ავტორი:

ქართული აპლიკაცია, რომლის საშუალებით ავიაბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად შეიძენთ

ქართული აპლიკაცია, რომლის საშუალებით ავიაბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად შეიძენთ

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემდეგ ევოკავშირის ქვეყნებში მოგზაურთა რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება, ტურისტთა დიდი ნაწილი კი სასურველი ადგილების მონახულებას დაბალი ბიუჯეტით არჩევს.

დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობას ხელმისაწვდომი ფასის მქონე ავიაბილეთების შერჩევით ვიწყებთ, რაშიც როგორ გამოცდილი მოგზაურების რჩევები, ისე პროფესიონალების მიერ შექმნილი ქართული აპლიკაციებიც გვეხმარება. კერძოდ, აპლიკაცია Aviabiletebi.org, რომელიც როგორც კომპიუტერის, ისე IOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მოგზაურების მსურველებს სხვადასხვა საიტებზე განთავსებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე ავიაბილეთების პოვნაში ეხმარება.

როგორც კომპანიის დირექტორი, მალხაზ კევლიშვილი აღნიშნავს, Aviabiletebi.org მსოფლიოში 100-ზე მეტ ონლაინ სააგენტოსთან და 720-ზე მეტ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს, რომელთა მიერ გამოცხადებული ფასების ნახვაც ერთი ძიებითაა შესაძლებელი. ძიების შემდეგ სისტემა ავიაბილეთების ფასებს ადარებს და მოგზაურობის მსურველს ყველაზე მცირე ფასის მქონე ბილეთს სთავაზობს, ასე რომ, თუ დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობას გეგმავთ, ეს აპლიკაცია სწორედ თქვენთვისაა.

„კომპანიის სანდოობა ძალიან მაღალია, დაარსების დღიდან 9 000-ზე მეტი ავიაბილეთი გვაქვს გაყიდული და ბილეთების შეძენისას არცერთ მომხმარებელს არანაირი პრობლემა არ შექმნია, რასაც მოწმობს კომპანიის მაღალი შეფასებები სოციალურ ქსელ Facebook-ში. ავიაბილეთების მოძიებას მაქსიმუმ 20 წამი, ხოლო დაჯავშნას 3 წუთი სჭირდება. მობილური აპლიკაციით სარგებლობისას კი ეს დრო კიდევ უფრო მცირდება,“ - განმარტავს მალხაზ კევლიშვილი.

მისივე თქმით, აპლიკაციის შექმნის მიზანი დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის მსურველთათვის სასურველი ბილეთის მოძიება იყო. გარდა ამისა, Aviabiletebi.org ორინეტირებულია ინოვაციებზეც.

„მაგალითად, ძალიან ცოტა კომპანიას აქვს ონლაინ სერვისი, ანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციას კი მომხმარებლებს თითქმის არავინ არ სთავაზობს, შესაბამისად, ვისაც ავიაბილეთების მოძებნა მობილური ტელეფონით ურჩევნია, მისთვის ჩვენი სერვისი ძალიან კომფორტულია. ქართულ ბაზარზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მოუხერხებლად მიგვაჩნდა, რადგან არ იყო ვებგვერდი, რომელიც იმ მომხმარებლებისთვის მისაღები იქნებოდა. სწორედ ამიტომ შევქმენით სისტემა, რომელიც ამ ბაზარზე არსებულ ფასებს ცოტა დაარეგულირებდა და ავიაბილეთების შეძენასა და მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომს გახდიდა,“ - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

მალხაზ კევლიშვილის ინფორმაციით, აპლიკაციას ანდროიდის 3055, ხოლო IOS-ის 5950 მომხმარებელი უკვე ენდობა, მათი რიცხვი კი დღითი დღე იზრდება. მისივე თქმით, აპლიკაციის მეშვეობით სასტუმროები ზუსტად იგივე პრინციპით შეგიძლიათ დაჯავშნოთ, რომელთა ფასებიც ცნობილი დაჯავშნის სისტემებზე 10%-ით იაფია.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის