გამოკითხული საწარმოების 94% არსებული სამუშაო ძალის შემცირებას არ აპირებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი თბილისსა და სხვა დანარჩენ რეგიონებზე 50-50%-ის პროპორციით ნაწილდება.
რაც შეეხება მიზეზებს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული სამუშაო ძალის რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად 63%-ის შემთხვევაში წარმოების/საწარმოს გაჩერება და 20%-ის მიერ წარმოების შემცირება დასახელდა.
„საწარმოები, რომლებიც ყველაზე მეტად აპირებენ მუშახელის შემცირებას წარმოადგენენ ვაჭრობის (38.7%), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (7.9%), ჯანდაცვის (7.4%), დამამუშავებელი მრეწველობისა და ტრანსპორტის დარგები (7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და მშენებლობის სექტორები (5.7%). განაგრძეთ კითხვა