რა მდგომარეობაშია ზემო ვეძისში სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი ადამიანი

რა მდგომარეობაშია ზემო ვეძისში სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი ადამიანი

ზემო ვეძისში გუშინ სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი ადამიანიდან ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ფილტვში მიყენებული ჭრილობის გამო გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

გუშინ, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრეს, მათგან სამს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. ისინი პალატებში განაგრძობენ მკურნალობას.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი