სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟღალი მიმინო" დაბალი გემოვნების მუსიკალური ნამუშევარია, არც უნდა მცოდნოდა - გიორგი უშიკიშვილის პასუხი კრიტიკოსებს და კონკურსანტების შეფასება
"ჟღალი მიმინო" დაბალი გემოვნების მუსიკალური ნამუშევარია, არც უნდა მცოდნოდა - გიორგი უშიკიშვილის პასუხი კრიტიკოსებს და კონკურსანტების შეფასება

ფოლკ­ლო­რის­ტი, მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი მე­გა­შო­უს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ჟი­უ­რის წევ­რია. ჟი­უ­რის სხვა წევ­რებ­თან და პრო­ექ­ტის დიდ ჯგუფ­თან ერ­თად, დიდი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა მო­უხ­და, რომ ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის­თვის კონ­კურ­სან­ტე­ბი შე­ერ­ჩი­ათ. მა­ყუ­რე­ბელ­მა კას­ტინ­გის პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დი ნახა და თა­ვის­თვის ესა თუ ის კონ­კურ­სან­ტიც მო­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა კას­ტინ­გის ამ ნა­წი­ლის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ, ჟი­უ­რის მი­სა­მარ­თით გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბიც გაჩ­ნდა. საქ­მე ეხე­ბა ერთ-ერთ სიმ­ღე­რას - "ჟღალ მი­მი­ნოს", რო­მე­ლიც კონ­კურ­სან­ტის მიერ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­ყუ­რე­ბე­ლი ჟი­უ­რის წევ­რებს იმა­ში გა­მო­ე­და­ვა, თუ რა­ტომ ვერ იც­ნეს არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის ლექსზე შექ­მნი­ლი ეს სიმ­ღე­რა.

AMBEBI.GE ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ეს პრო­ექ­ტი რა­ტო­მაც და­ი­წყო ის იყო, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბას შე­და­რე­ბით უჭირს, ვიდ­რე უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბის, რაც სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტმა, თუ მე­გა­შო­უმ აქამ­დე აჩ­ვე­ნა. ახალ­გაზ­რდე­ბი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რებს არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლოდ ას­რუ­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყდა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რომ ექ­ნე­ბო­და, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. კას­ტინგზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რომ თბი­ლის­ში კას­ტინგს ერთი დღე და­ე­მა­ტა. და­მე­თან­ხმე­ბით, რაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის, უფრო რთულ­დე­ბა იმ ათე­უ­ლის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში იბ­რძო­ლებს. ასე რომ, საკ­მა­ოდ ვიწ­ვა­ლეთ და ვიშ­რო­მეთ, რომ 10-ული გა­მოგ­ვევ­ლი­ნა, მაგ­რამ დე­და­მი­წის ზურ­გზე არ მე­გუ­ლე­ბა არ­ცერ­თი კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრო­ექ­ტში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. მათ­გან ბევ­რი კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვერ მოხ­ვდა, - მი­ზე­ზი ის არის, რომ მათ­გან ბევ­რი ერ­თნა­ი­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც იყო - ჟან­რობ­რი­ვად, მა­ნე­რუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. მა­ნე­რუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად გვქონ­და. კონ­კურ­სან­ტე­ბის 80% სწო­რედ რომ მა­ნე­რუ­ლი იყო. ყვე­ლა ვი­ღა­ცას ბა­ძავ­და. წარ­მოდ­გე­ნე­ბი ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ზე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სუფ­რას­თან, სიმ­ღე­რებს ასე­თი ხმით ას­რუ­ლებ­დნენ. კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ავარ­ჩი­ეთ, სრულ­ყო­ფი­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტიც იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გარ­კვე­ულ შე­დე­გებს მი­ვაღ­წი­ოთ. რაც შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მუ­მი გა­კეთ­დეს. მთა­ვა­რი ისაა, რომ ბევ­რი კარ­გი სიმ­ღე­რის გა­ცო­ცხლე­ბას ვა­პი­რებთ. პრო­ექ­ტის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეა, რო­მე­ლიც ამ სიმ­ღე­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­ებს შექ­მნის. ვფიქ­რობ, წინ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლაივ-კონ­ცერ­ტი გვე­ლო­დე­ბა.

- გი­ორ­გი, პი­რა­დად თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს ჟი­უ­რი­ში ქალ­ბა­ტო­ნებ­თან - მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან და სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან მუ­შა­ო­ბა?

- ეს არის ორი შემ­დგა­რი, პო­პუ­ლა­რუ­ლი, ამ საქ­მე­ში, რა­საც სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი ჰქვია, გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. ძა­ლი­ან ვცდი­ლობ­დი და ახ­ლაც ვცდი­ლობ, რომ მხა­რი ავუ­ბა და ფეხი ავუ­წყო მათ გა­მოც­დი­ლე­ბას. ამი­ტომ, სა­სი­ა­მოვ­ნოა მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა.

- და მშვე­ნი­ე­რი ექ­სპრომ­ტე­ბი გაქვთ, - რას იტყვით ამა­ზე?

- ვე­ცა­დეთ. ჩვე­ნი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ ყო­ფი­ლა ხე­ლოვ­ნუ­რი, გვინ­დო­და, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი რა­ღაც ნიშა ჰქო­ნო­და. თი­თო­ე­უ­ლი ისე­თი ყო­ფი­ლი­ყო, რო­გო­რიც ცხოვ­რე­ბა­შია. პრო­ექ­ტმა გა­მო­ა­ჩი­ნა კი­დეც, რომ ერ­თნა­ი­რე­ბი არ ვართ.

- ჟი­უ­რის მი­სა­მარ­თით გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი გაჩ­ნდა. ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა სიმ­ღე­რა "ჟღა­ლი მი­მი­ნო". მა­ყუ­რე­ბელ­მა გი­საყ­ვე­დუ­რათ ის, რომ ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა გცოდ­ნო­დათ და სიმ­ღე­რა ვერ იცა­ნით.

- მე რომ ადა­მი­ა­ნი იმას დამ­წა­მებს, რომ რამე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ვიცი, აბა, რა გი­თხრათ. რაც მე ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა ჩა­მი­წე­რია, რაც არ­ქი­ვი მაქვს შექ­მნი­ლი, 5000-7000 სიმ­ღე­რა მა­ინც მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისიც არის, არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ ვართ სრულ­ყო­ფი­ლი და ვერც ვიქ­ნე­ბით. "იუ­თუბ­ზე" რა სიმ­ღე­რე­ბი­ცაა ატ­ვირ­თუ­ლი, ყვე­ლა ვერ გვე­ცო­დი­ნე­ბა და ეს ნორ­მა­ლუ­რია. თან ეგ "ჟღა­ლი მი­მი­ნო" იმე­ნად სხვა­ნა­ი­რად იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რომ ვერც ერ­თმა ვი­ცა­ნით, თან, გა­დაღ­ლი­ლე­ბიც ვი­ყა­ვით, ალ­ბათ. ამა­საც ვაბ­რა­ლებ. ზოგს მარ­თლა არ ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი, არც მე მქონ­და. ბო­ლოს ინ­ტერ­ნე­ტით მაგ სიმ­ღე­რის ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია გა­მო­მიგ­ზავ­ნეს და კი მივ­ხვდი, რაც იყო, თუმ­ცა იმ კონ­კურ­სან­ტის ნამ­ღერს ვერ მივ­ხვდი. მერე წა­ვი­და იმის წა­მო­ძა­ხე­ბა, რომ ტექ­სტი ვერ ვი­ცა­ნით, რომ ის არ­ჩილ სუ­ლა­კა­ურს ეკუთ­ვნის. პო­ე­ზი­ის კონ­კურ­სია, თუ მუ­სი­კა­ლუ­რი? ვთქვით, ვერ ვი­ცა­ნით, ეს არ არის აქ მთა­ვა­რი, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს მოს­წონს, რომ ასე­თი მე­გა­შოუ გა­აკ­რი­ტი­კონ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა და­მაბ­რა­ლო, გარ­და იმი­სა, რომ სიმ­ღე­რე­ბი არ ვიცი. ვი­მე­ო­რებ, ვიცი და არ­ცთუ ცოტა. რად­გან არას­წო­რად ნამ­ღე­რი "ჟღა­ლი მი­მი­ნო" ვერ ვი­ცა­ნი, ე.ი. ასე მარ­ტი­ვად უნდა გა­ვი­ლან­ძღო? მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ისევ შე­ვახ­სე­ნებ, რომ მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვე­ძებ და ვსწავ­ლობ სიმ­ღე­რებს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხალ­ხს "ჩაკ­რუ­ლო" და "მრალ­ჟა­მი­ე­რი" არ ახ­სოვს, სამ­წუ­ხა­როდ, და კი­დევ ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც უნდა იცო­დეს! ვინც "ჟღალ მი­მი­ნოს" აპ­რო­ტეს­ტებს, მათ ისეთ სიმ­ღე­რებს ვე­ტყვი, შე­იძ­ლე­ბა არც ჰქონ­დეს სა­ერ­თოდ გა­გე­ბუ­ლი, არა­და, ყვე­ლა ქარ­თელ­მა უნდა იცო­დეს. მოდი, იმა­საც ვი­ტყვი და არ მო­მე­რი­დე­ბა, რომ "ჟღა­ლი მი­მი­ნო" ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ვა­რია. წე­სით, არ უნდა მქო­ნო­და მოს­მე­ნი­ლი და ასეთ სიმ­ღე­რებს არც ვუს­მენ. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ უნდა ვი­ცო­დე?! ბო­დიშს ვიხ­დი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან მომ­ღე­ლე­ბი, რო­მელ­თა რე­პერ­ტუ­ა­რი სა­ერ­თოდ არ ვიცი. არ ვუს­მენ, ან რა ვალ­დე­ბუ­ლი ვარ?! შე­იძ­ლე­ბა მო­მე­და­ვონ იმა­ზე, თუ არ მე­ცო­დი­ნე­ბა რე­ვაზ ლა­ღი­ძის რამე სიმ­ღე­რა, ან ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის და ასე­თი რან­გის კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, მაგ­რამ არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, და­ბა­ლი გე­მოვ­ნე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ვა­რი ვი­ცო­დე. მოკ­ლედ, უნდა მა­პა­ტი­ონ, რომ "ჟღა­ლი მი­მი­ნოს­ნა­ი­რი" სიმ­ღე­რე­ბი არ ვიცი. გო­ნე­ბა ამ­დენს უკვე ვე­ღარ იტევს, თუმ­ცა იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­ინც მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ კონ­კურ­სან­ტმა ეს სიმ­ღე­რა სწო­რად ვერ მო­ი­ტა­ნა.

- ამ პრო­ექ­ტის­გან რას ელო­დე­ბით?

- ამ კონ­კურ­სზე, პი­რა­დად ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას შე­ვახ­სე­ნოთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი, რაც გვაქვს და რისი პატ­რო­ნე­ბიც ვართ. თუ არ გვიყ­ვარს ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა, არა მარ­ტო ფოლკ­ლო­რი, არი­ან კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბის სტა­ტუ­სი აქვთ. ჩვე­ნი მთავ­რი ამო­ცა­ნაა, ამ ადა­მი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ვაყ­ვა­როთ, რაც ვიცი, რომ ამ პრო­ექტს გა­მო­უ­ვა.

ნა­ხეთ ასე­ვე: "ქარ­თუ­ლი ჯი­გა­რი" არ ვიცი, ვიცი კარ­გი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რა!" - რო­გორ აპი­რებს ახალ­ბე­და მომ­ღერ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბას მა­რი­ნა ბე­რი­ძე ახალ მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში

"ვუ­ყუ­რებ­დი და მიკ­ვირ­და, 18 წლის გოგო ამას რო­გორ ახერ­ხებ­და..." - ვის გამ­ხნე­ვე­ბა­ზე ზრუ­ნავს ილო ბე­როშ­ვი­ლი ნიკა გრი­გო­ლი­ას­თან ერ­თად

oee
1

ამდენ აბდა-უბდას არ გირჩევნია პატიოსნად თქვა, რომ არ გაგიგონია ეს სომღერა? რა მოხდა მერე, ხდება ხოლმე. რა საჭიროა ეს სულელური თავის მართლება? რა შუაშია "ჩაკრულო" და "მრავალჟამიერი"?,.. გაუგებარია.... მერეა და, რა არის "დაბალი (თანაც, "ძალიან დაბალი"!) ხარისხის ნამუშევარი"?! "ჟღალი მიმინო"?! დაბალი ხარისხის კი არა, არაჩვეულებრივი სიმღერაა და შენი მასეთი შეფასება მხოლოდ შენს დაბალ გემოვნებაზე მეტყველებს. ხოლო ადამიანის (თანაც, გოგოს) დაცინვა შენი საერთო დონის მაჩვენებელია. სხვათა შორის, იმ გოგოს არც ისე ცუდად არ უმღერია, რომ ასე დაგეცინა, თუკი დაცინვას საერთოდ რამე გამართლება აქვს. გრცხვენოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჟღალი მიმინო" დაბალი გემოვნების მუსიკალური ნამუშევარია, არც უნდა მცოდნოდა - გიორგი უშიკიშვილის პასუხი კრიტიკოსებს და კონკურსანტების შეფასება

"ჟღალი მიმინო" დაბალი გემოვნების მუსიკალური ნამუშევარია, არც უნდა მცოდნოდა - გიორგი უშიკიშვილის პასუხი კრიტიკოსებს და კონკურსანტების შეფასება

ფოლკლორისტი, მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში დაწყებული ახალი მეგაშოუს "მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრია. ჟიურის სხვა წევრებთან და პროექტის დიდ ჯგუფთან ერთად, დიდი სამუშაოს ჩატარება მოუხდა, რომ ახალი მუსიკალური პროექტისთვის კონკურსანტები შეერჩიათ. მაყურებელმა კასტინგის პირველი ეპიზოდი ნახა და თავისთვის ესა თუ ის კონკურსანტიც მოინიშნა, თუმცა კასტინგის ამ ნაწილის ეთერში გასვლის შემდეგ, ჟიურის მისამართით გარკვეული საყვედურებიც გაჩნდა. საქმე ეხება ერთ-ერთ სიმღერას - "ჟღალ მიმინოს", რომელიც კონკურსანტის მიერ იყო წარმოდგენილი. მაყურებელი ჟიურის წევრებს იმაში გამოედავა, თუ რატომ ვერ იცნეს არჩილ სულაკაურის ლექსზე შექმნილი ეს სიმღერა.

AMBEBI.GE ჟიურის ერთ-ერთ წევრს გიორგი უშიკიშვილს ესაუბრა.

- ეს პროექტი რატომაც დაიწყო ის იყო, რომ ქართული სიმღერის შესრულება მომავალ თაობას შედარებით უჭირს, ვიდრე უცხოური სიმღერების, რაც სხვადასხვა პროექტმა, თუ მეგაშოუმ აქამდე აჩვენა. ახალგაზრდები ქართული სიმღერებს არცთუ სახარბიელოდ ასრულებენ. შესაბამისად, გადაწყდა, ქართული სიმღერის კონკურსის ჩატარება. სერიოზული გამოხმაურება რომ ექნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავით. კასტინგზე ბევრი ადამიანი მოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ, იმდენად ბევრი ადამიანი მოვიდა, რომ თბილისში კასტინგს ერთი დღე დაემატა. დამეთანხმებით, რაც ბევრი ადამიანი მოდის, უფრო რთულდება იმ ათეულის შერჩევა, რომელიც პროექტში იბრძოლებს. ასე რომ, საკმაოდ ვიწვალეთ და ვიშრომეთ, რომ 10-ული გამოგვევლინა, მაგრამ დედამიწის ზურგზე არ მეგულება არცერთი კონკურსი, რომელიც არ იქნება სუბიექტური. ასობით ადამიანი დარჩა, რომელიც შესაძლებელია, პროექტში მოხვედრილიყო. მათგან ბევრი კარგი შემსრულებელი ვერ მოხვდა, - მიზეზი ის არის, რომ მათგან ბევრი ერთნაირი შემსრულებელიც იყო - ჟანრობრივად, მანერულობის თვალსაზრისითაც. მანერულობის პრობლემა ნამდვილად გვქონდა. კონკურსანტების 80% სწორედ რომ მანერული იყო. ყველა ვიღაცას ბაძავდა. წარმოდგენები ქართულ სიმღერაზე ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული იყო სუფრასთან, სიმღერებს ასეთი ხმით ასრულებდნენ. კონკურსანტები, რომლებიც ავარჩიეთ, სრულყოფილები არ არიან, მაგრამ ეს პროექტიც იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენი პედაგოგების ხელმძღვანელობით გარკვეულ შედეგებს მივაღწიოთ. რაც შეიძლება მაქსიმუმი გაკეთდეს. მთავარი ისაა, რომ ბევრი კარგი სიმღერის გაცოცხლებას ვაპირებთ. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძეა, რომელიც ამ სიმღერების საინტერესო ვერსიებს შექმნის. ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო ლაივ-კონცერტი გველოდება.

- გიორგი, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ჟიურიში ქალბატონებთან - მარინა ბერიძესთან და სოფო ნიჟარაძესთან მუშაობა?

- ეს არის ორი შემდგარი, პოპულარული, ამ საქმეში, რასაც სიმღერის კონკურსი ჰქვია, გამოცდილი ადამიანი. კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის პირველი შემთხვევაა. ძალიან ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ მხარი ავუბა და ფეხი ავუწყო მათ გამოცდილებას. ამიტომ, სასიამოვნოა მათთან ერთად მუშაობა.

- და მშვენიერი ექსპრომტები გაქვთ, - რას იტყვით ამაზე?

- ვეცადეთ. ჩვენი შოუში მონაწილეობა არ ყოფილა ხელოვნური, გვინდოდა, რომ ყველას თავისი რაღაც ნიშა ჰქონოდა. თითოეული ისეთი ყოფილიყო, როგორიც ცხოვრებაშია. პროექტმა გამოაჩინა კიდეც, რომ ერთნაირები არ ვართ.

- ჟიურის მისამართით გარკვეული საყვედურები გაჩნდა. ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა სიმღერა "ჟღალი მიმინო". მაყურებელმა გისაყვედურათ ის, რომ ეს მუსიკალური ნამუშევარი უნდა გცოდნოდათ და სიმღერა ვერ იცანით.

- მე რომ ადამიანი იმას დამწამებს, რომ რამე ქართული სიმღერა არ ვიცი, აბა, რა გითხრათ. რაც მე ქართული ხალხური სიმღერა ჩამიწერია, რაც არქივი მაქვს შექმნილი, 5000-7000 სიმღერა მაინც მაქვს გაკეთებული, მაგრამ ისიც არის, არც ერთი ადამიანი არ ვართ სრულყოფილი და ვერც ვიქნებით. "იუთუბზე" რა სიმღერებიცაა ატვირთული, ყველა ვერ გვეცოდინება და ეს ნორმალურია. თან ეგ "ჟღალი მიმინო" იმენად სხვანაირად იყო შესრულებული, რომ ვერც ერთმა ვიცანით, თან, გადაღლილებიც ვიყავით, ალბათ. ამასაც ვაბრალებ. ზოგს მართლა არ ჰქონდა მოსმენილი, არც მე მქონდა. ბოლოს ინტერნეტით მაგ სიმღერის ორიგინალური ვერსია გამომიგზავნეს და კი მივხვდი, რაც იყო, თუმცა იმ კონკურსანტის ნამღერს ვერ მივხვდი. მერე წავიდა იმის წამოძახება, რომ ტექსტი ვერ ვიცანით, რომ ის არჩილ სულაკაურს ეკუთვნის. პოეზიის კონკურსია, თუ მუსიკალური? ვთქვით, ვერ ვიცანით, ეს არ არის აქ მთავარი, ადამიანების ნაწილს მოსწონს, რომ ასეთი მეგაშოუ გააკრიტიკონ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება დამაბრალო, გარდა იმისა, რომ სიმღერები არ ვიცი. ვიმეორებ, ვიცი და არცთუ ცოტა. რადგან არასწორად ნამღერი "ჟღალი მიმინო" ვერ ვიცანი, ე.ი. ასე მარტივად უნდა გავილანძღო? მაშინ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისევ შევახსენებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ვეძებ და ვსწავლობ სიმღერებს. ხშირ შემთხვევაში, ხალხს "ჩაკრულო" და "მრალჟამიერი" არ ახსოვს, სამწუხაროდ, და კიდევ ბევრი უნიკალური სიმღერა, რომელიც უნდა იცოდეს! ვინც "ჟღალ მიმინოს" აპროტესტებს, მათ ისეთ სიმღერებს ვეტყვი, შეიძლება არც ჰქონდეს საერთოდ გაგებული, არადა, ყველა ქართელმა უნდა იცოდეს. მოდი, იმასაც ვიტყვი და არ მომერიდება, რომ "ჟღალი მიმინო" ძალიან დაბალი ხარისხის მუსიკალური ნიმუშევარია. წესით, არ უნდა მქონოდა მოსმენილი და ასეთ სიმღერებს არც ვუსმენ. შესაბამისად, რატომ უნდა ვიცოდე?! ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საქართველოში არიან მომღელები, რომელთა რეპერტუარი საერთოდ არ ვიცი. არ ვუსმენ, ან რა ვალდებული ვარ?! შეიძლება მომედავონ იმაზე, თუ არ მეცოდინება რევაზ ლაღიძის რამე სიმღერა, ან ვაჟა აზარაშვილის და ასეთი რანგის კომპოზიტორების ნამუშევრები, მაგრამ არ ვარ ვალდებული, დაბალი გემოვნების მუსიკალური ნიმუშევარი ვიცოდე. მოკლედ, უნდა მაპატიონ, რომ "ჟღალი მიმინოსნაირი" სიმღერები არ ვიცი. გონება ამდენს უკვე ვეღარ იტევს, თუმცა იმ კონკრეტულ სიტუაციაში მაინც მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კონკურსანტმა ეს სიმღერა სწორად ვერ მოიტანა.

- ამ პროექტისგან რას ელოდებით?

- ამ კონკურსზე, პირადად ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მომავალ თაობას შევახსენოთ ჩვენი ეროვნული ღირებულების მქონე მუსიკალური ნიმუშები, რაც გვაქვს და რისი პატრონებიც ვართ. თუ არ გვიყვარს ეროვნული მუსიკა, არა მარტო ფოლკლორი, არიან კომპოზიტორები, რომლებსაც ეროვნული მასშტაბის სტატუსი აქვთ. ჩვენი მთავრი ამოცანაა, ამ ადამიანებს ქართული სიმღერა შევაყვაროთ, რაც ვიცი, რომ ამ პროექტს გამოუვა.

ნახეთ ასევე: "ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში

"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები