Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება
მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა იქ­ნე­ბა, - ამას “ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენტს ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას­თან ერ­თად, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

გარ­და ამი­სა, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ე­ბად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის, ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის, მათი მშობ­ლე­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის; უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მა; ძა­ლა­დო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, მათ შო­რის - ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ე­ბის და სხვა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა­ში და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში და­საქ­მე­ბუ­ლი არი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ბავ­შვთა ფსი­ქი­ატ­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იც­ვლე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის და­ნიშ­ვნის წესი. კერ­ძოდ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტურს და­ნიშ­ნავს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არა­ჯე­რო­ვა­ნი შეს­რუ­ლე­ბი­სას და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მი­მარ­თვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს წა­რუდ­გი­ნოს.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო.

მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება

მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება, - ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, უსაფრთხოების დაცვაც განისაზღვრება.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურის ფუნქციებად განისაზღვრება - ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და მასწავლებლებისათვის; უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება; საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ძალადობის საწინააღმდეგო, მათ შორის - ანტიბულინგური, საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

მანდატურის სამსახურის მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში დასაქმებული არიან ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები.

მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურის სამსახურის უფროსი. სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულებისას დასაბუთებული მიმართვა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს.

პროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ