პატრულის თანამშრომლები ავტობანზე შექმნილი საცობების განსატვირთად გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია: თბილის-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრეზე (აღნიშნულ მონაკვეთზე სტეფანწმინდიდან და დასაველთ საქართველოდან მომავალი ნაკადები ერთამენეთს უერთდება; თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე კილომეტრამტე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან). ასევე შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები" - ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაიკითხეთ: კილომეტრიანი საცობები ავტობანზე - რა ხდება თბილისის შემოსასვლელთან (ფოტოები)