Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე

უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა–თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ–აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ისა

“და­ინ­თქა სიკ­ვდი­ლი ძლე­ვი­თა!” (ფს. 25.8)

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რნო, სამ­შობ­ლო­ში მკვიდ­რნო და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო,

ქრის­ტე აღ­დგა!

მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­თან და მა­ცხოვ­რის მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად საფ­ლა­ვის ლოდსა ზედა მჯდო­მა­რე ან­გე­ლო­ზი ჩვენც გვამ­ცნობს, რომ ჯვარ­ცმუ­ლი ღმერ­თი საფ­ლავ­ში აღარ არის, რომ

ქრის­ტე აღ­დგა!

აღ­დგა ღმერ­თი, უძ­ლურ­თა ძლი­ე­რე­ბა, მდა­ბალ­თა აღ­მაღ­ლე­ბა, მოკ­ვდავ­თა უკ­ვდა­ვე­ბა¥.

"სად არი­ან დამ­ბეჭდ­ველ­ნი საფ­ლა­ვი­სა­ნი? სად არის დასი პი­ლა­ტე­სი და მხე­დარ­ნი, რო­მელ­ნიც სცვი­დენ აკ­ლდა­მა­სა?”

„სადა არის, სიკ­ვდი­ლო, სა­წერ­ტე­ლი შენი, სად არის, ჯო­ჯო­ხე­თო, ძლე­ვაი შენი? „

მო­ვე­დით, ერნო, ვა­დი­დებ­დეთ სა­მე­ბა­სა ყოვ­ლად­წ­მი­და­სა და ვმად­ლობ­დეთ აღ­დგო­მილ­სა მხო­ლოდ­შო­ბილ­სა ძესა და სი­ტყვა­სა.

“ქება შენ­და ქრის­ტე, ქება შენ­და და დი­დე­ბა¥ მოს­ვლა­სა შენ­სა, დი­დე­ბა¥ ჯვარ­ცმა­სა შენ­სა, დაფვ­ლა­სა და აღ­დგო­მა­სა.“

დღეს ტა­რი­გი უფ­ლი­სა სა­ზე­პუ­რო სუფ­რა­ზე გვიხ­მობს და არა აქვს გარ­ჩე­ვა მდიდ­რი­სა და გლა­ხა­კი­სა, უბი­რი­სა და გან­სწავ­ლუ­ლი­სა, ყრმი­სა და ხან­დაზ­მუ­ლი­სა; ტრა­პე­ზი გაშ­ლი­ლია და ლხი­ნი გან­მზა­დე­ბუ­ლი.

მიწ­ვე­უ­ლია ყვე­ლა, ვინც გა­აც­ნო­ბი­ე­რა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის აზრი, ვინც მად­ლი­ე­რე­ბით მი­ი­ღო იე­სოს გა­მომხსნე­ლო­ბი­თი ღვაწ­ლი და ნათ­ლო­ბით ქრის­ტეს­თან შე­ერ­თე­ბულს სურს, მას­თან ერ­თად აღ­დგო­მა;

მათ კი, რო­მელ­თაც ჯერ არ გა­უ­აზ­რე­ბი­ათ მომ­ხდა­რის სიღ­რმე და თა­ვი­სი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მი­სია, მოკ­ლედ შე­ვახ­სე­ნებთ შემ­დეგს:

ბიბ­ლია გვას­წავ­ლის, რომ დე­და­მი­წაც და მთე­ლი სამ­ყა­როც უფ­ლის დი­დე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ღვთის ხა­ტად და მსგავ­სად შე­იქ­მნენ ჩვე­ნი პირ­ველმშობ­ლე­ბი და ხი­ლუ­ლი ქვეყ­ნის პატ­რო­ნად და გან­მგე­ბე­ლად დად­გინ­დნენ; მათი სრულ­ქმნა დღე-ყო­ველ წა­რე­მარ­თე­ბო­და და სუ­ლი­ერ კი­ბე­ზე ზეს­ვლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ამას­თან, ადამ­სა და ევას მი­ე­ცათ კურ­თხე­ვა, რომ გამ­რავ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ და მო­ეც­ვათ ქვე­ყა­ნა. ამით და­ე­კის­რათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, შთა­მო­მა­ვალ­ნიც აღე­ზარ­დათ ღვთი­სად­მი რწმე­ნით და იმ სუ­ლის­კვე­თე­ბით, რომ ზედ­მი­წევ­ნით აღეს­რუ­ლე­ბი­ნათ უფ­ლის­გან მი­ცე­მუ­ლი აკ­რძალ­ვა (არ ეგე­მათ კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტის შეც­ნო­ბის ხის ნა­ყო­ფი), რათა სრუ­ლი ჰარ­მო­ნია ყო­ფი­ლი­ყო შე­მოქ­მედ­სა და ქმნი­ლე­ბას შო­რის.

ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია და სამ­ყა­რო­შიც ეს გრძნო­ბა სუ­ფევ­და. ამი­ტო­მაც, და­ცე­მამ­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სიყ­ვა­რუ­ლით, სი­ხა­რუ­ლით, ღვთი­სა და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბით აღ­სავ­სე სი­ცო­ცხლე.

მაგ­რამ ეს ნე­ტა­რე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და. დას­რულ­და იგი მას შემ­დეგ, როცა ადამ­მა და ევამ აღარ შე­ას­რუ­ლეს მი­ცე­მუ­ლი მცნე­ბა, ერ­წმუნ­ნენ შუ­რით აღ­ძრულ ბო­როტ ძა­ლას და მისი რჩე­ვი­სა­მებრ მო­იქ­ცნენ.

ასეთ­მა ქმე­დე­ბამ ისი­ნი ღვთის მადლს გა­ნა­შო­რა, გა­მო­იწ­ვია მათი ხორ­ცი­ე­ლი და სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლი და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა შთა­მო­მავ­ლებ­საც მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცათ.

და­ცე­მა მოხ­და იმი­ტომ, რომ ადამ­მა და ევამ, გვე­ლის შე­გო­ნე­ბით, მო­ინ­დო­მეს, ღვთის გა­რე­შე გამ­ხდა­რიყ­ვნენ უფრო და­მო­უ­კი­დე­ბელ­ნი და შე­მოქ­მედს გა­ტო­ლე­ბოდ­ნენ. არა­და, ბო­როტ­მა შე­საქ­მის გვირ­გვინს სიც­რუ­ი­თა და მზაკ­ვრო­ბით სწო­რედ თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბა წა­არ­თვა და ცოდ­ვას და­ა­მო­ნა. ამის გამო გა­ნე­ძარ­ცვათ მათ ცხო­ველსმყო­ფე­ლი მად­ლი ღმერ­თშე­მო­სი­ლო­ბი­სა, საღვთო სი­კე­თე­თა სუ­ლი­ე­რი ხედ­ვის უნა­რი, სუ­ლი­ე­რი უმან­კო­ე­ბა და უვ­ნე­ბო­ბა ეგო­ის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბი­თა და ვნე­ბე­ბით შე­ეც­ვა­ლათ და მწუ­ხა­რე­ბა და გან­საც­დე­ლი თა­ნამ­გზავ­რად ექ­ცათ.

ღვთის­გან გა­უ­ცხო­ე­ბულ­მა ცხოვ­რე­ბის წეს­მა სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­სა და სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა ჰპო­ვა. ჩვენს დრო­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმწვა­ვე შე­ი­ძი­ნა.

ყველ­გან თვალ­ში­სა­ცე­მია ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა მოს­პო­ბის, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის დაკ­ნი­ნე­ბის, ეროვ­ნუ­ლი მე­ო­ბის გაქ­რო­ბის ტენ­დენ­ცია დი­დია მცდე­ლო­ბა ზო­გი­ერ­თი მძი­მე ცოდ­ვის ბუ­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბად გა­მო­ცხა­დე­ბი­სა, მა­ს­მე­დი­ი­თაც, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ხში­რად ხელი ეწყო­ბა აგ­რე­სი­ი­ი­სა და უზ­ნე­ო­ბის, ნარ­კო­მა­ნი­ი­სა და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის პრო­პა­გან­დას; ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, ტყუ­ი­ლი, ცი­ნიზ­მი, სა­ჯა­რო შე­უ­რა­ცყო­ფა… ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა;

გაჩ­ნდა გრძნო­ბა და­უც­ვე­ლო­ბი­სა და ხვა­ლინ­დე­ლი დღის ში­ში­სა, სუ­ლი­ე­რი სი­ცა­რი­ლის ფონ­ზე ახალ­გაზ­რდებ­ში გახ­შირ­და თვით­მკვლე­ლო­ბა, რისი ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მოქ­მე­დე­ბენ გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­ნიც მო­ზარ­დებს სხვა­დას­ხვა სა­ხით აი­ძუ­ლე­ბენ, სი­ცო­ცხლე ამ სა­ხით და­ამ­თავ­რონ. და­ე­ცა გა­ნათ­ლე­ბის დონე, მო­ზარ­დი თა­ო­ბა ინ­ტერ­ნეტს მი­ე­ჯაჭ­ვა და წიგ­ნი და­ი­ვი­წყა. და­ი­კარ­გა უფ­რო­სის პა­ტი­ვის­ცე­მა, ებ­რძვი­ან ავ­ტო­რი­ტე­ტებს, ქმი­ან ახა­ლი „ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის“ შე­სა­ბა­მის პერ­სო­ნებს და მათ წარ­მო­ა­ჩე­ნენ მი­სა­ბა­ძად.

ამ მოვ­ლე­ნებს მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქვს ად­გი­ლი. ჩვენ­თან დი­დია უმუ­შე­ვარ­თა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სულ­თა რი­ცხვი; იც­ლე­ბა სოფ­ლე­ბი და რა­ი­ო­ნე­ბი; და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც, რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და მდა­რე პრო­დუქ­ტე­ბით კვე­ბა იწ­ვევს.

შე­მო­ტე­ვაა ეკ­ლე­სი­ა­ზე და მრა­ვალ­წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბა, შე­ურ­ყი­ონ ხალ­ხს მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი. მა­ვან­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფენ სიწ­მინ­დე­ებს, რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბით ხა­რო­ბენ.

ყუ­რა­დღე­ბა მინ­და, შე­ვა­ჩე­რო დე­მოგ­რა­ფი­ულ სა­კი­თხზე.

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მოკ­ლე დრო­ში ნა­ვა­რა­უ­დე­ვია მო­სახ­ლე­ო­ბის 28% -ით კლე­ბა, რაც ისე­დაც მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჩვე­ნი ერის­თვის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

ამ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბის ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­მოს­წო­რე­ბი­სათ­ვის, ჩვე­ნი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აბორ­ტის, რო­გორც უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვის, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­წყო­ბის შექ­მნა და პირ­ველ ეტაპ­ზე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის ცალ­კე კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა, რათა მათ და­სახ­მა­რებ­ლად ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას.

უნდა შევ­ნიშ­ნოთ, რომ რო­დე­საც ჩვენს ხალ­ხზე ვსა­უბ­რობთ, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მსგავს, და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ვგუ­ლის­მობ, მა­გა­ლი­თად, აფხა­ზებს, უდი­ნებს, ქის­ტებს, ჩერ­ქე­ზებს, ოსებს, ასი­რი­ე­ლებს, ლე­კებს, ეზი­დებს და სხვათ.

კარ­გი იქ­ნე­ბა, ქვე­ყა­ნამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას რო­გორც ქარ­თველ, ისე ამ ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­თაც ოთხი და მეტი შვი­ლი ჰყავთ და გა­უ­წი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, რაც უნდა მა­ტუ­ლობ­დეს შვილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის მი­ხედ­ვით. ოჯა­ხებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს მათ­ზე და მად­ლი­ე­რია მათი თავ­და­დე­ბი­სა.

ხოლო რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­უ­რად გაძ­ლი­ერ­დე­ბა, შე­ღა­ვა­თე­ბი უნდა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თოდ ყვე­ლა მრა­ვალ­შვი­ლი­ან­ზე.

ზე­მოთ­ქმულ­ზე, რა თქმა უნდა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში მო­მუ­შა­ვეთ, მა­ს­მე­დი­ა­სა და ეკ­ლე­სი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, – კა­ნონ­მდე­ბელთ.

მინ­და, მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვენს გა­უ­ტე­ხელ, ქრის­ტეს­მოყ­ვა­რე ერს: არ შე­უ­შინ­დეთ დრო­ის გა­მოწ­ვე­ვებს, თავს და­ტე­ხილ გან­საც­დელთ, პრობ­ლე­მა­თა სიმ­რავ­ლეს.

ჩვენ მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სი­ის წევ­რნი ვართ და ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა გვაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი, რომ ვე­რა­ვი­თა­რი გა­რე­მო­პი­რო­ბე­ბი ამ სი­ხა­რულს ვერ დაჩ­რდი­ლავს.

რა სი­ხა­რუ­ლია ეს?

ეს არის სი­ხა­რუ­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იმი­სა, რომ ჩვენ გა­მოხ­სნილ­ნი ვართ! მოხ­და სას­წა­უ­ლი, რო­მელ­საც ათა­სო­ბით წლის მან­ძილ­ზე ელო­დე­ბო­და ადა­მის მოდ­გმა და ეს სწო­რედ დღე­ვან­დელ დღეს გან­ხორ­ცი­ელ­და.

სი­ხა­რუ­ლი გვაქვს იმი­სა, რომ ვინც ქრის­ტეს სა­ხე­ლით ჭეშ­მა­რიტ ეკ­ლე­სი­ა­ში ინათ­ლე­ბა, ღვთის­გან, რო­გორც სა­ბოძ­ვარს იღებს სუ­ლიწ­მინ­დის მადლს, უფალ­თან ერ­თო­ბას და ისეთ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­შიც აღ­მო­ფხვრი­ლია ადა­მი­სე­უ­ლი ცოდ­ვის ის ფეს­ვი, მთე­ლი თა­ო­ბე­ბი სიკ­ვდილს რომ და­უქ­ვემ­დე­ბა­რა.

სი­ხა­რუ­ლი გვაქვს იმი­სა რომ ჩვენ გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ღვთის შემ­წე­ო­ბით და ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ვი­პო­ვოთ ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რის­თვი­საც სა­მო­თხე­ში მყოფ ჩვენს პირ­ველმშობ­ლებს უნდა მი­ეღ­წი­ათ.

იე­სომ ახალ ერს, ბო­რო­ტე­ბის ძი­რი­სა­გან თა­ვი­სუ­ფალ ახალ კა­ცობ­რი­ო­ბას, და­უ­დო სა­თა­ვე და ამი­ტო­მაც იწო­დე­ბა მე­ო­რე ადა­მად; პირ­ვე­ლი ადა­მის­გან სიკ­ვდი­ლი შე­მო­ვი­და, მე­ო­რეს­გან კი, – სი­ცო­ცხლე. „და რო­გორც ადამ­ში კვდე­ბი­ან ყვე­ლა­ნი, ისე ქრის­ტე­ში იცო­ცხლებს ყვე­ლა“ (I კორ.15,22)

მაგ­რამ ჩვე­ნი ცხო­ნე­ბის­თვის, – ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, – ქრის­ტი­ა­ნად გახ­დო­მა არ არის საკ­მა­რი­სი, რად­გან მა­ცხო­ვარ­მა ზო­გა­და­და­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა გა­მო­იხ­სნა და, რო­გორც სა­მო­თხე­ში, ახ­ლაც კვლავ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, რას მო­ვინ­დო­მებთ, – ისევ ცოდ­ვებს და­მო­ნე­ბულ ყო­ფას, თუ ცხოვ­რე­ბის იმ წესს, რომ­ლის მა­გა­ლი­თიც ამ ქვეყ­ნად ღმერ­თმა მოგ­ვცა.

“სო­ფე­ლი ბო­როტ­სა ზედა დგას“ და, ბუ­ნებ­რი­ვია, ად­ვი­ლად არ დათ­მობს ადა­მი­ა­ნებს. ამი­ტო­მაც მორ­წმუ­ნეთ სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა უხ­დე­ბათ და ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის;

არ­სე­ბუ­ლი ყოფა არის ას­პა­რე­ზი ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად და რამ­დე­ნა­დაც ეს გა­რე­მო და­შო­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, იმ­დე­ნად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­დე­ბა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, თუმ­ცა სა­ზღა­უ­რი, შე­სა­ბა­მი­სი­ვე იქ­ნე­ბა ცათა შინა.

ჩვენს ყო­ველ მოქ­მე­დე­ბას უდი­დე­სი დატ­ვირ­თვა აქვს, რად­გან იმ­ქვეყ­ნად კარ­გიც და ცუდი საქ­მე­ე­ბიც სხვა მას­შტა­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა და ჩვენს იქა­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­ნა­პი­რო­ბებს.

მორ­წმუ­ნე გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ხში­რად სთხოვს დახ­მა­რე­ბას წმინ­და­ნებს, ან­გე­ლო­ზებს, ღვთის­მშო­ბელს…

გა­ვიხ­სე­ნოთ, მა­გა­ლი­თად, წმინ­და გი­ორ­გი და წმინ­და ნი­კო­ლო­ზი; ერ­თმა დიდ­მო­წა­მე­ო­ბით და­ა­მოწ­მა ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლი და მისი მცნე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა, მე­ო­რემ კი, – საკ­ვირ­ვე­ლი ღვთის­სათ­ნო ცხოვ­რე­ბით; ისი­ნი კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას და კონ­კრე­ტულ დრო­ში მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, მაგ­რამ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა გულ­მხურ­ვა­ლე მლოც­ვე­ლის შემ­წე და მფარ­ველ­ნი გახ­დნენ ყვე­ლა ეპო­ქა­ში.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ მო­ცი­ქუ­ლებ­ზე და ღვთის­მშო­ბელ­ზე.

ასე­თი სა­ო­ცა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლია ჩა­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში!

და მხო­ლოდ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხა­რის­ხობ­რი­ვად რა მდგო­მა­რე­ო­ბას გან­ვი­კუთ­ვნებთ ზე­ცა­ში ან ქვეს­კნელ­ში.

რო­გო­რია ჩვე­ნი გული და გო­ნე­ბა? რო­გორ ნი­ა­დაგს და­ახ­ვედ­რებს იგი ღვთის სი­ტყვას? ნარ-ეკ­ლი­ანს? სა­დაც ვე­რა­ფე­რი გა­ი­ხა­რებს, კლდო­ვანს? სა­დაც აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ნერ­გი მალე გახ­მე­ბა, თუ ნოყი­ერ მი­წას, დიდი ხეც რომ ად­ვი­ლად ფესვს გა­იდ­გამს?

უფ­ლის სა­მე­ფო არის ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ პი­როვ­ნე­ბა­თა კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი­თა და ურ­თი­ერ­თმსა­ხუ­რე­ბით, იმ წე­სით, და­ცე­მამ­დელ ადა­მი­ა­ნებს რომ ჰქონ­დათ და შემ­დეგ ჯვარ­ცმულ­მა იე­სომ აღ­ვიდ­გი­ნა.

უფ­ლის სა­მე­ფო არის იქ, სა­დაც მორ­წმუ­ნე­ნი სათ­ნო­ე­ბე­ბით არი­ან შე­მო­სილ­ნი, ღვთის დი­დე­ბა­სა და მას­თან ერ­თო­ბას ეს­წრაფ­ვი­ან და შთა­მო­მავ­ლო­ბა­საც ამ პრინ­ცი­პით ზრდი­ან.

უფ­ლის სა­მე­ფო არის იქ, სა­დაც, თუნ­დაც დიდი შეც­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დიდი სი­ნა­ნუ­ლია, სა­დაც მუდ­მი­ვი ხსოვ­ნაა ზე­ცი­უ­რი სა­სუ­ფევ­ლი­სა.

უფ­ლის სა­მე­ფო დე­და­მი­წა­ზე ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­აა და აქ უხ­მობს იგი გა­დარ­ჩე­ნის ყვე­ლა მსურ­ველს.

ამ წი­ა­ღის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად გახ­დო­მა უნდა იყოს ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა.

გა­ვიხ­სე­ნოთ რო­გორ გვა­რი­გებს ძე ღვთი­სა: „ეძი­ებ­დით პირ­ვე­ლად სა­სუ­ფე­ველ­სა ღვთი­სა­სა და სი­მარ­თე­ლე­სა მის­სა და ესე ყო­ვე­ლი შე­გე­ძი­ნოს თქვენ“ (მათე 6, 33)

მის­გან ნას­წავ­ლებ ლოც­ვა­შიც, ვამ­ბობთ: „მო­ვე­დინ სუ­ფე­ვა შენი (ანუ შენი მე­უ­ფო­ბა), იყავნ ნება შენი, ვი­თარ­ცა ცათა შინა, ეგ­რე­ცა ქვე­ყა­ნა­სა ზედა.“

ვამ­ბობთ ამას იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბა ჩვენ­შიც და ჩვენს გა­რე­მო­შიც და არა აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ სა­ხელ­მწი­ფო წყო­ბა­სა და რო­მელ ეპო­ქა­ში მოგ­ვი­წევს არ­სე­ბო­ბა. ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წყო­ბის ისე­თი წე­სე­ბი, რაც ცათა სა­სუ­ფე­ველ­თან არ დაგ­ვა­პი­რის­პი­რებს.

თუ ჩვენ მკვეთრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მოვ­დი­ვართ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და კა­ნო­ნებ­თან, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი უნდა იყოს მკა­ფიო, მაგ­რამ ღირ­სე­უ­ლი, რომ არ და­ვა­ზა­რა­ლოთ იდეა, რა­საც ვი­ცავთ, არ და­ვა­ზი­ა­ნოთ სხვი­სი და სა­კუ­თა­რი სული.

სიყ­ვა­რუ­ლია,- რისი აღ­სრუ­ლე­ბაც ამ­ქვეყ­ნად გვე­ვა­ლე­ბა. ქმე­დი­თი, ცო­ცხა­ლი, ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ღვთი­სა და მოყ­ვა­სი­სა.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­მოვ­ლინ­დეს?

-ქრის­ტეს სა­ხე­ლით მოყ­ვა­სი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბა­ში.

ამი­ტო­მაც ბრძა­ნებს იგი: „მში­ო­და, და მე­ცით მე ჭა­მა­დი; მწყუ­რო­და და მა­სუთ მე; უცხო ვი­ყავ და შე­მი­წყნა­რეთ მე; ში­შუ­ელ ვი­ყავ და შემ­მო­სეთ მე; სნე­ულ ვი­ყავ და მომ­ხე­დეთ მე; სა­პყრო­ბი­ლე­სა ვი­ყავ, და მო­ხუ­ე­დით ჩემ­და“ (მათე 25, 35-36).

სიყ­ვა­რუ­ლი არის სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბი­თი დათ­მო­ბა, თა­ვის უარ­ყო­ფა იმის­თვის, ვინც გვიყ­ვარს.

მა­გა­ლი­თად, მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს შვი­ლი­სათ­ვის და ეს მას სი­ხა­რულს ანი­ჭებს, რად­გან უყ­ვარს, ვის­თვი­საც იღ­ვწის და შვილ­საც უყ­ვარს რა მშო­ბე­ლი, მთე­ლი გუ­ლით ცდი­ლობს, ასი­ა­მოვ­ნოს მას.

უფრო მეტი სიძ­ლი­ე­რით უნდა გვიყ­ვარ­დეს უფა­ლი, რომ მისი ღირ­სე­უ­ლი შვი­ლე­ბი ვი­ყოთ.

ქრის­ტი­ა­ნო­ბა არის ერ­თა­დერ­თი რე­ლი­გია, სა­დაც მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი კი არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ღმერ­თს, არა­მედ თა­ვად ღმერ­თი გვიჩ­ვე­ნებს კაც­თათ­ვის მსა­ხუ­რე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თავ­გან­წირ­ვის სა­ო­ცარ მა­გა­ლითს და ჩვენს წი­ნა­შე წარ­მოს­დგე­ბა, რო­გორც მეფე-მსა­ხუ­რი. (შდრ.: „ძე კა­ცი­საი … მო­ვი­და … მსა­ხუ­რე­ბად და მი­ცე­მად სული თვი­სი“ მათე 20,20; და ახ­ლად ნა­თელ­ღე­ბულ­თა პა­სუ­ხი: „მრწამს იგი, – ქრის­ტე, – ვი­თარ­ცა მე­უ­ფე და ღმერ­თი“).

ქრის­ტე, – მეფე-მსა­ხუ­რი უნდა იყოს ნი­შან-სვე­ტი ყო­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნის­თვის!

სერ­თოდ არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად ან ქო­ნებ­რი­ვად, თუნ­დაც გავ­ლე­ნით, რას წარ­მო­ვად­გენთ. ყო­ველ ჩვენ­განს, ნე­ბის­მი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნეს, უნდა ქონ­დეს გან­ცდა იმი­სა, რომ მა­ცხოვ­რის მსგავ­სად, თვი­თო­ნაც იყოს მეფე-მსა­ხუ­რი.

შენ ხარ მეფე იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც გაქვს უფ­ლე­ბა, რომ შენი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბით წარ­მარ­თო და ღვთის­გან­ვე შენ­თვის ბო­ძე­ბუ­ლი ყვე­ლა სხვა ნიჭი და უნა­რი ამ არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნო.

ამი­ტო­მაც, მეფე შე­იძ­ლე­ბა იყოს ბევ­რი, მაგ­რამ მეფე-მსა­ხუ­რი, – მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნი.

თუ არ ვცხოვ­რობთ მცნე­ბე­ბით, არა ვართ სათ­ნო­ე­ბე­ბით შე­მო­სილ­ნი და სხვი­სი მსა­ხუ­რე­ბა თუ არ არის ჩვე­ნი სურ­ვი­ლი, მეფე-მსა­ხურ­ნი, ანუ ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ან­ნი, ვერ ვიქ­ნე­ბით, თუნ­დაც რომ მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო წო­დე­ბა გვქონ­დეს;

სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი ეს­წრაფ­ვის, მას მო­ემ­სა­ხუ­რონ და მზრუნ­ვე­ლო­ბა მას­ზე გას­წი­ონ, რომ ეგო­ის­ტუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ. სხვის­თვის მსა­ხუ­რე­ბა მათ­თვის ტვირ­თია ან ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და, რად­გან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი არ იცი­ან რა არის, ბედ­ნი­ე­რე­ბას მხო­ლოდ წარ­მა­ვალ, მი­წი­ერ კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ეძე­ბენ; ამ ძებ­ნა­ში კი ცოდ­ვებს ცოდ­ვებ­ზე ამა­ტე­ბენ და ბო­რო­ტი­სა­გან სულ უფრო და­მო­ნე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან.

ეკ­ლე­სი­ის მი­სია, რა თქმა უნდა, არის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც ჩარ­თუ­ლო­ბა, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სია, სი­მარ­თლის გზა და­ა­ნა­ხოს ხალ­ხს და, ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი, მო­ამ­ზა­დოს გოლ­გო­თის გავ­ლით ცათა სა­მე­ფოს წევ­რო­ბი­სათ­ვის.

ამი­ტო­მაც გან­საც­დე­ლე­ბის არ უნდა გვე­ში­ნო­დეს და უნდა ვი­ცო­დეთ: თუ ჭეშ­მა­რიტ მორ­წმუ­ნე­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, ვე­რა­ვინ დაგ­ვა­მარ­ცხებს, თუნ­დაც რომ დიდ ძა­ლას და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ, რად­გან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერ­დით ჩვენს გა­და­სარ­ჩე­ნად მებ­რძო­ლი უფა­ლი იქ­ნე­ბა უძ­ლე­ვე­ლი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

ფაქ­ტია, ყვე­ლას გვინ­და ძლი­ე­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა გვქონ­დეს. ამის მიღ­წე­ვა კი მხო­ლოდ მა­შინ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა იარ­სე­ბებს და ამ სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ქა­ოს­ში ჩა­ი­ძი­რე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს დი­დად და­ა­ზა­რა­ლებს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ, მარ­თა­ლია, ეკ­ლე­სია და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რად ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა იყოს და არის კი­დეც, მაგ­რამ ქვეყ­ნის შე­ნე­ბის საქ­მე­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ე­და­როს ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის კავ­შირს.

ღვთის მად­ლით, ჩვენ გა­დაკ­ვე­თის არა­ერ­თი სფე­რო გვაქვს, მაგ­რამ მინ­და გა­მოვ­ყო აწყუ­რის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის აღ­დგე­ნა-რეს­ტავ­რა­ცია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლის­ხმე­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს ის ეკ­ლე­სი­აა, სა­დაც პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნი­დან დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო წმ. ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სათ­ვის ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი მისი ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი ყრმა იე­სოს­თან ერ­თად.

დღეს, როცა ეს ტაძ­რი იწყებს გან­მზა­დე­ბას ზე­ცი­უ­რი დე­დოფ­ლის ხა­ტის და­საბ­რძა­ნებ­ლად, ახალ სი­ცო­ცხლეს იძენს დედა ღვთი­სას ეს სი­ტყვე­ბიც, წმ. მო­ცი­ქულს რომ და­ა­ბა­რა: "შვი­ლო ან­დრია, წა­აბ­რძა­ნე სახე ჩემი და სახე ძისა ჩე­მი­სა, ქვე­ყა­ნა­სა ჩემ­და წილ­ხვდო­მი­ლი­სა, რათა მე ვიყო გან­მგე­ბელ ცხოვ­რე­ბი­სა მა­თი­სა, ხელი აღ­ვუ­პყრა და შე­ვე­წიო და არა­ვინ სძლოს მათ“ (ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა).

"შენ, ზე­ცი­სა წვი­მი­სა საწ­მი­სო, მა­რი­ამ, მხე­ვა­ლო და დე­დაო და ქალ­წუ­ლო, ცაო ცა­თაო, მხო­ლოო ხიდო ღმრთი­საო კაც­თა მო­მართ მოს­ვლი­სა, ნუ დას­ცხრე­ბი ხსნად სულ­თა ჩვენ­თა­ცა, ამინ!

ყო­ველ­ნო ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნე­ლე­ნო, რუს­ნო, ებ­რა­ე­ლე­ბო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბო, სო­მეხ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ასი­რი­ელ­ნო, ქურთნო, ინ­გუ­შე­ბო, ჩერ­ქე­ზე­ბო, ჩეჩ­ნე­ბო, ლეკ­ნო … ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლოAსა და სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო,

ქრის­ტე აღ­დგა!

ინე­ბოს ღმერ­თმა, სა­ქარ­თვე­ლოც აღ­დგეს!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი,

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი,

8.04.2018

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა

“დაინთქა სიკვდილი ძლევითა!” (ფს. 25.8)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომ

ქრისტე აღდგა!

აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავება¥.

"სად არიან დამბეჭდველნი საფლავისანი? სად არის დასი პილატესი და მხედარნი, რომელნიც სცვიდენ აკლდამასა?”

„სადა არის, სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? „

მოვედით, ერნო, ვადიდებდეთ სამებასა ყოვლადწმიდასა და ვმადლობდეთ აღდგომილსა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყვასა.

“ქება შენდა ქრისტე, ქება შენდა და დიდება¥ მოსვლასა შენსა, დიდება¥ ჯვარცმასა შენსა, დაფვლასა და აღდგომასა.“

დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა, ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.

მიწვეულია ყველა, ვინც გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით ქრისტესთან შეერთებულს სურს, მასთან ერთად აღდგომა;

მათ კი, რომელთაც ჯერ არ გაუაზრებიათ მომხდარის სიღრმე და თავისი ამქვეყნიური მისია, მოკლედ შევახსენებთ შემდეგს:

ბიბლია გვასწავლის, რომ დედამიწაც და მთელი სამყაროც უფლის დიდების გამოვლინებაა. ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ ჩვენი პირველმშობლები და ხილული ქვეყნის პატრონად და განმგებელად დადგინდნენ; მათი სრულქმნა დღე-ყოველ წარემართებოდა და სულიერ კიბეზე ზესვლა ხორციელდებოდა.

ამასთან, ადამსა და ევას მიეცათ კურთხევა, რომ გამრავლებულიყვნენ და მოეცვათ ქვეყანა. ამით დაეკისრათ პასუხისმგებლობა, შთამომავალნიც აღეზარდათ ღვთისადმი რწმენით და იმ სულისკვეთებით, რომ ზედმიწევნით აღესრულებინათ უფლისგან მიცემული აკრძალვა (არ ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი), რათა სრული ჰარმონია ყოფილიყო შემოქმედსა და ქმნილებას შორის.

ღმერთი სიყვარულია და სამყაროშიც ეს გრძნობა სუფევდა. ამიტომაც, დაცემამდელი ადამიანების მდგომარეობა იყო სიყვარულით, სიხარულით, ღვთისა და ერთმანეთისადმი მსახურებით აღსავსე სიცოცხლე.

მაგრამ ეს ნეტარებითი ცხოვრება დასრულდა. დასრულდა იგი მას შემდეგ, როცა ადამმა და ევამ აღარ შეასრულეს მიცემული მცნება, ერწმუნნენ შურით აღძრულ ბოროტ ძალას და მისი რჩევისამებრ მოიქცნენ.

ასეთმა ქმედებამ ისინი ღვთის მადლს განაშორა, გამოიწვია მათი ხორციელი და სულიერი სიკვდილი და ეს მდგომარეობა შთამომავლებსაც მემკვიდრეობით გადაეცათ.

დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფალება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი თანამგზავრად ექცათ.

ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.

ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა… ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;

გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.

ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.

შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ.

ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.

კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.

ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.

ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, – კანონმდებელთ.

მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.

ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.

რა სიხარულია ეს?

ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.

სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.

სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.

იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად; პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, – სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)

მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, – ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, – ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.

ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, – ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად ღმერთმა მოგვცა.

“სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;

არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.

ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.

მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს…

გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, – საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.

აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.

ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!

და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.

როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?

უფლის სამეფო არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღვიდგინა.

უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღვთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.

უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა ზეციური სასუფევლისა.

უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს.

ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.

გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)

მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: „მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფობა), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“

ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.

თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული.

სიყვარულია,- რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.

როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?

-ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.

ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).

სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფილობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.

მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.

უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ.

ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაი … მოვიდა … მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი: „მრწამს იგი, – ქრისტე, – ვითარცა მეუფე და ღმერთი“).

ქრისტე, – მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!

სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს, უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური.

შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.

ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, – მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.

თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;

სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.

ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.

ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.

ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.

მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.

ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.

დღეს, როცა ეს ტაძრი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღვთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა: `შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ“ (ქართლის ცხოვრება).

"შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!

ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელენო, რუსნო, ებრაელებო, აზერბაიჯანელებო, სომეხნო, უდინნო, იეზიდნო, ასირიელნო, ქურთნო, ინგუშებო, ჩერქეზებო, ჩეჩნებო, ლეკნო … ყოველნო მკვიდრნო საქართველოAსა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

ინებოს ღმერთმა, საქართველოც აღდგეს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს–პატრიარქი

თბილისი,

აღდგომა ქრისტესი,

8.04.2018

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ