სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული..." - პატრიარქის ქადაგება
"იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული..." - პატრიარქის ქადაგება

ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, მე მათ­გან გა­მი­გო­ნია, რომ ჩი­ტიც კი ბუ­დეს არ იკე­თებს ამ დღე­სას­წა­ულ­ზე, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით საღ­მრთო ლი­ტურ­გია დას­რულ­და. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მრევლს ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც დიდ შა­ბათს ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ემ­თხვე­ვა.

“ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს, ეს იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რომ დიდ შა­ბათს და­ემ­თხვა ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი მო­ევ­ლი­ნა ღვთის გან­გე­ბით ღვთის­მშო­ბელ დე­დას და მი­მარ­თა მას “გი­ხა­რო­დენ მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნა!” - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თა, ერ­თად ეთ­ქვათ ღვთის­მშობ­ლი­სად­მი ლოც­ვა “ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო, გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო მა­რი­ამ!”. ამის შემ­დეგ ტა­ძარ­ში მომ­ლოც­ვე­ლებ­მა პატ­რი­არ­ქთან ერ­თად გა­ი­მე­ო­რეს ღვთის­მშობ­ლის სა­გა­ლო­ბე­ლი.

“ეს დღე­სას­წა­უ­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, მე გა­მი­გო­ნია მათ­გან, რომ ჩი­ტიც კი ბუ­დეს არ იკე­თებს ამ დღე­სას­წა­ულ­ზე, იმ­დე­ნად დი­დია ეს დღე­სას­წა­უ­ლი. შევ­თხოვთ უფალს, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვით, მისი მე­ო­ხე­ბით, მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, მშვი­დო­ბა მოგ­ვცეს ჩვენ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და მთელ მსოფ­ლი­ოს. სუ­ლიწ­მინ­და მო­ვი­დეს “ჩვენ ზედა და ძალი მაღ­ლი­სა გვფარ­ვი­დეს ჩვენ”. ბედ­ნი­ე­რი აღ­დგო­მა გა­გი­თე­ნოთ ღმერ­თმა თქვენ, სა­ქარ­თვე­ლოს და მთელ მსოფ­ლი­ოს”, - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული..." - პატრიარქის ქადაგება

"იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული..." - პატრიარქის ქადაგება

ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე მათგან გამიგონია, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

პატრიარქის თქმით, იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დიდ შაბათს ხარების დღესასწაული ემთხვევა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ეს იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას “გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა!” - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, ერთად ეთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა “ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ!”. ამის შემდეგ ტაძარში მომლოცველებმა პატრიარქთან ერთად გაიმეორეს ღვთისმშობლის საგალობელი.

“ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სულიწმინდა მოვიდეს “ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ”. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელ მსოფლიოს”, - ბრძანა უწმინდესმა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 195-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს