პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის ქართველი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
19 წლის ქართველი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

19 წლის სან­დრო სა­ა­თაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს შო­რის, ვინც ბოლო პე­რი­ოდ­ში აშშ-სა და ევ­რო­პის პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღეს. მან აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი 70 000 დო­ლარს აღ­წევს, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო და სექ­ტემ­ბრი­დან მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­დე­ბა.

1861 წელს და­არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი (MIT) მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში წლე­ბია პირ­ველ ად­გილს არა­ვის უთ­მობს. 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შო­რის 91 ნო­ბე­ლის ლა­უ­რე­ა­ტია! გარ­და ამი­სა, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტია. სას­წავ­ლე­ბე­ლი აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში, კემ­ბრი­ჯში მდე­ბა­რე­ობს.

19 წლის სან­დროს მი­მარ­თუ­ლე­ბა ჯერ არ აურ­ჩე­ვია, თუმ­ცა თით­ქმის გა­და­წყვი­ტა, რომ არ­ჩე­ვა­ნი მა­თე­მა­ტი­კა­ზე შე­ა­ჩე­როს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გზა გა­ი­ა­რა ქარ­თველ­მა ბიჭ­მა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ინ­სტი­ტუ­ტში მო­სახ­ვედ­რად - ამის შე­სა­ხებ სან­დრო სა­ა­თაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს:

„გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნლო­ბა არ ენი­ჭე­ბა, ძა­ლი­ან მა­ღალ ქუ­ლებს არ ითხო­ვენ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი წარ­სუ­ლის სა­ო­ლიმ­პი­ა­დო წარ­მა­ტე­ბე­ბი გახ­და, კერ­ძოდ, მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ღე­ბუ­ლი ოქ­როს მე­და­ლი. ქუ­ლებ­ზე უფრო მე­ტად აკ­ვირ­დე­ბი­ან შენს CV-ს, ანუ რა გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რა გის­წავ­ლია, სად­მე ხომ არ გი­მუ­შა­ვია და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასე იღე­ბენ,“ - გან­მარ­ტავს სან­დრო.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სა­ღებ უცხო­ელ სტუ­დენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, ამი­ტომ, ქარ­თველ­მა ბიჭ­მა ზუს­ტად არ იცო­და, მას­ზე არ­ჩე­ვანს შე­ა­ჩე­რებ­დნენ თუ არა, თუმ­ცა აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბი­სა და სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ ფიქ­რობ­და, რომ შან­სი ჰქონ­და.

მა­თე­მა­ტი­კით ბავ­შვო­ბა­ში და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც სან­დრო გან­მარ­ტავს, ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და, მა­თე­მა­ტი­კა კი ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, ამი­ტომ ცოდ­ნის გა­სამ­ყა­რებ­ლად მე-7 კლა­სი­დან სწავ­ლა სკო­ლა-პან­სი­ონ კო­მა­როვ­ში გა­აგ­რძე­ლა. მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კა­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბას დღე­ში 6-8 სა­ათს უთ­მობ­და, და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად კი, რო­გორც წესი, სხვებ­ზე ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბო­და.

სან­დროს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას რო­გორც ეროვ­ნულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მა­თე­მა­ტი­კა­სა და ფი­ზი­კა­ში უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბე­ბი მოჰ­ყვა: 1 ოქ­როს და 2 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე, ასე­ვე ოქ­როს, ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი ჟა­უ­ტი­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე. სან­დრო ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­დებ­შიც ლი­დე­რობ­და და მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ფი­ზი­კის ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­ზეც და­ი­კა­ვა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად აშშ-ში გა­ემ­გზავ­რე­ბა.

ოლიმ­პი­ა­დებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, 19 წლის სან­დრო სა­ა­თაშ­ვი­ლი კო­მა­რო­ვის სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის წრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და და თა­ვის ცოდ­ნას სხვა მოს­წავ­ლე­ებს უზი­ა­რებს.

„მა­თე­მა­ტი­კის წრე არის ისე­თი ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი აქვთ, უფრო რთუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა ის­წავ­ლონ, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა სკო­ლამ მის­ცეს. ამი­ტომ იკ­რი­ბე­ბა 10-20 ბავ­შვის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც უფრო რთულ ამო­ცა­ნებ­ზე ფიქ­რო­ბენ. ამ წრეს კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი აქვს - ბავ­შვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან და ისი­ნი, ვინც ამ ოლიმ­პი­ა­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და თა­ვი­ანთ პიკს მი­აღ­წი­ეს, ცოდ­ნას სხვებს უა­ზი­ა­რე­ბენ“ - აღ­ნიშ­ნავს სან­დრო.

მისი თქმით, დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია და მო­მა­ვალ­ში, რო­დე­საც მა­თე­მა­ტი­კო­სის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე­ბა, ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა და სწავ­ლე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

„ჩემს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში მა­თე­მა­ტი­კო­სო­ბა თუ შე­დის, ესე იგი სხვებ­საც უნდა ვას­წავ­ლო, რად­გან ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ მა­თე­მა­ტი­კოსს უწევს. თუ მა­თე­მა­ტი­კოს­მა სხვას არ ას­წავ­ლა, მა­შინ რის­თვის უმუ­შა­ვია?!“ - გვე­უბ­ნე­ბა სან­დრო სა­ა­თაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

19 წლის ქართველი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

19 წლის ქართველი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

19 წლის სანდრო საათაშვილი ერთ-ერთია იმ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებს შორის, ვინც ბოლო პერიოდში აშშ-სა და ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტებისგან სრული დაფინანსება მიიღეს. მან აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სწავლის გადასახადი 70 000 დოლარს აღწევს, სრული დაფინანსება მიიღო და სექტემბრიდან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.

1861 წელს დაარსებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT) მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში წლებია პირველ ადგილს არავის უთმობს. 2017 წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის 91 ნობელის ლაურეატია! გარდა ამისა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია. სასწავლებელი აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში მდებარეობს.

19 წლის სანდროს მიმართულება ჯერ არ აურჩევია, თუმცა თითქმის გადაწყვიტა, რომ არჩევანი მათემატიკაზე შეაჩეროს. საინტერესოა, რა გზა გაიარა ქართველმა ბიჭმა მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში მოსახვედრად - ამის შესახებ სანდრო საათაშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

„გამოცდის ჩაბარებას ძალიან დიდი მნიშვნლობა არ ენიჭება, ძალიან მაღალ ქულებს არ ითხოვენ. უნივერსიტეტში მიღების მთავარი მიზეზი წარსულის საოლიმპიადო წარმატებები გახდა, კერძოდ, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღებული ოქროს მედალი. ქულებზე უფრო მეტად აკვირდებიან შენს CV-ს, ანუ რა გაქვს გაკეთებული, რა გისწავლია, სადმე ხომ არ გიმუშავია და საბოლოო გადაწყვეტილებას ასე იღებენ,“ - განმარტავს სანდრო.

უნივერსიტეტში მისაღებ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ, ქართველმა ბიჭმა ზუსტად არ იცოდა, მასზე არჩევანს შეაჩერებდნენ თუ არა, თუმცა აპლიკაციის შევსებისა და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ ფიქრობდა, რომ შანსი ჰქონდა.

მათემატიკით ბავშვობაში დაინტერესდა. როგორც სანდრო განმარტავს, ტექნიკური საგნები ყოველთვის აინტერესებდა, მათემატიკა კი ყველაზე კარგად გამოსდიოდა, ამიტომ ცოდნის გასამყარებლად მე-7 კლასიდან სწავლა სკოლა-პანსიონ კომაროვში გააგრძელა. მხოლოდ მათემატიკაში მეცადინეობას დღეში 6-8 საათს უთმობდა, დავალებების შესასრულებლად კი, როგორც წესი, სხვებზე ნაკლები დრო სჭირდებოდა.

სანდროს შრომისმოყვარეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკასა და ფიზიკაში უდიდესი წარმატებები მოჰყვა: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ასევე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. სანდრო ეროვნულ ოლიმპიადებშიც ლიდერობდა და მათემატიკის მიმართულებით პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მან პირველი ადგილი ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზეც დაიკავა, რამდენიმე თვეში კი ცოდნის გასაღრმავებლად აშშ-ში გაემგზავრება.

ოლიმპიადებზე გამარჯვების შემდეგ, 19 წლის სანდრო საათაშვილი კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელი გახდა და თავის ცოდნას სხვა მოსწავლეებს უზიარებს.

„მათემატიკის წრე არის ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, უფრო რთული მათემატიკა ისწავლონ, ვიდრე შეიძლება, ამის საშუალება სკოლამ მისცეს. ამიტომ იკრიბება 10-20 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც უფრო რთულ ამოცანებზე ფიქრობენ. ამ წრეს კომაროვის სკოლაში კიდევ ერთი სტატუსი აქვს - ბავშვები საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ემზადებიან და ისინი, ვინც ამ ოლიმპიადებისთვის ემზადებოდნენ და თავიანთ პიკს მიაღწიეს, ცოდნას სხვებს უაზიარებენ“ - აღნიშნავს სანდრო.

მისი თქმით, დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება საინტერესო პროცესია და მომავალში, როდესაც მათემატიკოსის პროფესიას დაეუფლება, ლექციების კითხვა და სწავლება მისი ცხოვრების ნაწილი იქნება.

„ჩემს სამომავლო გეგმებში მათემატიკოსობა თუ შედის, ესე იგი სხვებსაც უნდა ვასწავლო, რადგან ლექციების ჩატარება ნებისმიერ მათემატიკოსს უწევს. თუ მათემატიკოსმა სხვას არ ასწავლა, მაშინ რისთვის უმუშავია?!“ - გვეუბნება სანდრო საათაშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ