სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი კალაძის ინიციატივას
რას პასუხობს ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი კალაძის ინიციატივას

არ ვიცი რამ­დე­ნად ექ­ნე­ბათ ხა­ლი­სი სტუ­დენ­ტებს იმ სტა­დი­ონ­ზე თა­მა­შის, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნე­ბის­მი­ერ თა­მაშ­ზე ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ალ­ბათ, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ად­ვო­კატ­მა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ, თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებ­სა და ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებს შო­რის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩის გა­მარ­თვას ეხე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მხრი­დან ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია იმ ფონ­ზე, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თუთ­ბე­რი­ძის აზ­რით, თბი­ლი­სის მერს ამ­ხა­ნა­გურ მატჩზე და ინ­ცი­დენ­ტის და­ვი­წყე­ბა­ზე მე­ტად, და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა უნდა აღელ­ვებ­დეს.

„ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მგო­ნია, მით უმე­ტეს სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მხრი­დან, რო­მელ­საც, ნაც­ვლად იმი­სა, რომ და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეს და აღელ­ვებ­დეს, ამ­ბობს - მოდი და­ვი­ვი­წყოთ ის და­ნა­შა­უ­ლი, რაც მოხ­და. მე ვფიქ­რობ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის და­ვი­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე გვაქვს სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულ­თან და ეს ნამ­დვი­ლად არ იყო წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა ან რა­ი­მე სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა. ამ ეტაპ­ზე ცხა­დია ვი­თხოვთ გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტუ­რად, სწრა­ფად და ობი­ექ­ტუ­რად დას­რუ­ლე­ბას. ამის შემ­დეგ კი, მე არ ვიცი რამ­დე­ნად ექ­ნე­ბათ სტუ­დენ­ტებს იმ სტა­დი­ონ­ზე თა­მა­შის ხა­ლი­სი, მაგ­რამ ცხა­დია ნე­ბის­მი­ერ თა­მაშ­ზე ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ ალ­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ნი­გე­რი­ელ სტუ­დენ­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვე­ბი. მათ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვთ და არ სა­ჭი­რო­ებს არც ერთი მათ­გა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. ყვე­ლა მათ­გან­მა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რად­გან არ უნ­დათ და­მა­ტე­ბი­თი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა“, - აღ­ნიშ­ნა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

8 აპ­რილს, აფ­რი­კელ­მა სტუ­დენ­ტმა ბენ ზე­გემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ მათ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რას პასუხობს ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი კალაძის ინიციატივას

რას პასუხობს ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი კალაძის ინიციატივას

არ ვიცი რამდენად ექნებათ ხალისი სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის, მაგრამ გამოძიების დასრულების შემდეგ ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ, ალბათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომელიც სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვას ეხება. ადვოკატის თქმით, საჯარო მოხელის მხრიდან ასეთი განცხადებები არასერიოზულია იმ ფონზე, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. თუთბერიძის აზრით, თბილისის მერს ამხანაგურ მატჩზე და ინციდენტის დავიწყებაზე მეტად, დანაშაულის გამოძიება უნდა აღელვებდეს.

„ცოტა არასერიოზული განცხადება მგონია, მით უმეტეს საჯარო მოხელის მხრიდან, რომელსაც, ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გამოძიება უნდა აინტერესებდეს და აღელვებდეს, ამბობს - მოდი დავივიწყოთ ის დანაშაული, რაც მოხდა. მე ვფიქრობ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის დავიწყება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან და ეს ნამდვილად არ იყო წვრილმანი ხულიგნობა ან რაიმე სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ ეტაპზე ცხადია ვითხოვთ გამოძიების ეფექტურად, სწრაფად და ობიექტურად დასრულებას. ამის შემდეგ კი, მე არ ვიცი რამდენად ექნებათ სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის ხალისი, მაგრამ ცხადია ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ ალბათ“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება გამოძიებას, ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ნიგერიელ სტუდენტებზე განხორციელებულ ძალადობაზე აქტიურად მიმდინარეობს.

„ტარდება გამოკითხვები. მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ და არ საჭიროებს არც ერთი მათგანი სამედიცინო დახმარებას. ყველა მათგანმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან არ უნდათ დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

8 აპრილს, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს