პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 80-იანი წლების საქართველოს ვარსკვლავის, რეზო ჩხიკვიშვილის შვილები
როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 80-იანი წლების საქართველოს ვარსკვლავის, რეზო ჩხიკვიშვილის შვილები

აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი - რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი უკვე 24 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. მის შვი­ლებს - ალექ­სან­დრე და ლე­ვან ჩხიკ­ვიშ­ვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა პა­ტა­რა ასაკ­ში მო­უხ­დათ. დღეს ორი­ვე მათ­განს გერ­მა­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვთ, თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლი სამ­შობ­ლოს მი­მართ წა­მი­თაც არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ალექ­სან­დრე და ლე­ვა­ნი ცნო­ბილ მშობ­ლებ­ზე და თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რენ.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის იყოთ ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სა­ა­მა­ყო და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის შვი­ლი?

ალექ­სან­დრე ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი:

- ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ად­ვი­ლი არ არის. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მა­მა­ჩე­მი წარ­მო­ად­გენს ვარ­სკვლავს, გმირს, გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს. მან ბევ­რს მი­აღ­წია ცხოვ­რე­ბა­ში. ხალ­ხს იგი უყ­ვარს და პა­ტივს სცემს. ჩემ­თვის კი იგი არ არის მსა­ხი­ო­ბი ან ვარ­სკვლა­ვი, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში მამა, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე დგას და ოც­ნე­ბას ის­რუ­ლებს. იგი სცე­ნის­თვი­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და სცე­ნა­ზე ხა­რობს. ისე­თი პრო­ფე­სია იპო­ვა, რაც მის­თვის სამ­სა­ხურს კი არ ნიშ­ნავს არა­მედ მის­წრა­ფე­ბას და მა­ცო­ცხლე­ბელ წყა­როს. სწო­რედ იმი­ტომ ვა­მა­ყობ მა­მით, ცხოვ­რე­ბა­ში რომ თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა იპო­ვა და თა­ვის საქ­მე­ში თა­ვის თავს პო­უ­ლობს. ჩემ­თვის არა აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე­ყო­ლე­ბა თუ არა ცნო­ბი­ლი მამა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მან მო­ახ­დი­ნოს თა­ვის თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია, გა­და­ხე­დოს თა­ვის ცხოვ­რე­ბას, თა­ვის წარ­სულს და არ ინა­ნოს, არ თქვას, ნეტა სხვა­ნა­ი­რად მე­ცხოვ­რაო. სწო­რედ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვე­ძებ მეც და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ასე უნდა ცხოვ­რობ­დეს, მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი თავი რე­ა­ლი­ზე­ბა, იპო­ვოს ის რა­ღაც, რაც მის ცხოვ­რე­ბას შე­ავ­სებს, მრა­ვალ­ფე­რო­ვანს და სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან პა­ტა­რა ასაკ­ში წახ­ვე­დით. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ თქვე­ნი სამ­შობ­ლოს მი­მართ, ხში­რად ახერ­ხებთ ჩა­მოს­ვლას?

- ჩემს ქვე­ყა­ნას­თან არც გა­მი­წყვე­ტია კავ­ში­რი. ჩემი მშობ­ლე­ბი­სა და ძმის გარ­და ოჯა­ხის ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. ბევ­რს უკვე ბავ­შვი შე­ე­ძი­ნა ან მალე შე­ე­ძი­ნე­ბა. ასე იზ­რდე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ო­ბა და მე მინ­და, რომ დავ­რჩე ამ დიდი ოჯა­ხის გა­ნუყ­რე­ლი წევ­რი და მათ ვხე­დავ­დე. მათ­თან კავ­ში­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნეთს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვხე­დავთ, შეხ­ვედ­რი­სას ისე­თი გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს არას­დროს დავ­შო­რე­ბულ­ვართ. ხში­რად ვსტუმ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს. თუმ­ცა ისიც უნდა ავღ­ნიშ­ნო, რომ სკო­ლი­სა და სტუ­დენ­ტო­ბის დროს უფრო ხში­რად ვა­ხერ­ხებ­დი ჩა­მოს­ვლას და მთელ არ­და­დე­გებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ტა­რებ­დი. ეხლა კი, მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რის რე­ჟიმ­ში, სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აღარ მრჩე­ბა, მაგ­რამ ვცდი­ლობ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხში­რად ვეს­ტუმ­რო ჩემს სამ­შობ­ლოს, ჩემს ოჯახს და მე­გობ­რებს. გა­სუ­ლი წლის ზამ­თარ­შიც ვი­ყა­ვი ჩემ ძმას­თან ერ­თად. ამ დროს სა­თხი­ლა­მუ­როდ წას­ვლაც მო­ვა­ხერ­ხეთ გუ­და­ურ­ში, რა­მაც ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭა. ეხლა კი იმას ვცდი­ლობ, ჩემი გერ­მა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი და­ვი­თან­ხმო, რომ შვე­ი­ცა­რი­ის ან ავ­სტრი­ის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვიდ­ნენ სა­თხი­ლა­მუ­როდ. ისი­ნი ხომ ამით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­საც და­ეხ­მა­რე­ბი­ან. მოკ­ლედ რომ ვთქვა, თავი სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 80-იანი წლების საქართველოს ვარსკვლავის, რეზო ჩხიკვიშვილის შვილები

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 80-იანი წლების საქართველოს ვარსკვლავის, რეზო ჩხიკვიშვილის შვილები

აღიარებული ქართველი მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი უკვე 24 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მის შვილებს - ალექსანდრე და ლევან ჩხიკვიშვილებს საქართველოს დატოვება პატარა ასაკში მოუხდათ. დღეს ორივე მათგანს გერმანიაში წარმატებული კარიერა აქვთ, თუმცა მათი სიყვარული სამშობლოს მიმართ წამითაც არ განელებულა. ალექსანდრე და ლევანი ცნობილ მშობლებზე და თავიანთ ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრენ.

- რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ყველა ქართველის საამაყო და საყვარელი მსახიობების შვილი?

ალექსანდრე ჩხიკვიშვილი:

- ამაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ბევრი ადამიანისთვის მამაჩემი წარმოადგენს ვარსკვლავს, გმირს, განსაკუთრებულ ადამიანს. მან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. ხალხს იგი უყვარს და პატივს სცემს. ჩემთვის კი იგი არ არის მსახიობი ან ვარსკვლავი, არამედ პირველ რიგში მამა, რომელიც სცენაზე დგას და ოცნებას ისრულებს. იგი სცენისთვისაა დაბადებული და სცენაზე ხარობს. ისეთი პროფესია იპოვა, რაც მისთვის სამსახურს კი არ ნიშნავს არამედ მისწრაფებას და მაცოცხლებელ წყაროს. სწორედ იმიტომ ვამაყობ მამით, ცხოვრებაში რომ თავისი ბედნიერება იპოვა და თავის საქმეში თავის თავს პოულობს. ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, მეყოლება თუ არა ცნობილი მამა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან მოახდინოს თავის თავის რეალიზაცია, გადახედოს თავის ცხოვრებას, თავის წარსულს და არ ინანოს, არ თქვას, ნეტა სხვანაირად მეცხოვრაო. სწორედ ამ ბედნიერებას ვეძებ მეც და ვფიქრობ, რომ ყველა ასე უნდა ცხოვრობდეს, მოახდინოს საკუთარი თავი რეალიზება, იპოვოს ის რაღაც, რაც მის ცხოვრებას შეავსებს, მრავალფეროვანს და სასიამოვნოს გახდის.

- საქართველოდან პატარა ასაკში წახვედით. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი სამშობლოს მიმართ, ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?

- ჩემს ქვეყანასთან არც გამიწყვეტია კავშირი. ჩემი მშობლებისა და ძმის გარდა ოჯახის ყველა ახლობელი საქართველოში ცხოვრობს. ბევრს უკვე ბავშვი შეეძინა ან მალე შეეძინება. ასე იზრდება ჩვენი ოჯახი, ნათესაობა და მე მინდა, რომ დავრჩე ამ დიდი ოჯახის განუყრელი წევრი და მათ ვხედავდე. მათთან კავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ასე იქნება. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი ბავშვობის მეგობარი მყავს, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს წლების განმავლობაში ვერ ვხედავთ, შეხვედრისას ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს არასდროს დავშორებულვართ. ხშირად ვსტუმრობ საქართველოს. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ სკოლისა და სტუდენტობის დროს უფრო ხშირად ვახერხებდი ჩამოსვლას და მთელ არდადეგებს საქართველოში ვატარებდი. ეხლა კი, მუდმივი სამსახურის რეჟიმში, სამწუხაროდ ბევრი თავისუფალი დრო აღარ მრჩება, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად ხშირად ვესტუმრო ჩემს სამშობლოს, ჩემს ოჯახს და მეგობრებს. გასული წლის ზამთარშიც ვიყავი ჩემ ძმასთან ერთად. ამ დროს სათხილამუროდ წასვლაც მოვახერხეთ გუდაურში, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. ეხლა კი იმას ვცდილობ, ჩემი გერმანელი მეგობრები დავითანხმო, რომ შვეიცარიის ან ავსტრიის ნაცვლად საქართველოში წამოვიდნენ სათხილამუროდ. ისინი ხომ ამით საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარებიან. მოკლედ რომ ვთქვა, თავი საქართველოს გარეშე ვერ წარმომიდგენია! განაგრძეთ კითხვა

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა