მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ ელიზბარაშვილის კომენტარი სკანდალურ ვიდეოებზე - რატომ ხურავს ბიზნესმენი ძაღლების თავშესაფარს
თამაზ ელიზბარაშვილის კომენტარი სკანდალურ ვიდეოებზე - რატომ ხურავს ბიზნესმენი ძაღლების თავშესაფარს

ბიზ­ნეს­მე­ნი თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარს ხუ­რავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბიზ­ნეს­მენ­მა და ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რის და­მა­არ­სე­ბელ­მა ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო, სა­ვა­რა­უ­დოდ მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი ვი­დეო გავ­რცელ­და - რო­გორ აყე­ნებს სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი თავ­შე­საფ­რის თა­ნამ­რომ­ლებს. ამას­თან, ფე­ის­ბუქ­ზე კი­დევ ერთი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი კო­მენ­ტა­ტორ დიმა ობო­ლა­ძე ელა­პა­რა­კე­ბა.

ვი­დე­ო­ში ობო­ლა­ძე სა­გუ­რა­მო­ში ნა­პოვ­ნი ლეკ­ვე­ბის შე­სა­ხებ ურე­კავს ელიზ­ბა­რაშ­ვილს და მათ თავ­შე­სა­ფარ­ში და­ტო­ვე­ბას სთხოვს. თავ­შე­საფ­რის მფლო­ბე­ლი მას აგ­რე­სი­უ­ლად მი­მარ­თავს: "თუ საყ­ვი­რი იქ­ნე­ბი და­გიყ­ვი­რებ კი­დეც, და­მა­ცა­დე... არ უნდა გი­თხრა ახლა საყ­ვე­დუ­რი ვაკე-სა­ბურ­თა­ლო­ზე ვარო? მანდ არის თავ­შე­სა­ფა­რი? 2015 წლის 13 ივ­ნი­სი შენ არ გა­გი­გია ალ­ბათ, მანდ ჩემი 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­იხ­რჩო ბიჭო! გა­მი­ნად­გუ­რა ყვე­ლა­ფე­რი წყალ­მა. ვინ გა­მო­გიშ­ვა ძმაო? ტე­ლე­ვი­ზო­რი არ იცი, გა­ზე­თი არ წა­გი­კი­თხია, არა­ფე­რი გა­გი­გია ჩვენ შე­სა­ხებ? რა უნდა ვუყო ახლა ამას... აზ­რზე ხართ, ბ...შვი­ლი ვიყო?!" - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი ობო­ლა­ძეს და უცენ­ზუ­რო სი­ტყვებს იყე­ნებს სა­უბ­რი­სას.

"რე­ი­ტინ­გი" თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი სთხო­ვა:

"იცით 2015 წელს სტი­ქი­ამ რო­გორ და­მა­ზა­რა­ლა, ფაქ­ტი­უ­რად სრუ­ლად გა­ნად­გურ­და ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი. მე სტი­ქი­ამ ვერ გამ­ტე­ხა, ხალ­ხს არა­ერ­თხელ მო­ვუ­წო­დე გვერ­დით და­მი­დე­ქით-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ვინ არ და­მიდ­გა გვერ­დით. ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ავა­შე­ნე მე­ო­რე თავ­შე­სა­ფა­რი, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ჯი­ბით გა­ვა­კე­თე... ის კად­რე­ბი რაც დღეს გავ­რცელ­და კულ­მი­ნა­ცია იყო. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე და თავ­შე­სა­ფარს ვხუ­რავ.

- ვინ გა­გივ­რცე­ლათ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი?

- ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­მოქ­მე­და­რია ეს. მე ასე­თი წესი მაქვს, როცა თავ­შე­სა­ფარ­ში მივ­დი­ვარ ლა­ი­ვი მაქვს ჩარ­თუ­ლი და ხალ­ხის შე­კი­თხვებს ვპა­სუ­ხობ. ასე მოხ­და იმ დღე­საც, როცა დიმა ობო­ლა­ძემ და­მი­რე­კა. მე გა­მა­ღი­ზი­ა­ნა იმ ფაქ­ტმა, რო­გორ არ იცო­და დი­მამ სვა­ნი­ძის ქუჩა დან­გრე­უ­ლი რომ იყო, ჯე­ბი­რე­ბიც კი არ არის აქ. ჩემი ემო­ცია გა­მოვ­ხა­ტე და ვი­ღა­ცამ ეს მო­მენ­ტი სა­თა­ვი­სოდ მოჭ­რა ვი­დე­ო­დან. ამის გაგ­რძე­ლე­ბა ის იყო, რომ მე და დიმა შევ­ხვდით კა­ი­როს ქუ­ჩა­ზე, ლეკ­ვე­ბი გად­მომ­ცა და თავ­შე­სა­ფარ­ში დაგ­ვი­ტო­ვა. ბო­დი­შიც მო­ვუ­ხა­დე ემო­ცი­უ­რო­ბის­თვის.

მე­ო­რე ვი­დე­ოს რაც შე­ე­ხე­ბა, დიღ­მი­დან და­მი­რე­კეს, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში ძაღ­ლი არის ბოძ­ზე მიბ­მუ­ლიო. მი­ვე­დი და და­ვუ­რე­კე ჩემს ჯგუფს, ვუ­თხა­რი უპატ­რო­ნოდ არის ძაღ­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლი, სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა წა­მო­ი­ღეთ და მო­დით-მეთ­ქი. მო­ვი­და ჩემი ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი, გოგო და ბიჭი. ეს კაცი ნას­ვა­მი იყო და და­ა­ვი­წყდა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის წა­მო­ღე­ბაც. როცა ვკი­თხე, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვი-მეთ­ქი, მი­თხრა ასე­თი ხოში მაქ­ვსო და ამა­ზე ავ­ღელ­დი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თამაზ ელიზბარაშვილის კომენტარი სკანდალურ ვიდეოებზე - რატომ ხურავს ბიზნესმენი ძაღლების თავშესაფარს

თამაზ ელიზბარაშვილის კომენტარი სკანდალურ ვიდეოებზე - რატომ ხურავს ბიზნესმენი ძაღლების თავშესაფარს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესმენმა და ძაღლების თავშესაფარის დამაარსებელმა ცოტა ხნის წინ მიიღო, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გავრცელდა - როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ელიზბარაშვილი თავშესაფრის თანამრომლებს. ამასთან, ფეისბუქზე კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც თამაზ ელიზბარაშვილი კომენტატორ დიმა ობოლაძე ელაპარაკება.

ვიდეოში ობოლაძე საგურამოში ნაპოვნი ლეკვების შესახებ ურეკავს ელიზბარაშვილს და მათ თავშესაფარში დატოვებას სთხოვს. თავშესაფრის მფლობელი მას აგრესიულად მიმართავს: "თუ საყვირი იქნები დაგიყვირებ კიდეც, დამაცადე... არ უნდა გითხრა ახლა საყვედური ვაკე-საბურთალოზე ვარო? მანდ არის თავშესაფარი? 2015 წლის 13 ივნისი შენ არ გაგიგია ალბათ, მანდ ჩემი 2 თანამშრომელი დაიხრჩო ბიჭო! გამინადგურა ყველაფერი წყალმა. ვინ გამოგიშვა ძმაო? ტელევიზორი არ იცი, გაზეთი არ წაგიკითხია, არაფერი გაგიგია ჩვენ შესახებ? რა უნდა ვუყო ახლა ამას... აზრზე ხართ, ბ...შვილი ვიყო?!" - მიმართავს ვიდეოში ელიზბარაშვილი ობოლაძეს და უცენზურო სიტყვებს იყენებს საუბრისას.

"რეიტინგი" თამაზ ელიზბარაშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა:

"იცით 2015 წელს სტიქიამ როგორ დამაზარალა, ფაქტიურად სრულად განადგურდა ძაღლების თავშესაფარი. მე სტიქიამ ვერ გამტეხა, ხალხს არაერთხელ მოვუწოდე გვერდით დამიდექით-მეთქი, მაგრამ არავინ არ დამიდგა გვერდით. ამის მიუხედავად მაინც ავაშენე მეორე თავშესაფარი, ყველაფერი საკუთარი ჯიბით გავაკეთე... ის კადრები რაც დღეს გავრცელდა კულმინაცია იყო. ამიტომ გადავწყვიტე და თავშესაფარს ვხურავ.

- ვინ გაგივრცელათ ეს ჩანაწერები?

- ბოროტი ადამიანების ნამოქმედარია ეს. მე ასეთი წესი მაქვს, როცა თავშესაფარში მივდივარ ლაივი მაქვს ჩართული და ხალხის შეკითხვებს ვპასუხობ. ასე მოხდა იმ დღესაც, როცა დიმა ობოლაძემ დამირეკა. მე გამაღიზიანა იმ ფაქტმა, როგორ არ იცოდა დიმამ სვანიძის ქუჩა დანგრეული რომ იყო, ჯებირებიც კი არ არის აქ. ჩემი ემოცია გამოვხატე და ვიღაცამ ეს მომენტი სათავისოდ მოჭრა ვიდეოდან. ამის გაგრძელება ის იყო, რომ მე და დიმა შევხვდით კაიროს ქუჩაზე, ლეკვები გადმომცა და თავშესაფარში დაგვიტოვა. ბოდიშიც მოვუხადე ემოციურობისთვის.

მეორე ვიდეოს რაც შეეხება, დიღმიდან დამირეკეს, აღმაშენებლის ხეივანში ძაღლი არის ბოძზე მიბმულიო. მივედი და დავურეკე ჩემს ჯგუფს, ვუთხარი უპატრონოდ არის ძაღლი დატოვებული, საჭირო აღჭურვილობა წამოიღეთ და მოდით-მეთქი. მოვიდა ჩემი ორი თანამშრომელი, გოგო და ბიჭი. ეს კაცი ნასვამი იყო და დაავიწყდა აღჭურვილობის წამოღებაც. როცა ვკითხე, ასე რატომ იქცევი-მეთქი, მითხრა ასეთი ხოში მაქვსო და ამაზე ავღელდი განაგრძეთ კითხვა

"ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები იქნება" - ამირან გამყრელიძე

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა

"თუ ბევრი გახდება ავად კორონავირუსით, სამწუხაროდ, ბევრი გარდაიცვლება" - პაატა იმნაძე