"ფინანსურ ბაზარზე ბანკები უკონკურენტოები გახდნენ" - ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების 60% ბაზრიდან გავიდა?!

"ფინანსურ ბაზარზე ბანკები უკონკურენტოები გახდნენ" - ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების 60% ბაზრიდან გავიდა?!

2017 წლის იანვრის შემდეგ, რაც ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კომპანიების დაახლოებით 60% ბაზრიდან გავიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა დავით კიკვიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, რეგულაციების დაწესებამდე ბაზარზე დაახლოებით 75-მდე ონლაინ-სესხების გამცემი კომპანია ფიქსირდებოდა, ამჟამად მათი რიცხვი 30-მდეა შემცირებული.

„რამდენი ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიაა ბაზარზე, ან რამდენი დაიხურა, ამის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ არსებობს. ეროვნული ბანკი შესაბამის სტატისტიკას არ აქვეყნებს, ყოველ შემთხვევაში მსგავსი ინფორმაცია საჯარო არ არის. ჩვენ ძირითადად გვაქვს არაოფიციალური ინფორმაცია. ფაქტია, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა. თუ ბაზარზე ერთი წლის წინ დაახლოებით 75-მდე ონლაინ-სესხების გამცემი კომპანია იყო, დღეისთვის 30 კომპანიაა დარჩენილი. უამრავი თანამშრომელი გათავისუფლდა, საბიუჯეტო შემოსავლები კატასტროფულად შემცირდა“, - აღნიშნავს კიკვიძე. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ