მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

მსოფ­ლი­ოს 30-მდე ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლოდ გან­თავ­სდე­ბა მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სხვა უწყე­ბებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი რო­გორც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, შე­მეც­ნე­ბი­თი, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მვა­ში.

„პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ 100-ზე მეტი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია, ლექ­ცი­ა­თა ციკ­ლი და სა­გა­ზე­თო სტა­ტია. სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის მიერ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­ე­წყო­ბა პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო გა­მო­ფე­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მსოფ­ლი­ოს 30-მდე ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლოდ მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფე­ბი გან­თავ­სდე­ბა. უშუ­ა­ლოდ 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი დე­და­ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი. იგეგ­მე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩის გახ­სნა ვილ­ნი­უს­ში.

გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი ვა­შინგტონ­ში, ბრი­უ­სელ­ში, პა­რიზ­სა და ევ­რო­პის სხვა დე­და­ქა­ლა­ქებ­ში; წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ან­სამ­ბლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, აზი­ი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვაში.

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ მემორიალური დაფები განთავსდება. უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. იგეგმება ასევე საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

გაიმართება საქართველოს შესახებ კონფერენციები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში; წამყვანი ქართველი ხელოვანების და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები ევროპის დედაქალაქებში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები