მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა შემცირდა. როგორც Allnews.ge-ს თბილისში მდებარე მეორადი მაღაზიებისა და საწყობების მფლობელთა ნაწილმა განუცხადა, მათი მოგება ბოლო პერიოდში თანდათან მცირდება.
ბიზნესი, რომელიც წლების წინ ყვაოდა, ახლა გადარჩენისთვის იბრძვის. მაღაზიებისა და საწყობების მეპატრონეთა უმეტესობა განმარტავს, რომ ბაზარზე კრიზისი 2010-2012 წლებიდან დაიწყო, როდესაც მეორადი ტანსაცმლის რეალიზატორთა რაოდენობა გაიზარდა, კონკურენციის შედეგად ფასი შემცირდა, იმპორტირების ხარჯები კი, ვალუტის კურსის გათვალისწინებით გაიზარდა.
მათივე თქმით, მოთხოვნა ძირითადად, მაღალი ხარისხის მეორად პროდუქციაზეა."დაახლოებით 4 წელია გავჩერდი, არადა ამ ბიზნესში უკვე 15 წელია ვარ. მიზეზი ის არის, რომ მეორადი ტანსაცმლის იმპორტი ძალიან ბევრმა დაიწყო და ფინანსური პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი იმ ქვეყნების ეკონომიკური კრიზისიც გახდა, საიდანაც ტანსაცმელი შემოგვაქვს. რა თქმა უნდა, ხარისხიანი პროდუქცია უნდა შემოვიტანოთ, უხარისხო არ იყიდება, იმ ქვეყნებში კი, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს, 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ხარისხიანი ტანსაცმელს მოძიება გართულდა. განაგრძეთ კითხვა