პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაკვეთილების შემცირებული დრო და განახლებული სახელმძღვანელოები - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს
გაკვეთილების შემცირებული დრო და განახლებული სახელმძღვანელოები - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან მე­ო­რე კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი 5 წუ­თით შემ­ცირ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის თე­მის“ ეთერ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

გი­გა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, პირ­ვე­ლი­დან მე-6 კლა­სამ­დე ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ინერ­გე­ბა, რომ­ლის ერთ-ერთი ნა­წი­ლი ნაკ­ლე­ბად დამ­ღლე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სია.

„წელს, და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, პირ­ვე­ლი­დან მე-6 კლა­სამ­დე ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ინერ­გე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა კლას­ში გვექ­ნე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ტექ­ნი­კუ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მით. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი შე­მო­დის. რაც მთა­ვა­რია ისი­ნი გან­ტვირ­თუ­ლია და ასაკ­თან მე­ტად არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი - ნაკ­ლე­ბი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბია, უფრო მე­ტად აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია საკ­ლა­სო და სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ელექტრო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც უფრო აქ­ტი­ურს გახ­დის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. თი­თო­ე­ულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს და მას­წავ­ლებ­ლის სარ­ე­კო­მენ­და­ციო წიგნს ასე­თი რე­სურ­სე­ბი ახ­ლავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი. იმე­დი გვაქვს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით, ასე­ვე მე­ო­რე კლა­სე­ლე­ბის­თვის 5 წუ­თით შემ­ცი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით, რაც ერთ-ერთი მიდ­გო­მაა, რომ ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი არ იყოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი - ახა­ლი სას­წავ­ლო წელი 17 სექ­ტემ­ბერს სკო­ლა­ში მი­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

ჩვენ გვინ­და მოს­წავ­ლეს ვას­წავ­ლოთ სწავ­ლის სწავ­ლა, რომ მე­ტად იყოს უნა­რებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად - და­ზე­პი­რე­ბა­ზე; მე­ტად აზ­როვ­ნე­ბა­სა და ლო­გი­კა­ზე და ნაკ­ლე­ბად - ტვიტრთად­ქ­ცე­ულ და­ვა­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს არა­ფერს აძ­ლევს“, - გა­ნა­ცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.

00:00 / 00:00

გაკვეთილების შემცირებული დრო და განახლებული სახელმძღვანელოები - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

გაკვეთილების შემცირებული დრო და განახლებული სახელმძღვანელოები - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს

ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის ინფორმაციით, წელს დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ნაკლებად დამღლელი საგაკვეთილო პროცესია.

„წელს, დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი - ნაკლები საშინაო დავალებებია, უფრო მეტად აქცენტი გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული რესურსები, რომელიც უფრო აქტიურს გახდის საგაკვეთილო პროცესს, იქნება მრავალფეროვანი. თითოეულ სახელმძღვანელოს და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს ასეთი რესურსები ახლავს. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით, ასევე მეორე კლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, რაც ერთ-ერთი მიდგომაა, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს საგაკვეთილო პროცესი - ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს სკოლაში მისული მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

ჩვენ გვინდა მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად - დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად - ტვიტრთადქცეულ დავალებებზე, რომელიც მოსწავლეს არაფერს აძლევს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ