მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაში შემონახული ლუდის გამოხდისა და მოხმარების ტრადიციები
მთაში შემონახული ლუდის გამოხდისა და მოხმარების ტრადიციები

ვის­გან უნ­და გად­მო­ე­ღოთ ქარ­თვე­ლებს ლუ­დის წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცია?! ყვე­ლა გზა ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­დის და ქარ­თუ­ლი ლუ­დის გე­ნე­ზი­სის უძ­ვე­ლე­სო­ბას ადას­ტუ­რებს. რა­ტომ შე­მო­ი­ნა­ხა მთამ ლუ­დის მოხ­მა­რე­ბის ჩვე­ვა და არა ბარ­მა, ეს უბ­რა­ლო მი­ზე­ზით აიხ­სნე­ბა: სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­თავ­რე­სი ყუ­რად­ღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი იყო ბა­რის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, ქარ­თული ეთ­ნოგ­რა­ფი­ული მეც­ნი­ე­რე­ბაც იმ ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც ვა­ზი ხა­რობს, ბა­რად მი­იჩ­ნევს, ხო­ლო სა­დაც არა - მთად.

კა­ხეთ­ში ხევ­სუ­რებს, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ხა­ტის მა­მუ­ლე­ბი გა­აჩ­ნდათ. იქ კა­ხე­ლებს ღვი­ნოს აყე­ნე­ბი­ნებ­დნენ და დი­დი ხა­ტო­ბი­სას ხევ­სუ­რეთ­ში აჰ­ქონ­დათ. მაგ­რამ ამას ფრაგ­მენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. მთი­ე­ლე­ბი: ხევ­სუ­რე­ბი, თუ­შე­ბი, მო­ხე­ვე­ე­ბი და ფშა­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ვი­ან­თი გა­მოხ­დი­ლი ლუ­დით დღე­სას­წა­უ­ლობ­დნენ. დღე­სას­წა­უ­ლი კი გა­გი­ხა­რია, საკ­მა­რი­სად იყო...

ლუ­დის გა­მოხ­დის ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ცუ­ლია ხევ­სუ­რეთ­სა და გან­სა­კუ­რე­ბით თუ­შეთ­ში. მას აქვს სე­ზო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი და და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი: თუ თუშს შულ­ტო­ბა (იგი­ვე დე­კა­ნო­ზო­ბა, აქ კი რი­ტუ­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა) მო­უ­წევს, იგი ვალ­დე­ბუ­ლია ავი­დეს სა­ლო­ცავ­ში, ლუ­დი მო­ა­დუ­ღოს და სად­ღე­სას­წა­უ­ლოდ მი­სულთ უმას­პინ­ძლოს. ხევ­სუ­რეთ­სა და ფშავ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ხა­ტი­სად­მი მა­მუ­ლის შე­წირ­ვის წე­სი. შემ­წირ­ვე­ლი, ერთ-ერ­თი დღე­ო­ბის დროს თა­ვი­სი მა­მუ­ლი­დან წა­მო­ი­ღებ­და ერთ მუ­ჭა მი­წას და საკ­ლავ­საც მი­უ­მა­ტებ­და. საკ­ლავს დაკ­ლავ­დნენ, შე­მომ­წი­რა­ვი მი­წას ხა­ტის ეზო­ში მო­აბ­ნევ­და და და­ი­ლო­ცე­ბო­და. ამის შემ­დეგ ეს კა­ცი მა­მულ­ზე ხელს იღებ­და და იგი უკ­ვე ხა­ტის სა­კუთ­რე­ბად ით­ვლე­ბო­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მთაში შემონახული ლუდის გამოხდისა და მოხმარების ტრადიციები

მთაში შემონახული ლუდის გამოხდისა და მოხმარების ტრადიციები

ვისგან უნდა გადმოეღოთ ქართველებს ლუდის წარმოების ტრადიცია?! ყველა გზა ძველი აღმოსავლეთისკენ მიდის და ქართული ლუდის გენეზისის უძველესობას ადასტურებს. რატომ შემოინახა მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა და არა ბარმა, ეს უბრალო მიზეზით აიხსნება: საქართველოში უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. სხვათა შორის, ქართული ეთნოგრაფიული მეცნიერებაც იმ ტერიტორიას, სადაც ვაზი ხარობს, ბარად მიიჩნევს, ხოლო სადაც არა - მთად.

კახეთში ხევსურებს, არცთუ იშვიათად, ხატის მამულები გააჩნდათ. იქ კახელებს ღვინოს აყენებინებდნენ და დიდი ხატობისას ხევსურეთში აჰქონდათ. მაგრამ ამას ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. მთიელები: ხევსურები, თუშები, მოხევეები და ფშაველები ძირითადად თავიანთი გამოხდილი ლუდით დღესასწაულობდნენ. დღესასწაული კი გაგიხარია, საკმარისად იყო...

ლუდის გამოხდის ტრადიცია საქართველოში დღეს ყველაზე კარგად დაცულია ხევსურეთსა და განსაკურებით თუშეთში. მას აქვს სეზონური ხასიათი და დაკანონებული ვალდებულებები: თუ თუშს შულტობა (იგივე დეკანოზობა, აქ კი რიტუალის ხელმძღვანელობა) მოუწევს, იგი ვალდებულია ავიდეს სალოცავში, ლუდი მოადუღოს და სადღესასწაულოდ მისულთ უმასპინძლოს. ხევსურეთსა და ფშავში გავრცელებული იყო ხატისადმი მამულის შეწირვის წესი. შემწირველი, ერთ-ერთი დღეობის დროს თავისი მამულიდან წამოიღებდა ერთ მუჭა მიწას და საკლავსაც მიუმატებდა. საკლავს დაკლავდნენ, შემომწირავი მიწას ხატის ეზოში მოაბნევდა და დაილოცებოდა. ამის შემდეგ ეს კაცი მამულზე ხელს იღებდა და იგი უკვე ხატის საკუთრებად ითვლებოდა. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ