Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაწყდება რუსეთ-ამერიკის მოთმინების ძაფი სირიაში?
სად გაწყდება რუსეთ-ამერიკის მოთმინების ძაფი სირიაში?

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კას აქვს ბევ­რი ვა­რი­ან­ტი, რათა სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას სამ­ხედ­რო პა­სუ­ხი გას­ცეს... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კი, და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ამე­რი­კის მთავ­რო­ბამ ასა­დის რე­ჟიმს 24 სა­ა­თი­ა­ნი ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სი­რი­ის არ­მი­ამ ია­რა­ღი უნდა და­ყა­როს, მთავ­რო­ბა კი ოპო­ზი­ცი­ურ სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფალ არ­მი­ას ჩა­ბარ­დეს. წი­ნაღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კა სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ობი­ექ­ტებ­ზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ასა­დის მთავ­რო­ბა მუ­ა­მარ კა­და­ფის ბედს გა­ი­ზი­ა­რებს.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 აპ­რილს, სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის ალ­ყა­ში მყო­ფი, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტის რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ დუ­მა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი, რო­მელ­საც ასზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

სამ­ხედ­რო, მი­მომ­ხილ­ვე­ლის ვოლ­ფგანგ ჰან­სო­ნის შე­ფა­სე­ბით, სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ასა­დი ფაქ­ტობ­რი­ვად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მას ვე­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს. მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ თუ ასა­დი უახ­ლო­ეს დრო­ში არ და­ტო­ვებ­და სი­რი­ას, მა­შინ უფრო მკაცრ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­და­ვი­დო­და.

"თუმ­ცა, თუ ტრამ­პი მა­სი­ურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­დას­ვლას აპი­რებს, მა­შინ ის ძა­ლი­ან რის­კავს..."- წერს ჰან­სო­ნი.

მან გა­სუ­ლი წლის შემ­თხვე­ვაც გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ხან შე­ი­ზუ­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში ასე­ვე ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. მა­შინ ტრამპმა სა­პა­სუ­ხოდ, სი­რი­ის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი და­ბომ­ბა.

"ასეთ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თით­ქოს ბა­შარ ასა­დი გრძნობს, რომ ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბა ახ­ლოა. თუმ­ცა რას ეყ­რდნო­ბა მისი იმე­დი, გა­ურ­კვე­ვე­ლია... დიქ­ტა­ტორ­მა, ამ 5-წლი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნა. უამ­რა­ვი კრი­ტი­კის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოგ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პრო­ტეს­ტი­სა და წი­ნა­აღ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც ინარ­ჩუ­ნებს პო­ზი­ცი­ას.

ასა­დის რე­ჟი­მი და რუ­სე­თი მუდ­მი­ვად უარ­ყო­ფენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ის, რომ სი­რი­ე­ლი დიქ­ტა­ტო­რი გა­ნაგ­რძობს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ რის­კე­ბი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, იქამ­დე, ვიდ­რე მას ხელს არ ჩა­ავ­ლე­ბენ და ჰა­ა­გის წი­ნა­შე არ წას­დგე­ბა" – წერს სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი.

სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად და რის ფა­სად არის ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი. ერ­თა­დერ­თი, რი­სიც მას ახლა რე­ა­ლუ­რად უნდა ეში­ნო­დეს, არის ამე­რი­კის, ის­რა­ე­ლის ან თუნ­დაც სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც მის­კენ ან სი­რი­ის არ­მი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

"ვი­თა­რე­ბას არ­თუ­ლებს ის, რომ ტრამ­პი ინ­სტიქ­ტუ­რად მოქ­მე­დებს და ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იყო ხან-შე­უ­ხუ­ნის ფაქ­ტის შემ­დეგ მისი სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი - ღირ­სია, და­უნ­დო­ბელ­მა ასად­მა ამა­ზე პა­სუ­ხი ძვი­რად აგოს," – და­წე­ე­რა მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში.

სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ტრამ­პი მა­სი­ურ სა­რა­კე­ტო და­ბომბვას და­ი­წყებს და ამ შე­ტა­კე­ბი­სას რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბიც და­ზა­რალ­დე­ბი­ან, მა­შინ რუ­სე­თი მათ უპა­სუ­ხებს... ეს კი ნიშ­ნავს, რომ სი­რი­ა­ში ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის ღია სამ­ხედ­რო კონფრონ­ტა­ცია და­ი­წყო, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის გან­სა­ზღვრა კი რთუ­ლია.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კა მარ­თლაც წა­ვი­და სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებ­ზე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს რუ­სე­თი, რო­მე­ლიც ასადს ზურგს უმაგ­რებს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ცნო­ბით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, 10 აპ­რილს მოს­კო­ვი გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შეს­თა­ვა­ზებს რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის სა­კუ­თარ ვა­რი­ანტს, დუ­მა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის სა­ვა­რა­უ­დო გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. 9 აპ­რილს, აშშ-მა გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს სი­რი­ის ქა­ლაქ დუ­მა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სად გაწყდება რუსეთ-ამერიკის მოთმინების ძაფი სირიაში?

სად გაწყდება რუსეთ-ამერიკის მოთმინების ძაფი სირიაში?

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკას აქვს ბევრი ვარიანტი, რათა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას სამხედრო პასუხი გასცეს... რამდენიმე საათის წინ კი, დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ამერიკის მთავრობამ ასადის რეჟიმს 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რომლის თანახმადაც, სირიის არმიამ იარაღი უნდა დაყაროს, მთავრობა კი ოპოზიციურ სირიის თავისუფალ არმიას ჩაბარდეს. წინაღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა სირიის სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმას განახორციელებს და ასადის მთავრობა მუამარ კადაფის ბედს გაიზიარებს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, 7 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების ალყაში მყოფი, აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამხედრო, მიმომხილველის ვოლფგანგ ჰანსონის შეფასებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასადი ფაქტობრივად, დარწმუნებულია, რომ მას ვერავინ შეაჩერებს. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ თუ ასადი უახლოეს დროში არ დატოვებდა სირიას, მაშინ უფრო მკაცრ მოქმედებებზე გადავიდოდა.

"თუმცა, თუ ტრამპი მასიურ მოქმედებებზე გადასვლას აპირებს, მაშინ ის ძალიან რისკავს..."- წერს ჰანსონი.

მან გასული წლის შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც ხან შეიზუნის პროვინციაში ასევე ქიმიური იარაღის გამოყენებას ასეულობით ადამიანი შეეწირა. მაშინ ტრამპმა საპასუხოდ, სირიის სამხედრო აეროდრომი დაბომბა.

"ასეთ მძიმე სიტუაციაში, თითქოს ბაშარ ასადი გრძნობს, რომ ამ ომში გამარჯვება ახლოა. თუმცა რას ეყრდნობა მისი იმედი, გაურკვეველია... დიქტატორმა, ამ 5-წლიანი ომის განმავლობაში, ქიმიური იარაღი რამდენჯერმე გამოიყენა. უამრავი კრიტიკის, საერთაშორისო ოგრანიზაციების პროტესტისა და წინააღდეგობის მიუხედავად, ის მაინც ინარჩუნებს პოზიციას.

ასადის რეჟიმი და რუსეთი მუდმივად უარყოფენ ინფორმაციას ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ის, რომ სირიელი დიქტატორი განაგრძობს დანაშაულის ჩადენას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რისკები ჯერ კიდევ არსებობს, იქამდე, ვიდრე მას ხელს არ ჩაავლებენ და ჰააგის წინაშე არ წასდგება" – წერს სამხედრო მიმომხილველი.

სხვა საკითხია, რამდენად და რის ფასად არის ეს შესაძლებელი. ერთადერთი, რისიც მას ახლა რეალურად უნდა ეშინოდეს, არის ამერიკის, ისრაელის ან თუნდაც სხვა სახელმწიფოების საჰაერო თავდასხმა, რომელიც მისკენ ან სირიის არმიისკენ არის მიმართული.

"ვითარებას ართულებს ის, რომ ტრამპი ინსტიქტურად მოქმედებს და ამის ნათელი მაგალითი იყო ხან-შეუხუნის ფაქტის შემდეგ მისი საპასუხო ნაბიჯი - ღირსია, დაუნდობელმა ასადმა ამაზე პასუხი ძვირად აგოს," – დაწეერა მან სოციალური ქსელში.

სამხედრო მიმომხილველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი მასიურ სარაკეტო დაბომბვას დაიწყებს და ამ შეტაკებისას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებიც დაზარალდებიან, მაშინ რუსეთი მათ უპასუხებს... ეს კი ნიშნავს, რომ სირიაში ამერიკასა და რუსეთს შორის ღია სამხედრო კონფრონტაცია დაიწყო, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა კი რთულია.

რუსული მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა მართლაც წავიდა სარაკეტო დარტყმებზე, საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი, რომელიც ასადს ზურგს უმაგრებს.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, 10 აპრილს მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოს შესთავაზებს რეზოლუციის პროექტის საკუთარ ვარიანტს, დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამოსაძიებლად. 9 აპრილს, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც მოითხოვს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამოუკიდებელ გამოძიებას.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე