კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად - პატრიარქი ტყიბულის ტრაგედიას ეხმურება
მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად - პატრიარქი ტყიბულის ტრაგედიას ეხმურება

მარ­თა­ლია, უფ­ლის ნე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ, ალ­ბათ მეტი ზრუნ­ვა გვმარ­თებს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

“დი­დია ჩვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­ში ახ­ლა­ხანს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­მაც ექ­ვსი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მარ­თა­ლია, უფ­ლის ნე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ მეტი ზრუნ­ვა გვმარ­თებს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბის სა­ო­ხად, რათა უფალ­მან სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­უმ­კვიდ­როს პავ­ლეს, გი­ორ­გის, ელ­გუ­ჯას, გოგი-გი­ორ­გის, მირ­ზას და ბე­სა­რი­ო­ნის(ბე­სი­კის) უკ­ვდავ­ნი სულ­ნი, ხოლო მათი ოჯა­ხე­ბის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს მი­ა­ნი­ჭოს მტკი­ცე რწმე­ნა იმი­სა, რომ სი­ცო­ცხლე არ მთავ­რდე­ბა სიკ­ვდი­ლით, არა­მედ იგი და­სა­წყი­სია მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ნი უნდა მო­ვემ­ზა­დოთ, იმ ქვეყ­ნად წა­სულთ კი ლოც­ვი­თა და ღვთის­სათ­ნო საქ­მე­ე­ბით შე­ვე­წი­ოთ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

5 აპ­რილს, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 3 და­შავ­და.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 5-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად - პატრიარქი ტყიბულის ტრაგედიას ეხმურება

მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად - პატრიარქი ტყიბულის ტრაგედიას ეხმურება

მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ, ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი.

“დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტაში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზას და ბესარიონის(ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმ ქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისსათნო საქმეებით შევეწიოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ