კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები იცვლება
ხვალიდან დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები იცვლება

დიდ დი­ღომ­ში, იო­ა­ნე პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე და­გეგ­მილ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 10 აპ­რი­ლი­დან სექ­ტემ­ბრის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე, დიდი დიღ­მის­კენ მოძ­რა­ვი ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი დრო­ე­ბით შე­იც­ვლე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ ეტაპ­ზე, პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა მხო­ლოდ ფარ­ნა­ვაზ მე­ფის გამ­ზი­რი­დან პეტ­რე იბე­რის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, N14, 15, 21 და 54 ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ასე­ვე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ფარ­ნა­ვაზ მე­ფის გამ­ზირს ბო­ლომ­დე გა­ივ­ლი­ან, შე­უხ­ვე­ვენ დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე და მოძ­რა­ო­ბას იბე­რის ქუ­ჩა­ზე გა­ნაგ­რძო­ბენ, ხოლო უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით ისი­ნი ჩვე­უ­ლი მარ­შრუ­ტით - პეტ­რი­წის ქუ­ჩის გავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მე­ო­რე ეტაპ­ზე, პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა იბე­რის ქუ­ჩი­დან ფარ­ნა­ვაზ მე­ფის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ფარ­ნა­ვა­ზის გამ­ზირ­ზე, ასე­ვე, დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩის გავ­ლით მოხ­ვდე­ბი­ან. ხოლო, პა­ტა­რა დიღ­მი­დან დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­კენ მოძ­რა­ვი N84 ავ­ტო­ბუ­სი დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩი­დან მი­რი­ან მე­ფის ქუ­ჩა­ზე იბე­რის ქუ­ჩის გავ­ლით მოხ­ვდე­ბა.

დრო­ე­ბი­თი მარ­შრუ­ტე­ბის დად­გე­ნას­თან ერ­თად ფარ­ნა­ვაზ მე­ფის გამ­ზირ­სა და იბე­რის ქუ­ჩა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გა­ჩე­რე­ბე­ბის მო­წყო­ბაც.

თბი­ლი­სის მე­რია მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ფერ­ხე­ბის­თვის ბო­დიშს უხ­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ხვალიდან დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები იცვლება

ხვალიდან დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები იცვლება

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 10 აპრილიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე გათვალისწინებულია მოძრაობის შეზღუდვა მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, N14, 15, 21 და 54 ავტობუსები, ასევე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ, ხოლო უკუმიმართულებით ისინი ჩვეული მარშრუტით - პეტრიწის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ფარნავაზის გამზირზე, ასევე, დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდებიან. ხოლო, პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მოძრავი N84 ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩაზე იბერის ქუჩის გავლით მოხვდება.

დროებითი მარშრუტების დადგენასთან ერთად ფარნავაზ მეფის გამზირსა და იბერის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი გაჩერებების მოწყობაც.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი