პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დამპატიჟა სადილზე ნოდარ დუმბაძემ ანუ ერთი წიგნის კაფის ისტორია
როგორ დამპატიჟა სადილზე ნოდარ დუმბაძემ ანუ ერთი წიგნის კაფის ისტორია

წიგ­ნის კი­თხვას კაცი არ მო­უკ­ლავს, თუმ­ცა უწიგ­ნუ­რო­ბას ნამ­დვი­ლად მო­უკ­ლავს კაცი. ეს ხუმ­რო­ბით, რა თქმა უნდა. თუმ­ცა, თუ თქვენ წიგ­ნებს არ კი­თხუ­ლობთ, ვე­რას­დროს გა­ი­გებთ, რა­ო­დენ დი­დია მათი ძალა. ახლა კი მინ­და წიგ­ნის კი­თხვის იმ მე­ტად უც­ნა­ურ ძა­ლა­ზე გი­ამ­ბოთ, რო­მელ­ზეც ალ­ბათ ჯერ არა­ვის­გან გსმე­ნი­ათ...

ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს კი­თხვა. თი­თო­ე­უ­ლი ის წიგ­ნი, რო­მე­ლიც წა­მი­კი­თხავს, სხვა­დას­ხვა, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბულ მო­გო­ნე­ბა­სა და ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე ძვე­ლი ემო­ცი­ე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი გა­მეღ­ვი­ძე­ბი­ნა და რამ­დე­ნი­მე დღის წინ „ბუზ­თა ბა­ტო­ნის“ კი­თხვას შე­ვუ­დე­ქი. გუ­შინ, რო­დე­საც „ბუზ­თა ბა­ტო­ნის“ კი­თხვა და­ვას­რუ­ლე, „გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი“ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მში­ო­და, თა­ნაც ახა­ლი წიგ­ნიც მჭირ­დე­ბო­და. ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მცხოვ­რე­ბის, თა­ნაც აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლის ყვე­ლა­ზე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა კი ისაა, რომ იქვე „ბიბ­ლუ­სის გა­ლე­რე­აა“, თა­ნაც თუ კი­თხვის დროს, ჩემი არ იყოს, ჭა­მაც გიყ­ვართ უბედ­ნი­ე­რე­სი არ­სე­ბე­ბიც ყო­ფილ­ხართ.

ხოდა „გა­მოღ­ვი­ძე­ბულ­ზე“ ახა­ლი წიგ­ნის სა­ყიდ­ლად გა­დავ­წყვი­ტე „ბიბ­ლუ­სის გა­ლე­რე­ა­ში“ შე­მევ­ლო, თა­ნაც ჩემ­თვის საყ­ვა­რელ კაფე „პი­ა­ტო­ში“ გემ­რი­ე­ლად მე­სა­დი­ლა. და­ქალს ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­დას მოს­ვლამ­დე კი მინ­დო­და შეკ­ვე­თა მი­მე­ცა, ასე გა­დავ­ყწ­ვი­ტე ამე­ღო პიცა პე­პე­რო­ნი და ე.წ. მო­ცა­რე­ლა ალ ტე­ლე­ფო­ნო, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უგემ­რი­ე­ლე­სიც აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ამ­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლი სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა!

სა­ვარ­ძელ­ში მოვ­კა­ლათ­დი და ჩემს შეკ­ვე­თას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბო­დი. ჩემი ახა­ლი წიგ­ნის, ელიფ შა­ფა­ქის „ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლის“ კი­თხვა­ში უკვე გარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გო­გო­ნა მო­მი­ახ­ლოვ­და და Piatto-ს აქ­ცი­ის შე­სა­ხებ მო­მიყ­ვა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. აქ­ცია ვიქ­ტო­რი­ნის სა­ხით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებ­დი 10%, 20% ან 30%–იან ფას­დაკ­ლე­ბას. ვიქ­ტო­რი­ნას შე­კი­თხვე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით იყო შედ­გე­ნი­ლი, ნამ­დვი­ლი ნე­ტა­რე­ბის­თვის კი მხო­ლოდ ეგ მაკ­ლდა და, შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც დავ­თან­ხმდი. შე­მეძ­ლო თა­ვად ამერ­ჩია სა­სურ­ვე­ლი სირ­თუ­ლის მხო­ლოდ ერთი კი­თხვა, მეც რა თქმა უნდა, პირ­და­პირ 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი შე­კი­თხვა­ზე დავ­თან­ხმდი.

ჩემ­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კი­თხვა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი გა­მოდ­გა. ნო­დარ დუმ­ბა­ძის პირ­ვე­ლი რო­მა­ნიო?! ამა­ზე პა­სუ­ხი, ალ­ბათ, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მაც იცი­ან–მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე და ბედ­ნი­ერ­მა ვუ­პა­სუ­ხე: „მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი“. ამა­სო­ბა­ში მაგ­დაც მო­ვი­და და დიდ­ხანს არ მი­ჯე­რებ­და, რო­დე­საც ვუ­თხა­რი, რომ სა­დილ­ზე მე და ის სწო­რედ ნო­დარ დუმ­ბა­ძემ დაგვპა­ტი­ჟა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, „მე, ბე­ბი­ამ, ილი­კომ და ილა­რი­ონ­მა“. სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა ლო­კა­ცი­ებს არა­მარ­ტო ფორ­მა­ლუ­რად უწო­დე­ბენ წიგ­ნის კა­ფე­ებს, არა­მედ გეგ­მა­ვენ აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ეს ად­გი­ლე­ბი ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ნამ­დვი­ლად ილე­ქე­ბა, რო­გორც წიგ­ნის სამ­ყა­რო, სა­დაც ისიც კია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ სა­დილ­ზე რო­მე­ლი­მე ეპო­ქის, შენ­მა საყ­ვა­რელ­მა მწე­რალ­მა და შენ მიერ წა­კი­თხულ­მა წიგ­ნებ­მა დაგ­პა­ტი­ჟონ, ისე, რო­გორც ეს მოხ­და „პი­ა­ტო­ში“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ დამპატიჟა სადილზე ნოდარ დუმბაძემ ანუ ერთი წიგნის კაფის ისტორია

როგორ დამპატიჟა სადილზე ნოდარ დუმბაძემ ანუ ერთი წიგნის კაფის ისტორია

წიგნის კითხვას კაცი არ მოუკლავს, თუმცა უწიგნურობას ნამდვილად მოუკლავს კაცი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. თუმცა, თუ თქვენ წიგნებს არ კითხულობთ, ვერასდროს გაიგებთ, რაოდენ დიდია მათი ძალა. ახლა კი მინდა წიგნის კითხვის იმ მეტად უცნაურ ძალაზე გიამბოთ, რომელზეც ალბათ ჯერ არავისგან გსმენიათ...

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა. თითოეული ის წიგნი, რომელიც წამიკითხავს, სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ მოგონებასა და ემოციას უკავშირდება. გადავწყვიტე ძველი ემოციები და მოგონებები გამეღვიძებინა და რამდენიმე დღის წინ „ბუზთა ბატონის“ კითხვას შევუდექი. გუშინ, როდესაც „ბუზთა ბატონის“ კითხვა დავასრულე, „გამოღვიძებული“ მივხვდი, რომ ძალიან მშიოდა, თანაც ახალი წიგნიც მჭირდებოდა. ჭავჭავაძეზე მცხოვრების, თანაც აქტიური მკითხველის ყველაზე დიდი უპირატესობა კი ისაა, რომ იქვე „ბიბლუსის გალერეაა“, თანაც თუ კითხვის დროს, ჩემი არ იყოს, ჭამაც გიყვართ უბედნიერესი არსებებიც ყოფილხართ.

ხოდა „გამოღვიძებულზე“ ახალი წიგნის საყიდლად გადავწყვიტე „ბიბლუსის გალერეაში“ შემევლო, თანაც ჩემთვის საყვარელ კაფე „პიატოში“ გემრიელად მესადილა. დაქალს ველოდებოდი, მაგდას მოსვლამდე კი მინდოდა შეკვეთა მიმეცა, ასე გადავყწვიტე ამეღო პიცა პეპერონი და ე.წ. მოცარელა ალ ტელეფონო, რომელიც, საბოლოო ჯამში, უგემრიელესიც აღმოჩნდა, თუმცა ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ აქედან იწყება!

სავარძელში მოვკალათდი და ჩემს შეკვეთას მოუთმენლად ველოდებოდი. ჩემი ახალი წიგნის, ელიფ შაფაქის „ევას სამი ქალიშვილის“ კითხვაში უკვე გართული ვიყავი, როდესაც გოგონა მომიახლოვდა და Piatto-ს აქციის შესახებ მომიყვა, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. აქცია ვიქტორინის სახით იყო წარმოდგენილი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მივიღებდი 10%, 20% ან 30%–იან ფასდაკლებას. ვიქტორინას შეკითხვები ლიტერატურაზე დაყრდნობით იყო შედგენილი, ნამდვილი ნეტარებისთვის კი მხოლოდ ეგ მაკლდა და, შესაბამისად, აქციაში მონაწილეობაზეც დავთანხმდი. შემეძლო თავად ამერჩია სასურველი სირთულის მხოლოდ ერთი კითხვა, მეც რა თქმა უნდა, პირდაპირ 30%-იანი ფასდაკლების შესაბამისი შეკითხვაზე დავთანხმდი.

ჩემთვის მომზადებული კითხვა საკმაოდ მარტივი გამოდგა. ნოდარ დუმბაძის პირველი რომანიო?! ამაზე პასუხი, ალბათ, სკოლის მოსწავლეებმაც იციან–მეთქი, გავიფიქრე და ბედნიერმა ვუპასუხე: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ამასობაში მაგდაც მოვიდა და დიდხანს არ მიჯერებდა, როდესაც ვუთხარი, რომ სადილზე მე და ის სწორედ ნოდარ დუმბაძემ დაგვპატიჟა, უფრო კონკრეტულად კი, „მე, ბებიამ, ილიკომ და ილარიონმა“. საინტერესოა, როცა ლოკაციებს არამარტო ფორმალურად უწოდებენ წიგნის კაფეებს, არამედ გეგმავენ აქტივობებს, რომლის წყალობითაც ეს ადგილები ჩვენს მეხსიერებაში ნამდვილად ილექება, როგორც წიგნის სამყარო, სადაც ისიც კია შესაძლებელი, რომ სადილზე რომელიმე ეპოქის, შენმა საყვარელმა მწერალმა და შენ მიერ წაკითხულმა წიგნებმა დაგპატიჟონ, ისე, როგორც ეს მოხდა „პიატოში“.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა