პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყება სწავლა სკოლებში - ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ
როდის დაიწყება სწავლა სკოლებში - ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

2018-2019 სას­წავ­ლო წელი 17 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ლია გი­გა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით 18 330 პირ­ველკ­ლა­სე­ლის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჯამ­ში - 74 606 მოს­წავ­ლის. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვა­რა­უ­დობს, რომ წელს პირ­ველ კლას­ში 55 000-მდე მოს­წავ­ლე შევა.

ლია გი­გა­უ­რი მშობ­ლებს მი­მარ­თავს, სკო­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს შე­არ­ჩი­ონ.

„თბი­ლის­ში გა­მო­ყო­ფი­ლი ლი­მი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის 18 330, რაც 3 000-ით მე­ტია თბი­ლის­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი ლი­მი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის 74 606. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სა­ვა­რა­უ­დოდ, 55 000-მდე მოს­წავ­ლეს. ასე რომ არც ერთი მოს­წავ­ლე არ იქ­ნე­ბა სკო­ლის გა­რე­შე. მშობ­ლებს ვთხოვთ, სახ­ლთან ახ­ლოს შე­არ­ჩი­ონ სკო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.

ლია გი­გა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, წელ­საც, ისე­ვე რო­გორც გა­სულ წლებ­ში, სკო­ლებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ას შეძ­ლე­ბენ ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც 2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით შე­უს­რულ­დე­ბათ 6 წელი.

2018-2019 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცია იწყე­ბა. რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 3 ეტა­პად. დღეს, 14:00 სა­ა­თი­დან სკო­ლე­ბი პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის და­სა­წყე­ბად მზად იქ­ნე­ბი­ან.

მისი თქმით, დღეს 14:00 სა­ა­თი­დან სკო­ლე­ბი პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის და­სა­წყე­ბად მზად იქ­ნე­ბი­ან.

“პირ­ველ ეტაპ­ზე, 2018 წლის 10 აპ­რი­ლი­დან 27 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ის პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლის და-ძმაც სწავ­ლობს ამა­ვე სკო­ლა­ში; რომ­ლის მშო­ბე­ლიც სკო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლია; რომ­ლის ოჯა­ხი­დან ერ­თდრო­უ­ლად ორი ან მეტი ბავ­შვი შე­დის პირ­ველ კლას­ში; პირ­ველ ეტაპ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლა­ში 30 აპ­რი­ლი­დან 7 მა­ი­სის ჩათ­ვლით. მე­ო­რე ეტაპ­ზე ხდე­ბა სა­ყო­ველ­თაო ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც 2018 წლის 8 მა­ისს და­ი­წყე­ბა და 8 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. მე­ო­რე ეტაპ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ ბავ­შვე­ბის რე­გის­ტრა­ცია, ვინც სკო­ლა­ში შეს­ვლის ასაკს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - www.emis.ge ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მე­ო­რე ეტაპ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 11 ივ­ნი­სი­დან 30 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით. პირ­ველ და მე­ო­რე ეტაპ­ზე მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში წა­რუდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად უქ­მდე­ბა. მე­სა­მე ეტა­პი არის 2018 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 16 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით. ამ ეტაპ­ზე რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან სკო­ლის ბა­ზებ­ში, ანუ სკო­ლა­ში უნდა მი­ვი­დეს მშო­ბე­ლი და ბავ­შვი და­ა­რე­გის­ტრი­როს გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ზე. ასე­ვე, სკო­ლა­ში უნდა მი­ვიდ­ნენ ის მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მშო­ბელ­მა უნდა წა­რად­გი­ნოს, არის - მშობ­ლის ან მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უნდა შე­ი­ცავ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის, ასე­ვე მშობ­ლის რეკ­ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ - ეს იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლი იქ­ნე­ბა თუ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­ულ­მა მშო­ბელ­მა დრო­უ­ლად მო­ამ­ზა­დოს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ნო­ტა­რო წე­სით და­მოწ­მე­ბუ­ლი ასლი და წა­რად­გი­ნოს სკო­ლა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.

როდის დაიწყება სწავლა სკოლებში - ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

როდის დაიწყება სწავლა სკოლებში - ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლია გიგაურის განმარტებით, თბილისის მასშტაბით 18 330 პირველკლასელის მიღებაა შესაძლებელი, ხოლო საქართველოს მასშტაბით ჯამში - 74 606 მოსწავლის. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ წელს პირველ კლასში 55 000-მდე მოსწავლე შევა.

ლია გიგაური მშობლებს მიმართავს, სკოლები სახლთან ახლოს შეარჩიონ.

„თბილისში გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 18 330, რაც 3 000-ით მეტია თბილისში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე. საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 74 606. ჩვენ ველოდებით სავარაუდოდ, 55 000-მდე მოსწავლეს. ასე რომ არც ერთი მოსწავლე არ იქნება სკოლის გარეშე. მშობლებს ვთხოვთ, სახლთან ახლოს შეარჩიონ სკოლა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

ლია გიგაურის განმარტებით, წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, სკოლებში რეგისტრაციას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. დღეს, 14:00 საათიდან სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასაწყებად მზად იქნებიან.

მისი თქმით, დღეს 14:00 საათიდან სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის დასაწყებად მზად იქნებიან.

“პირველ ეტაპზე, 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირდებიან ის პირველკლასელები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. მეორე ეტაპზე ხდება საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 2018 წლის 8 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.emis.ge ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. მესამე ეტაპი არის 2018 წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან სკოლის ბაზებში, ანუ სკოლაში უნდა მივიდეს მშობელი და ბავშვი დაარეგისტრიროს გამოთავისუფლებულ ადგილებზე. ასევე, სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ლია გიგაურმა.

მისი განმარტებით, სავალდებულო დოკუმენტები, რომელიც მშობელმა უნდა წარადგინოს, არის - მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას როგორც საცხოვრებელი ადგილის, ასევე მშობლის რეკვიზიტების შესახებ - ეს იქნება სამუშაო ადგილი იქნება თუ ტელეფონის ნომერი.

„მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა დროულად მოამზადოს დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და წარადგინოს სკოლაში“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია

LIVE "ნიუსრუმიდან": ინფექციონისტი - ეკა ჩაკვეტაძე; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა