ამერიკის შეერებულმა შტატებმა რუსი ბიზნესმენებისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები 6 აპრილს დააწესა. ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ის ახალი სანქციების სიაში მოხვედრილმა რუსმა ოლიგარქებმა და კომპანიებმა უკვე მილიარდობით დოლარი დაკარგეს. პერსონალური სანქციები 7 რუს ბიზნესმენს, საჯარო მმართველს, მაღალჩინოსანსა და ზოგიერთ კომპანიას დაუწესდა.
"ეს ახალი მოვლენაა" - დაახასიათა აღნიშნული პროცესები რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდინვანმა დიმიტრი პესკოვა და დაამატა, რომ ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს შედეგების შერბილებისა და მინიმიზაციისთვის. პესკოვის განმარტებით, სანქციებთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ სკანდალურია მისი არალეგალურობიდან გამომდინარე.
Forbes-ის რეიტინგიდან ირკვევა, რომ რუსი მილიარდერები ამ დროისთვის ანტირეიტინგის ლიდერები არიან, დაკარგული ქონების მოცულობის გათვალისწინებით. მხოლოდ ორშაბათს ნახევარ დღეში სანქიების ახალ სიაში მოხვედრილებმა მთლიანი ქონებიდან თითქმის 3 მილიარდი დოლარი დაკარგეს. თუ მხედველობაში ყველა ოლიგარქს მივიღებთ, მათაც კი რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ, მაშინ 54 ბიზნესმენის საერთო დანაკარგი დაახლოებით 14 მილიარდ დოლარს შეადგინს.
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ჩამოშლაა, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 14:36-მდე შემცირდა, ანუ თითქმის 7%-ით. ლონდონის ბირჟაზე ფაქტობრივად ყველა რუსული კომპანიის ფასი ეცემა, მათ შორის, "ლუკოილის", "ნოვატეკის", НЛМК-ის, "ფოსარგოს", "როსნეფტის" და სხვა.
რუსეთში კი "სბერბანკის", "გაზპრომის", "ლუკოილის", "ალროსას", "როსნეფტის", "ნორილსკის ნიკელის" აქციის ფასი პერმანენტულად ეცემა. ორშაბათს რუსული რუბლის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებითაც დაეცა.გასული წლის 16 ნოემბრის შემდეგ პირველად დოლარი 60 რუბლზე ძვირი ღირს. ევრო კი 2 რუბლზე მეტით გაძვირდა და მოცემული მომენტისთვის 74 რუბლზე ძვირია, რაც 2016 წლის 4 აგვისტოს შემდეგ პირველად მოხდა.
როგორ აისახა რეგულაციები რუსი მილიარდერების ბიზნესებზე?
ოლეგ დერიპასკა, Forbes-ის რუსული სიის 23-ე ადგილზე მყოფი ბიზნესმენი და მასთან დაკავშირებული 8 კომპანია. სანქციები აღნიშნულ ოლიგარქს პერსონალურად შეეხო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აშშ-ში შესვლა აეკრძალა, ქვეყანაში არსებული მისი აქტივები კი გაიყინა წაიკითხეთ მეტი "გაღარიბებულ" რუს ოლიგარქებზე