პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს - კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები
სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს - კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „ფე­ის­ბუ­ქის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი აშშ-ს სე­ნა­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი­სა და ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის წი­ნა­შე წარ­სდგა. ცუ­კერ­ბერ­გის სე­ნა­ტო­რებ­თან სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა იყო.

„ფე­ის­ბუ­ქის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს კა­ნონ­მდებ­ლე­ბი 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უს­მენ­დნენ, მათ­მა კი­თხვებ­მა კი მე­დია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ა­ოგ­ნა.

Mashable წერს, რომ ასა­კო­ვა­ნი სე­ნა­ტო­რე­ბი ცუ­კერ­ბერგს ძა­ლი­ან "ძველ" კი­თხვებს უს­ვამ­დნენ.

სე­ნა­ტორ­მა პატ­რიკ ლიჰ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელს აჩ­ვე­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის ამო­ნა­ბეჭ­დე­ბი და კი­თხა, იყო თუ არა ეს ჯგუ­ფე­ბი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და. სე­ნა­ტო­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ცუ­კერ­ბე­გი "ფე­ის­ბუქ­ზე" ყვე­ლა პოსტს კი­თხუ­ლობს.

სე­ნა­ტო­რი ორინ ჰეჩი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ შო­უ­ლობს ფულს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბაც უფა­სოა. ცუ­კერ­ბერ­გმა მას რეკ­ლა­მე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო.

თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არა მხო­ლოდ ასა­კო­ვან სე­ნა­ტო­რებს აქვთ - 45 წლის კა­ნონ­მდე­ბელ­მა ბრა­ი­ან შაც­მა იკი­თხა, ხე­დავს თუ არა "ფე­ის­ბუ­ქი" WhatsApp-ის პი­რად მი­მო­წე­რას. ცუ­კერ­ბერ­გმა გა­ნუ­მარ­ტა, რომ მი­მო­წე­რა და­შიფ­რუ­ლია და სხვა კომ­პა­ნი­ებს მისი წა­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ.

"ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, რომ კა­ნონ­მდებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის ბერ­კე­ტე­ბი აქვთ, სრუ­ლე­ბით ვერ ერ­კვე­ვი­ან ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში.

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გა­ირ­კვა, რომ კომ­პა­ნია Cambridge Analytica-მ, რო­მე­ლიც მიზ­ნობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, 87 მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რებ­ლის მო­ნა­ცე­მებ­ზე მი­ი­ღო წვდო­მა.

„ფე­ის­ბუ­ქის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რუ­სე­თის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ჯგუ­ფებ­თან „გა­მა­ლე­ბულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში“ არი­ან ჩარ­თუ­ლი. ამ ჯგუ­ფებს სურთ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რსა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნონ“, - გა­ნა­ცხა­და ცუ­კერ­ბერ­გმა.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო ზომა, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა მი­მარ­თა, იყო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა, რო­მელ­საც ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია.

„ეს "გა­მა­ლე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბაა". ისი­ნი უფრო კარ­გად მუ­შა­ო­ბას ეც­დე­ბი­ან, ჩვენც იმა­ვეს გა­კე­თე­ბა გვმარ­თებს“, - აღ­ნიშ­ნა ცუ­კერ­ბერ­გმა.

00:00 / 00:00

სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს - კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები

სენატორებმა ცუკერბერგი გააოგნეს - კანონმდებლების ყველაზე უცნაური კითხვები

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა. ცუკერბერგის სენატორებთან საუბრის მთავარი თემა სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება იყო.

„ფეისბუქის“ დამფუძნებელს კანონმდებლები 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ, მათმა კითხვებმა კი მედია, სოციალური ქსელები და ჟურნალისტები გააოგნა.

Mashable წერს, რომ ასაკოვანი სენატორები ცუკერბერგს ძალიან "ძველ" კითხვებს უსვამდნენ.

სენატორმა პატრიკ ლიჰმა სოციალური ქსელის დამფუძნებელს აჩვენა "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფების ამონაბეჭდები და კითხა, იყო თუ არა ეს ჯგუფები რუსული პროპაგანდა. სენატორი დარწმუნებულია, რომ ცუკერბეგი "ფეისბუქზე" ყველა პოსტს კითხულობს.

სენატორი ორინ ჰეჩი დაინტერესდა, როგორ შოულობს ფულს სოციალური ქსელი, რომლის მოხმარებაც უფასოა. ცუკერბერგმა მას რეკლამების შესახებ უამბო.

თუმცა, სოციალური ქსელის მუშაობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ასაკოვან სენატორებს აქვთ - 45 წლის კანონმდებელმა ბრაიან შაცმა იკითხა, ხედავს თუ არა "ფეისბუქი" WhatsApp-ის პირად მიმოწერას. ცუკერბერგმა განუმარტა, რომ მიმოწერა დაშიფრულია და სხვა კომპანიებს მისი წაკითხვის საშუალება არ აქვთ.

"ტვიტერის" მომხმარებლების შეფასებით, ძალიან უხერხულია, რომ კანონმდებლები, რომლებსაც ტექნოლოგიების დარეგულირების ბერკეტები აქვთ, სრულებით ვერ ერკვევიან ტექნოლოგიებში.

მიმდინარე წლის აპრილში გაირკვა, რომ კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის გავრცელებით არის დაკავებული, 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე მიიღო წვდომა.

„ფეისბუქის“ თანამშრომლები რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „გამალებულ შეიარაღებაში“ არიან ჩართული. ამ ჯგუფებს სურთ, სოციალური ქსელი საზოგადოებრივ აზრსა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენონ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, ბოლო ზომა, რომელსაც სოციალურმა ქსელმა მიმართა, იყო ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრება, რომელსაც ყალბი პროფილების იდენტიფიცირება შეუძლია.

„ეს "გამალებული შეიარაღებაა". ისინი უფრო კარგად მუშაობას ეცდებიან, ჩვენც იმავეს გაკეთება გვმართებს“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.