Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოაშოროთ „ნეგატიური სტატუსი“ თქვენს საკრედიტო ისტორიას?
როგორ უნდა მოაშოროთ „ნეგატიური სტატუსი“ თქვენს საკრედიტო ისტორიას?

ფი­ზი­კურ პი­რებს, რომ­ლებ­საც ერთხელ მა­ინც უსარ­გებ­ლი­ათ სა­ბან­კო, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ან ონ­ლა­ინ-სეს­ხე­ბის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­დუქ­ტით, საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია აქვთ. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ფა­რეთ ესა თუ ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ხომ არ გა­და­ა­ცი­ლეთ გა­დახ­დის გრა­ფიკს, ან პი­რი­ქით წინსმწრე­ბით და­ფა­რეთ და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი „კრე­დიტ-ინფო სა­ქარ­თვე­ლოს“ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში ინა­ხე­ბა.

არ­სე­ბობს ორი სა­ხის კა­ტე­გო­რი­ის ის­ტო­რი­ე­ბი - პო­ზი­ტი­უ­რი და ნე­გა­ტი­უ­რი. ბუ­ნებ­რი­ვია, პო­ზი­ტი­უ­რი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა ისარ­გებ­ლა ამა თუ იმ სა­ბან­კო პრო­დუქ­ტით და წარ­მა­ტე­ბით და­ფა­რა. ხოლო თუ ადა­მი­ა­ნი გა­დახ­დებს აგ­ვი­ა­ნებ­და, ან ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­ნე­ბა ერი­ცხე­ბა, რო­მელ­საც არ იხ­დის, ავ­ტო­მა­ტუ­რად ხვდე­ბა ნე­გა­ტი­ურ ბა­ზა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შემ­თხვე­ვის დროს, როცა მას ისევ დას­ჭირ­დე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი­დან ფუ­ლის სეს­ხე­ბა ან სწრა­ფი სეს­ხის აღე­ბა რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ი­დან, მისი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს და დიდი ალ­ბა­თო­ბით, სესხს ვერ მი­ი­ღებს.

„კრე­დიტ-ინ­ფოს“ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ ბა­ზა­ში საკ­რე­დი­ტო ჩა­ნა­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ამ ეტა­პის­თვის კი ბა­ზა­ში სულ 24 687 694 ჩა­ნა­წე­რია, რაც წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 4 მი­ლი­ო­ნით არის გაზ­რდი­ლი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სულ აქ­ტი­უ­რი 5 880 113 სეს­ხია. უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 6,3% გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­როა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს 6% და არა­მარ­ტო, „ნე­გა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის“ მა­ტა­რე­ბე­ლია ან რო­დეს­მე ატა­რებ­და ამ სტა­ტუსს.

თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა მა­შინ, როცა ფი­ზი­კუ­რი პირი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გა­ის­ტუმ­რებს. ხში­რად ჩნდე­ბა კი­თხვა, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ უნდა ამო­ვიდ­ნენ უარ­ყო­ფი­თი ბა­ზი­დან და მო­მა­ვალ­ში და­უბ­რკო­ლებ­ლად რო­გორ ისარ­გებ­ლონ სა­ბან­კო პრო­დუქ­ტით.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა“ აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვით „კრე­დიტ-ინფო სა­ქარ­თვე­ლოს“ მი­მარ­თა, სა­დაც გან­გვი­მარ­ტეს, რომ ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბას „ნე­გა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სი“ სეს­ხის და­ფარ­ვის­თა­ნა­ვე უუქ­მდე­ბა, თუმ­ცა რჩე­ბა სტა­ტუ­სი - „იყო ნე­გა­ტი­უ­რი“, რაც ბა­ზი­დან მხო­ლოდ 5 წლის შემ­დეგ ქრე­ბა.

„თუ კლი­ენტს აქვს მიმ­დი­ნა­რე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რომ­ლის გა­დახ­და და­აგ­ვი­ა­ნა 30 დღე­ზე მე­ტით, მა­შინ მას ენი­ჭე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სი „არის ნე­გა­ტი­უ­რი“ და სა­ნამ პირი არ გა­და­იხ­დის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას, მა­ნამ­დე ექ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი. თუ პირ­მა გა­და­ი­ხა­და ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, გა­დახ­დის­თა­ნა­ვე „არის ნე­გა­ტი­უ­რი“ სტა­ტუ­სის შეც­ვლა ხდე­ბა ახა­ლი „იყო ნე­გა­ტი­უ­რი“ სტა­ტუ­სით წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ უნდა მოაშოროთ „ნეგატიური სტატუსი“ თქვენს საკრედიტო ისტორიას?

როგორ უნდა მოაშოროთ „ნეგატიური სტატუსი“ თქვენს საკრედიტო ისტორიას?

ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ერთხელ მაინც უსარგებლიათ საბანკო, მიკროსაფინანსო ან ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციის პროდუქტით, საკრედიტო ისტორია აქვთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაფარეთ ესა თუ ის ვალდებულება, ხომ არ გადააცილეთ გადახდის გრაფიკს, ან პირიქით წინსმწრებით დაფარეთ და ა.შ. ეს ყველაფერი „კრედიტ-ინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ინახება.

არსებობს ორი სახის კატეგორიის ისტორიები - პოზიტიური და ნეგატიური. ბუნებრივია, პოზიტიური გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა ისარგებლა ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით და წარმატებით დაფარა. ხოლო თუ ადამიანი გადახდებს აგვიანებდა, ან ახლაც მიმდინარე დავალინება ერიცხება, რომელსაც არ იხდის, ავტომატურად ხვდება ნეგატიურ ბაზაში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს, როცა მას ისევ დასჭირდება კომერციული ბანკიდან ფულის სესხება ან სწრაფი სესხის აღება რომელიმე კომპანიიდან, მისი საკრედიტო ისტორია უარყოფითად იმოქმედებს და დიდი ალბათობით, სესხს ვერ მიიღებს.

„კრედიტ-ინფოს“ სტატისტიკური მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპისთვის კი ბაზაში სულ 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონით არის გაზრდილი. დღეის მდგომარეობით, სულ აქტიური 5 880 113 სესხია. უახლესი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 6% და არამარტო, „ნეგატიური სტატუსის“ მატარებელია ან როდესმე ატარებდა ამ სტატუსს.

თუმცა საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ფიზიკური პირი ვალდებულებას გაისტუმრებს. ხშირად ჩნდება კითხვა, ადამიანები როგორ უნდა ამოვიდნენ უარყოფითი ბაზიდან და მომავალში დაუბრკოლებლად როგორ ისარგებლონ საბანკო პროდუქტით.

„ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნული კითხვით „კრედიტ-ინფო საქართველოს“ მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას „ნეგატიური სტატუსი“ სესხის დაფარვისთანავე უუქმდება, თუმცა რჩება სტატუსი - „იყო ნეგატიური“, რაც ბაზიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ ქრება.

„თუ კლიენტს აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, რომლის გადახდა დააგვიანა 30 დღეზე მეტით, მაშინ მას ენიჭება ნეგატიური სტატუსი „არის ნეგატიური“ და სანამ პირი არ გადაიხდის ვადაგადაცილებულ დავალიანებას, მანამდე ექნება აღნიშნული სტატუსი. თუ პირმა გადაიხადა ვადაგადაცილებული დავალიანება, გადახდისთანავე „არის ნეგატიური“ სტატუსის შეცვლა ხდება ახალი „იყო ნეგატიური“ სტატუსით წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ