეყნის ჩრდოლო-დასავლეთით განლაგებული სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 50 კმ-ის მანძილზე, ბაშარის დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვარდა, რის შემდეგაც ბორტზე ხანძარი გაჩნდა... bbc.com-ს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის, 10 ეკიპაჟის წევრია, დანარჩენი კი სამხედრო პირი.

სააგენტო "ფრანს პრესი" რამდენიმე გადარჩენილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა, მათი მდგომარეობა უცნობია...

ალჟირში ჩამოვარდნლი Ил-76 რუსული წარმოების არის და მასზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ თვითმფრინავზე Ambebi.ge ჯერ კიდევ 2013 წელს წერდა.

ამ სატრანსპორტო თვითმფრინავს მსოფლიოს ყველაზე საშიში თვითმფრინავების ნუსხაში მეორე ადგილი უკავია. "ილუშინის" წარმოების საფრენი აპარატი პირველად 1971 წელს აფრინდა და მას შემდეგ 30 სერიული თუ საცდელი მოდიფიკაციის 950-ზე მეტი თვითმფრინავია წარმოებული. სტატისტიკურად ამ თვითმფრინავის 549 900 საფრენოსნო საათზე ერთი ავიაკატასტროფა მოდის. მიუხედავად ამისა, თვითმფრინავის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მოდიფიკაციები დღესაც ინტენსიურად დაფრინავენ. ასეთი მაშტაბური კატასტროფა ალჟირში 2003 წლის 6 მარტსაც მოხდა, მაშინ "ბოინგ 737-200"-ში მყოფი 103 ადამიანიდან, მხოლოდ ერთი, 28 წლის ალჟირელი ჯარისკაცი იოსეფ ჯილალი გადარჩა...

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"